მიხეილ სარჯველაძე: ალბათ ერთადერთი, რითაც ჩვენი ქვეყანა მოლდოვასა და უკრაინას მართლაც ჩამოუვარდება, ჩვენი ოპოზიციის ხარისხია

დასანანია, როდესაც პოლიტიკური პოპულიზმის მიღმა ვერაფერს კითხულობს, ვერაფერს სვამს დღის წესრიგში ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის დასმულ კითხვას მიხეილ სარჯველაძე. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის კითხვების ერთადერთი მიზანი კანდიდატების შეურაცხყოფაა. „ალბათ ერთადერთი, რითაც ჩვენი ქვეყანა მოლდოვასა და უკრაინას ჩამოუვარდება, მართლაც ჩვენი ქვეყნის ოპოზიციის ხარისხია. […]
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ლამინირებული პირადობის მოწმობების ID ბარათებით უფასოდ ჩანაცვლების აქცია დააანონსა

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე, სამინისტროს 2024 წლის გეგმებზე ისაუბრა. ბრეგაძემ ლამინირებული პირადობის მოწმობების ID ბარათებით უფასოდ ჩანაცვლების აქცია დააანონსა. „2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შედეგადაც მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
თქვენ თქვენი თავი ვინ გგონიათ? ჩვენი დამრიგებელი ხართ, თუ ვინ ხართ? – ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს მიმართავს

თქვენ კვეთთ ყოველ ჯერზე ყველანაირ კოლეგიალურ, ადამიანურ და მორალურ ზღვარს, – ასე მიმართა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მისამართით კრიტიკული განცხადებები გააკეთა. მან ნაცვლიშვილს მოუწოდა, რომ შეკითხვები მორალის და ეთიკის ფარგლებში დასვას. „თქვენ თქვენი თავი ვინ გგონიათ? ჩვენი დამრიგებელი ხართ, თუ ვინ ხართ? ადამიანობა შეინარჩუნეთ. […]
კარგია, რომ სუს-ის მიერ ინფორმაცია საჯაროვდება, რადგან ერთი მხრივ, ეს საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდისთვისაა აუცილებელი – სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხელ სარჯველაძე სუს-ის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას ეხმიანება. „საქართველოში თუ არის ადამიანი, მისი მოქალაქეობისგან დამოუკიდებლად, იქნება ეს საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ინტერესი, საქართველოში რაიმე ფორმით, აკრძალული ნივთების გამოყენებით აფეთქება მოაწყოს და რაღაც უბედურება დაატრიალოს, ყველა ასეთ „ინტერესთან“, „ინიციატივასთან“ დაკავშირებით სუს-ს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, უნდა ფლობდეს ამ […]
რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლებს არ აქვთ მორალური უფლება, ასეთი ტონით და რიტორიკით ისაუბრონ – ოხანაშვილი

სამწუხაროდ, მომსწრე ვართ ცალკეული ოპოზიციონერი, რადიკალი ოპოზიციონერების გამოსვლების, რომლებიც ცდილობდნენ შეურაცხყოფის მიყენებას არა მხოლოდ რომელიმე კანდიდატისთვის ან კოლეგისთვის, არამედ ზოგადად ეს ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს საზოგადოებას,- ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების გამოსვლისას განაცხადა. მანვე აღნიშნა, რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლებს და მათთან ალიანსში მყოფ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს არ […]
ფრიდონ ინჯია: ზოგიერთი ჩვენი კოლეგის გამოსვლით რომ ეხელმძღვანელა ხელისუფლებას, დღეს საქართველო ომში იქნებოდა გახვეული

ზოგიერთი ჩვენი კოლეგის გამოსვლით რომ ეხელმძღვანელა ხელისუფლებას, დღეს საქართველო ომში იქნებოდა გახვეული, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის დასმულ კითხვას „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია. „ზოგიერთი ჩვენი კოლეგის გამოსვლით რომ ეხელმძღვანელა ხელისუფლებას, დღეს საქართველო ომში იქნებოდა გახვეული. მადლობა მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ საქართველოში მშვიდობაა. მშვიდობა, რომელმაც განაპირობა ის ეკონომიკური წინსვლა, რაც […]
ტერორისტული აქტები და დივერსია, საქართველოში თუ საქართველოს გავლით, მესამე ქვეყანაში კარგი საფუძველია კონფრონტაციისა და რეგიონში კიდევ ერთი ცხელი კერის გაჩენის – ქადაგიძე

ტერორისტული აქტები და დივერსია, საქართველოში თუ საქართველოს გავლით, მესამე ქვეყანაში კარგი საფუძველია კონფრონტაციისა და რეგიონში კიდევ ერთი ცხელი კერის გაჩენის – ქადაგიძე ზურაბ ქადაგიძე: სუს-მა აღკვეთა პოტენციური საფრთხე, რომელშიც ნათლად იკვეთება უკრაინული მხარე, თუმცა ეს ზღვაში წვეთია და კვლავ დიდია დივერსიული აქტებისა და ტერორიზმის საფრთხე, უკრაინული მხრიდან საქართველოში თუ საქართველოს გამოყენებით “ერთი წლის განმავლობაში, უკრაინის […]
ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, ,,ვივამედში” მიხა აღარ მამკვდარიყო, დიდ ტაშტშია არ ეტია, პატარაში ლაღად იყო! – გელა ზედელაშვილი

ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, ,,ვივამედში” მიხა აღარ მამკვდარიყო, დიდ ტაშტშია არ ეტია, პატარაში ლაღად იყო! – გელა ზედელაშვილი (აბა, ეს იცოდით? ან კი საიდან უნდა გცოდნოდათ, სანამ ჭუტაანთ უბორნიაში არ გამააცხადებდნენ?) თურმე მას ხელში ჩაუვარდა ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის ,,გამოკვლევებულობა”, რომლის მიხედვითაც, თუ კალაძე ოპოზიციაში წავა, ,,ქართულ ოცნებას” 11 პროცენტს წაართმევს. გაიგონეთ? თუ კალაძე ოპოზიციაში გადავა, […]
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინის პოლიტელიტა ცდილობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას – ლევან ნიკოლეიშვილი სუს-ის განცხადებაზე

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინის პოლიტელიტა ცდილობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას – ლევან ნიკოლეიშვილი სუს-ის განცხადებაზე ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელთა თქმით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო, რომლის გადაადგილების ორგანიზებას უკრაინის მოქალაქე ანდრეი შარაშიძე უწევდა. ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველოსა […]
ანრი ოხანაშვილი თეონა აქუბარდიას – ირაკლი პირველი, მეორე და მესამე რა დამოკიდებულებაა ? ყველას აქვს სახელი და გვარი – თქვენ თეონა პირველად, მეორედ თუ მეხუთედ მოგიხსენიოთ?

თეონა უკაცრავად, ეს ირაკლი პირველი, მეორე და მესამე რა დამოკიდებულებაა… ყველას აქვს სახელი და გვარი, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ანრი ოხანაშვილის შენიშვნა, რომ ყველასთვის კორექტულად მიემართა, მოჰყვა ცოტა ხნით ადრე თეონა აქუბარდიას განმარტებას, რომ ის „ირაკლი პირველის“ სახელით ირაკლი […]