“გენგეგმაში შესული ცვლილებები კერძო სექტორს ერგება, საჯარო ინტერესები კი გათვალისწინებული არ არის”-არქიტექტორი

ექსპერტები მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ურბანულ გამოწვევებზე საუბრობენ, ამბობენ, რომ ამ არეალში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქის ისტორიულ არეალთან თანხვედრაში არ მოდის. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დაგეგმილი პროექტების გავლენა ექსპერტებმა შეაფასეს და შესაბამისი კვლევა მოამზადეს. კვლევის ფარგლებში დეტალურად იქნა შესწავლილი 16 პრობლემური პროექტი. პროექტების ნაწილი ნაწილობრივ ან სრულად არის შეთანხმებული, ნაწილი კი არა, თუმცა მათი რეალიზების საფრთხე […]

სიახლე ჩვენიანებს – “ლიბერთის” აქცია იპოთეკურ სესხზე

საკომუნიკაციო პლატფორმა #ჩვენიანის ფარგლებში, ლიბერთი ახალ პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს, რომლებიც პირველად აპირებენ უძრავი ქონების შეძენას. განახლებული პირობების თანახმად, პირველი იპოთეკური სესხის აღებას მომხმარებლები ანუ ჩვენიანები წლიური – 10.8%-დან, ეფექტური – 11.94%-დან შეძლებენ. ხოლო სხვა ბანკიდან რეფინანსირების შემთხვევაში: წლიური – 10.8%-დან, ეფექტური – 13.28 %-დან. „ლიბერთი, კამპანია #ჩვენიანის ფარგლებში, იპოთეკური სესხის განახლებულ და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ […]

სიახლე ჩვენიანებს – ლიბერთის აქცია იპოთეკურ სესხზე

საკომუნიკაციო პლატფორმა #ჩვენიანის ფარგლებში, ლიბერთი ახალ პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს, რომლებიც პირველად აპირებენ უძრავი ქონების შეძენას. განახლებული პირობების თანახმად, პირველი იპოთეკური სესხის აღებას მომხმარებლები ანუ ჩვენიანები წლიური – 10.8%-დან, ეფექტური – 11.94%-დან შეძლებენ. ხოლო სხვა ბანკიდან რეფინანსირების შემთხვევაში: წლიური – 10.8%-დან, ეფექტური – 13.28 %-დან. „ლიბერთი, კამპანია #ჩვენიანის ფარგლებში, იპოთეკური სესხის განახლებულ და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ […]

რა სარგებელი მიიღო საპენსიო სააგენტომ საერთაშორისო აქციებში ინვესტირებით

საქართველოს საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობა 4.2 მილიარდ ლარს აჭარბებს – ეს თითქმის 1.5 მილიონი საქართველოს მოქალაქის საპენსიო დანაზოგებს წარმოადგენს. ამ თანხიდან 814 მილიონი ლარი ($305 მილიონი დოლარი) განთავსებულია საერთაშორისო საფონდო ინდექსებში, რაც მთლიანი საპენსიო დანაზოგების პორტფელის 19.3%-ია. საუბარია ისეთ ინდექსებზე, როგორიცაა S&P 500; Vanguard FTSE და სხვები. რაც შეეხება ამ პორტფელის ამონაგებს ბოლო 6 თვეში, […]

“საქართველოს საბანკო ასოციაციამ” გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

დღეს საქართველოს საბანკო ასოციაციამ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. საქართველოს საბანკო ასოციაცია ESG მიმართულებით ცნობიერების ამაღლების აქტივობებს აგრძელებს. 2023 წელს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და ფონდი EFSE-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ასოციაციამ ESG მიმართულებით ინსტიტუციონალური გაძლიერება მოახდინა და სასწავლო პროგრამა ჩამოაყალიბა. შეხვედრის მიზანი აღნიშნული სასწავლო პროგრამის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებისთვის წარდგენა იყო. შეხვედრას […]

ოკუპირებული ცხინვალის „პრეზიდენტის“ მრჩეველი – საქართველოს ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს პრაგმატული ხაზი, თავიდან აიცილოს ესკალაცია და რუსეთის წინააღმდეგ მკვეთრ თავდასხმებს თავს არიდებს

ჟენევის პროცესის ფარგლებში, ყველა შეხვედრაზე ქართული მხარე აგრესიულ რიტორიკას მიმართავს, მაგრამ დეკემბრის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე აგრესიის ხარისხი შემცირებული იყო, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა და ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟენევის დისკუსიებზე კონსტანტინე კოჩიევმა განაცხადა. „ზოგადად, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, შეინარჩუნოს პრაგმატული ხაზი, თავიდან აიცილოს ესკალაცია და რუსეთის წინააღმდეგ მკვეთრ თავდასხმებს თავს […]

ბრალდებულის გადაწყვეტილებით, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ. ეს გადაწყვეტილება თავად მკვლელობაში ბრალდებულმა მიიღო. თელავის რაიონული სასამართლოში 14 წლის შახმაროვას მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებული არცერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობს და 28 წლის კაცის გადაწყვეტილებით, საქმე ნაფიც მსაჯულებს არ გადაეცემათ. იმის […]

“მიგრაციის ეფექტი, ზოგადად, ბიზნესისთვის კარგი არ არის” – როგორი იყო 2023 წელი City Mall-ებისთვის?

მიგრაციის ეფექტი, ზოგადად, ბიზნესისთვის კარგი არ არის – ამის შესახებ #რედაქტ2-ში IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე, კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე 2023 წლის ტენდენციების შეფასებისას, აცხადებს. IG International-ი საქართველოს ბაზარზე კომპანია IG Development-ის მშობელი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ კომერციული უძრავი ქონების სექტორში, დედაქალაქში „სითი მოლი საბურთალოს“, „სითი მოლი გლდანს“ და ბიზნეს ცენტრ „სითი თაუერს“ […]

გალტ & თაგარტი – საერთაშორისო რეზერვები $5.1 მილიარდია

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები მზარდია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში უმჯობესდება უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინების ბალანსი. 2023 წლის ნოემბერში საერთაშორისო რეზერვები $5.1 მილიარდს შეადგენდა, რასაც უცხოური ვალუტის შემოდინებების მაღალმა დონემ შეუწყო ხელი. ამასთან, რეზერვების დონეზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები. მაგალითისთვის, ეროვნული ბანკი ვალუტას ყიდულობს მაშინ, როცა […]

ბოკუჩავა მელიაზე: მისი მთავარი პრობლემა იყო, რომ დაიწყო მიხეილ სააკაშვილთან შეჯიბრი

ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ნიკა მელიას მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მან მიხეილ სააკაშვილთან “შეჯიბრი” დაიწყო. ამის შესახებ ბოკუჩავამ გადაცემა ფორმულას დღეში ისაუბრა. “ნიკა მელია ძალიან ხშირად აპელირებს ხოლმე და იყენებს სიტყვა სიმართლეს და თუ სიმართლეს გავუსწორებთ თვალს, მისი მთავარი პრობლემა იყო, რომ მან დაიწყო მიხეილ სააკაშვილთან შეჯიბრი, მათ შორის ტყვეობაში მყოფ პრეზიდენტ […]