ირაკლი ღარიბაშვილი – გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერად არჩევას, მოუთმენლად ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობების უფრო გასაძლიერებლად

გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. „გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას. მოუთმენლად ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. საქართველოს საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას, […]

ნანა ტოხვაძე – ჩვენმა საერთო ბრძოლამ შედეგი გამოიღო, დღეს სისტემას უკან დახევა მოუწია

ჩვენმა საერთო ბრძოლამ შედეგი გამოიღო და რაც მთავარია, დღეს სისტემას უკან დახევა მოუწია, როდესაც საქმე ეხებოდა სამართლიან მოთხოვნას, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებას, რომ სკოლის დირექტორობის მსურველთათვის კონკურსები გაიმართება. როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, საერთო ბრძოლის შედეგად სისტემამ უკან დაიხია და გაჩნდა შესაძლებლობა, რომ სკოლებს […]

რატომ გადაწყვიტა ინვესტორმა დედაქალაქის ცენტრში $300 მლნ-იანი CITYZEN Central Park-ის მშენებლობა?

თბილისის ცენტრალურ უბანში კომპანია CITYZEN-მა პანდემიის პერიოდში მულტიკომპლექსური პროექტის CITYZEN Central Park-ის მშენებლობა დააანონსა და 2023 წლის დასაწყისში სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყო. პროექტს ჰოლდინგური ამერიკული კომპანია IG International-ის ქოლგის ქვეშ არსებული კომპანია IG Developlent-ის შვილობილი კომპანია ახორციელებს, რომელიც თიბისისა და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით 300 მლნ დოლარის ინვესტიციას დებს. ეს კომპანიისთვის საცხოვრებელ უძრავ ქონებაში, და არა მხოლოდ, […]

ოსიმენის გადასაბირებლად “ჩელსის” სახელფასო განაკვეთის გადახედვა მოუწევს

“ჩელსი” პრემიერლიგაში მეთორმეტე ადგილზეა, ძალიან გაუჭირდება მომავალი სეზონისთვის რომელიმე ევროსაგზურის მოპოვება და კლუბის ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. ლონდონური კლუბი თავდამსხმელების ვიქტორ ოსიმენის (ნაპოლი) დ აივან ტონის (ბრენტფორდი) შეძენას აპირებს, თუმცა ეს იოლი არ იქნება და თუ მაინც შეძლო, ფეხბურთელთა სახელფასო განაკვეთების გადახედვა მოუწევს, – იტყობინება ბრიტანული “ტელეგრაფის” ჟურნალისტი მეტ ლოუ. ლოუ აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა […]

“მისი ტელეფონის ნომერი [გამოიყენეს]… სხვა პიროვნებამ გააკეთა” | პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი

“მისი ტელეფონის ნომერი [გამოიყენეს]… სხვა პიროვნებამ გააკეთა”, – ამის შესახებ პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტზე დაკავებული, ერთ-ერთი პირის ადვოკატი, ალექსანდრე ზუბიაშვილი “მთავარ არხთან” საუბრობს. როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, აღნიშნული, 1995 წელს დაბადებული პირი ყალბი “ექაუნთით”, 3 არასრულწოვანი გოგოსგან მუქარისა და შანტაჟის გზით ინტიმური ხასიათის ფოტო-ვიდეომასალის მოპოვებას ცდილობდა. მისი ტელეფონის ნომერი [გამოიყენეს]…თავად არ მართავდა. კი, მისი […]

სიახლე ჩვენიანებს – ლიბერთის აქცია იპოთეკურ სესხზე

საკომუნიკაციო პლატფორმა #ჩვენიანის ფარგლებში, ლიბერთი ახალ პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს, რომლებიც პირველად აპირებენ უძრავი ქონების შეძენას. განახლებული პირობების თანახმად, პირველი იპოთეკური სესხის აღებას მომხმარებლები ანუ ჩვენიანები წლიური – 10.8%-დან, ეფექტური – 11.94%-დან შეძლებენ. ხოლო სხვა ბანკიდან რეფინანსირების შემთხვევაში: წლიური – 10.8%-დან, ეფექტური – 13.28 %-დან. „ლიბერთი, კამპანია #ჩვენიანის ფარგლებში, იპოთეკური სესხის განახლებულ და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ […]

პარლამენტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს უსმენს

პარლამენტი სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს უსმენს. სახელმწიფო მინისტრი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება. ახვლედიანი სესიაზე გაწეული მუშაობის ანგარიშით გამოდის, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვების უპასუხებს. ამის შემდეგ დეპუტატების პოლიტიკური გამოსვლები დაიწყება.

„გალტ & თაგარტი“ – საერთაშორისო რეზერვები $5.1 მილიარდია

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები მზარდია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში უმჯობესდება უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინების ბალანსი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის ნოემბერში საერთაშორისო რეზერვები $5.1 მილიარდს შეადგენდა, რასაც უცხოური ვალუტის შემოდინებების მაღალმა დონემ შეუწყო ხელი. ამასთან, რეზერვების დონეზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე ვალუტის […]

ირაკლი ლექვინაძე – დღეისათვის საწვავის ბაზარი ნორმალიზებულია, ფასები კი სტაბილური

დღეისათვის საწვავის ბაზარი ნორმალიზებულია, ფასები კი სტაბილური, – ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ საწვავის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზარზე მონიტორინგს ახორციელებს. „საქართველოში საწვავის ფასს არეგულირებს მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასი და ვალუტის გაცვლითი კურსი. საერთაშორისო ფასები სტაბილურია და ბოლო თვეში შემცირების […]

მიშელი პუტინის მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში ევროპისთვის საფრთხედ განიხილავს

რადიო თავისუფლების ბრიუსელის ოფისთან ინტერვიუში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ლაპარაკობს რუსეთში 15-17 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც, მიშელი ამბობს, რომ ეს რეალური საფრთხეა ევროპისთვის. „ჩვენ ვიცით, რომ ეს არის საფრთხე ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის. ეს არ არის თეორიული საფრთხე. ეს რეალური საფრთხეა. და […]