ღაზის მთავარ ქალაქებში “ჰამასი” სიტუაციას კვლავ აკონტროლებს

პალესტინელმა შეიარაღებულმა პირებმა კვირას განაგრძეს თავდასხმები ისრაელის ძალებზე ღაზის სექტორის ორ მთავარ ქალაქში. რამდენიმე კვირის წინ “ჰამასის” ჯარისკაცებმა ასევე წარმატებული თავდასხმა განახორციელეს ისრაელის ძალებზე. სამხედრო ექსპერტების აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ “ჰამასი” კვლავ ინარჩუნებს გარკვეულ კონტროლს ღაზის სექტორზე, ისრაელთან შესაძლო ზავის წინ. უკვე ოთხი თვეა, რაც 7 ოქტომბერს, “ჰამასის” მიერ ისრაელზე მოულოდნელად განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, […]

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და […]

ურჩი მდგმურების საკითხის მოგვარებას წლების ნაცვლად, რამდენიმე თვე დასჭირდება – იუსტიციის სამინისტრო

პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება კანონპროექტი და მისი მიღების შემდეგ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება ის სამართლებრივი ურთიერთობები, რაც უკავშირდება ქირასა და იჯარას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია. „ინიციატივაზე მუშაობა არის დასრულებული, პარლამენტს წარედგინება უახლოეს პერიოდში, საგაზაფხულო სესიაზე და მას შემდეგ რაც კანონი იქნება მიღებული, ჩვენს მოსახლეობას […]

Yandex-ს რუსი ინვესტორების კონსორციუმი $5.2 მილიარდად იყიდის

Yandex NV თავის რუსულ აქტივებს 475 მილიარდ რუბლად ($5.2 მილიარდი) რუსი ინვესტორების კონსორციუმს მიყიდის. კონსორციუმის აქციონერთა სიაში Lukoil-ის მფლობელობაში მყოფი საინვესტიციო ფონდი და ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენის, ალექსანდრე ჩაჩავას, კომპანია შედის. Yandex-ი რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა და მისი აქტივების უმეტესობაც, 95%, რუსულ ბაზარზეა. თუმცა, ცნობილი საძიებო სისტემისა და ტაქსის აპლიკაციის მფლობელი კომპანია ნიდერლანდებშია რეგისტრირებული. […]

გუდაური-კობის გზაზე და ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, ძლიერი თოვის, ზვავსაშიშროებისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის [კმ44-კმ46] ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. უწყების ცნობითვე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზეც, რის გამოც ასევე აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი […]

მოლდოვას და უკრაინას ჩამოვრჩებით – ხატია დეკანოიძე

ტყუილს ავრცელებო, მოლდოვას და უკრაინას რომ ჩამოვრჩებით თურმე და ჩამოვრჩებით, ჩვენ გვაქვს სტატუსი, იმათ აქვთ მოლაპარაკებებზე გახსნა. ანუ რატომ არ ჩამოვრჩებით, რა კუთხით არ ჩამოვრჩებით? – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. დეკანოიძის თქმით, არცერთი მინისტრი არ საუბრობს, რომ ჩვენ დაჩქარებულად გვეკუთვნის ევროკავშირში ინტეგრაცია. „არავინ არ საუბრობს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, არცერთი მინისტრი, რომ ჩვენ დაჩქარებულად […]

პოდოლიაკის ეს მცდელობა, ირიბად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც საქართველოში არეულობის შექმნის მცდელობა ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის მიზნით

„პოდოლიაკის განცხადება, რომელიც დაჟინებით ითხოვს სააკაშვილის გამოშვებას, თუ გადაყვანას და მისი მკურნალობის თემის წამოწევა, ვფიქრობ კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ საქართველოში გამოიწვიოს შიდა არეულობა და ირიბი მცდელობაა, ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის იმიტომ, რომ მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე არ შემცირებულა“, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე კვლავ […]

არის მცდელობა, რომ საქართველოს ტერიტორია დანაშაულებრივად გამოყენებულ იქნეს რუსეთში სხვადასხვა სახის თავდასხმის ორგანიზებისთვის

“საბედნიეროდ ქართულმა სახელმწიფომ მოახერხა და პოლიტიკური წინააღმდეგობა გაუწია მშვიდობის სახელით ომში ჩართვის მოსურნეთ და ჩვენ თავიდან ავიცილეთ ქართული სახელმწიფოს უკრაინიზაცია, მაგრამ როგორც ირკვევა არის მცდელობა, რომ საქართველოს ტერიტორია დანაშაულებრივად გამოყენებულ იქნეს რუსეთში სხვადასხვა სახის თავდასხმის ორგანიზებისთვის, რათა საქართველო იქცეს რუსეთის სამხედრო აგრესიის პოტენციურ სამიზნედ,” – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში […]

,,ლეგალიზაცია ანუ დაკანონება, ერთადერთი გზაა მრავალი მავნებლობის შესამცირებლად“ – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს: ,,ლეგალიზაცია ანუ დაკანონება, ერთადერთი გზაა მრავალი მავნებლობის შესამცირებლად, იქნება ეს ნარკოდამოკიდებულება, ტრეფიკინგი პროსტიტუციისას, იარაღით მკვლელობები თუ სხვა. დაკანონება გზას უკეტავს არალეგალურ ქმედებას, მკაცრად სვამს კანონის ჩარჩოში, მეტ შესაძლებლობას ქმნის კონტროლისა და პასუხისმგებლობისათვის და ა.შ. არასდროს მიცხოვრია კლუბური ცხოვრებით, არასდროს გამისინჯავს არანაირი ნარკოტიკი, მარიხუანაც კი არასდროს გამისინჯავს, მაგრამ მყარად მჯერა, […]

ნიდერლანდები უკრაინას დამატებით ექვს F-16-ის ტიპის გამანადგურებელს გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას დამატებით ექვს F-16-ის ტიპის გამანადგურებელს გადასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლონგრენი ავრცელებს. „ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის გადასაცემად დამატებით ექვს F-16-ის ტიპის გამანადგურებელს ამზადებს. შესაბამისად, F-16-ის ტიპის გამანადგურებლების სრული რაოდენობა 24 გახდება. რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინის საჰაერო უპირატესობა აუცილებელია“, – წერს ოლონგრენი X-ზე. შეგახსენებთ, 2023 წლის დეკემბერში, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, […]