საქართველო სასაზღვრო პოლიციის პირველ ვერტმფრენს მარტში მიიღებს – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, Airbus Helicopters-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციას პირველი შვეულმფრენი მიმდინარე წლის მარტში გადაეცემა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების ფარგლებში უწყების 2024 წლის გეგმების წარდგენისას აღნიშნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებით.
„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებით. ,,Airbus Helicopters“-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციას პირველი შვეულმფრენი მიმდინარე წლის მარტის თვეში გადაეცემა, ხოლო ივნისის ბოლომდე, განხორციელდება დამატებით 2 შვეულმფრენის გადმოცემა. ჯამში სასაზღვრო პოლიციას, მიმდინარე წელს, 3 ახალი შვეულმფრენი ეყოლება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ინფორმაციისთვის, მთავრობამ AS-332 L1e ტიპის ვერტმფრენი გაყიდა და სანაცვლოდ 3 ერთეული სამაშველო შვეულმფრენი შეიძინა. გამარტივებული შესყიდვის ღირებულება 26 500 000 ევრო იყო, რომელიც კომპანია Airbus Helicopters -თან გაფორმდა.
იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრები დღეს 10 საათიდან პარლამენტში სამთავრობო პროგრამას წარადგენენ. ს კაბინეტში ერთადერთი ცვლილებაა. ჯუანშერ ბურჭულაძე ჯერ კიდევ პარლამენტარმა ირაკლი ჩიქოვანმა ჩაანაცვლა.
bm.ge