მედია – ლისიჩანსკის დაბომბვის შედეგად ე.წ. „საგანგებო სიტუაციების მინისტრი“ დაიღუპა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში განხორციელებული დაბომბვის შედეგად ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრი” ალექსეი პოტელეშენკო დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „შაბათს, ლისიჩანსკში საცხობის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა შორის იყო ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრი, ალექსეი პოტელეშენკო“, – იუწყება რუსული მედია. ცნობისათვის, შაბათს, ლუგანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა […]
ვახტანგ გომელაური – ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები 30-დან 40-მდე მერყეობს, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მხოლოდ გამკაცრება არ შველის – ტრანზიტული ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ, შემოდის

ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები 30-დან 40-მდე მერყეობს – ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მხოლოდ გამკაცრება არ შველის, კომპლექსურადაა სამუშაო და მხოლოდ ის, რომ გავამკაცრებთ და პრობლემა დასრულდება, ასე არ ვთვლი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ […]
ირაკლი ჩიქოვანი – დიახ, ვიზიარებ განცხადებას, რომ 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების სათავეში რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა – მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო აეცილებინა ეს ძალიან საზარელი, მძიმე ომი

ვიზიარებ ამ განცხადებას [2008 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების სათავეში რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა] – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვას, შეეძლო თუ არა რუსეთ-საქართველოს ომის აცილება 2008 წელს ბიძინა ივანიშვილის, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო. მისივე თქმით, თავდაცვის ძალებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც მათ შეეძლოთ. „დიახ, მე ვიზიარებ ამ განცხადებას! ამ შემთხვევაში, მე […]
შს მინისტრი ანა ნაცვლიშვილს – უვიზო რეჟიმი რუსეთთან ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა – რაც შეეხება „რუსული მანქანების“ დაჯარიმებას, ყველა ჯარიმდება

უვიზო რეჟიმი [რუსეთთან] ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა და დღემდე ასე მოდის, – ასე უპასუხა შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა „ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე. რაც შეეხება დეპუტატის კიდევ ერთ შეკითხვას, თუ რატომ არ ჯარიმდება საქართველოში მოძრავი რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილები, მინისტრობის კანდიდატი პასუხობს, რომ არამხოლოდ რუსული, არამედ ყველა […]
ვახტანგ გომელაური – თურმე ბევრი გარბის შსს-დან, ზოგი მექსიკით, ზოგი კატარღით, ზოგი წყალქვეშა გემებით, საიდან რას იგონებენ ეს ადამიანები – შს სამინისტროში 39 ათას კაცამდე ვართ და წლიურად 2000 ადამიანი წავიდეს და ახალი მივიღოთ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს

თურმე ბევრი გარბის, ზოგი მექსიკით, ზოგი კატარღით, ზოგი წყალქვეშა გემებით, საიდან რას იგონებენ ეს ადამიანები – შინაგან საქმეთა სამინისტროში 39 ათას კაცამდე ვართ და წლიურად 2000 ადამიანი წავიდეს და ახალი მივიღოთ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, […]
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია მთავრობას დასამტკიცებლად ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საფრთხეების შეფასების დოკუმენტის მიღების შემდეგ გაეგზავნება

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საფრთხეების შეფასების დოკუმენტის მიღების შემდეგ გაეგზავნება. როგორც მან გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე აღნიშნა, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, თითქმის, დასრულებულია და უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატმა, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობით, საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის პროექტი […]
ბუნდესვერის გენერალი – უკრაინას მობილიზაცია სჭირდება

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციური ცენტრის ხელმძღვანელის, კრისტიან ფროიდინგის განცხადებით, უკრაინას სჭირდება შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა, რათა წარმატებით დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან. „რამდენადაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, უკრაინას აუცილებლად მოუწევს მეტი ჯარისკაცის მობილიზება – დანაკარგების გამო მაინც“, – აღნიშნა ბუნდესვერის გენერალმა. მისი თქმით, ასევე აუცილებელია ქვედანაყოფების აღდგენა, რომელთაგან ნაწილი ფრონტის ხაზზე თითქმის ორი წლის […]
4400 გაყიდული ავტომობილი – Tegeta Cars-ის 2023 წლის შეჯამება და გეგმები ელექტროტრანსფორმაციის გზაზე

საავტომობილო წარმოება ერთ-ერთია იმ ინდუსტრიებს შორის, რომლებშიც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს. მსოფლიო ბრენდები ერთმანეთის მიყოლებით აახლებენ და თანამედროვეობას არგებენ ბიზნესპროცესებს, მნიშვნელოვნად ცვლიან კონცეფციას წარმოებაში. მთავარი აქცენტი – ელექტრიფიცირებაზე, ხოლო მომსახურების სფეროში ინდივიდუალურ მიდგომაზე კეთდება. ამ ახალ სტანდარტებზე მორგებული პროექტებითა და გაყიდვების მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებლებით იწყებს წლის შეჯამებას Tegeta Cars-ის დირექტორი, პეტრე წაქაძე. კომპანიაში აცხადებენ, […]
ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთის მთავრობა გადადგა ყაზახეთის მთავრობა გადადგა – ამის შესახებ ყაზახეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური იტყობინება. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ განცხადება დააკმაყოფულა, „ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 70-ე მუხლის შესაბამისად, გადავწყვიტე: მივიღო ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა, პრემიერ-მინისტრის დროებითი მოვალეობები დავაკისრო სკლიარ რომან ვასილიევიჩს, ხოლო მთავრობის წევრები – განაგრძობენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე“, – […]
საქართველო სასაზღვრო პოლიციის პირველ ვერტმფრენს მარტში მიიღებს – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, Airbus Helicopters-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციას პირველი შვეულმფრენი მიმდინარე წლის მარტში გადაეცემა. როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების ფარგლებში უწყების 2024 წლის გეგმების წარდგენისას აღნიშნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებით. „მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებით. ,,Airbus Helicopters“-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციას პირველი […]