გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება. „აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და […]
ვახტანგ გომელაური ჟურნალისტს – მგონი, არც თქვენ გჯერათ, რომ რაღაც მოუწყვეს ადამიანს იმის გამო, რომ შს მინისტრის სიძე გააჩერა – ჩემი შვილებიც ჯარიმდებიან, ყველა ჯარიმდება

მგონი, არც თქვენ გჯერათ, რომ რაღაც მოუწყვეს 6 თუ 8 თვის წინანდელ ამბავზე ადამიანს იმის გამო, რომ შს მინისტრის სიძე გააჩერა და გადაამოწმა, – ასე პასუხობს შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტის კითხვას დაკავებულ პატრულ-ინსპექტორთან დაკავშირებით. გომელაურის განცხადებით, აღნიშნული პირი თანხის სანაცვლოდ ინფორმაციის გატანაზეა დაკავებული და არა იმის გამო, რომ მისი სიძე გადამოწმებისთვის გააჩერა. “გამიხარდება, […]
თაკო ჩარკვიანი თეა წულუკიანს – ვაი, რომ თქვენ რაც იცით, მხოლოდ ჩივილია – ისტორია უჩივლებს ყველა იმ სახელს და გვარს, რომელმაც ზიანი მიაყენა გელათს

ისტორია უჩივლებს ყველა იმ სახელს და გვარს, რომელმაც ზიანი მიაყენა, გელათს, ასეთ ისტორიულ ძეგლს, – ასე მიმართა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა კულტურის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, გელათის რეაბილიტაციის სამუშაოები 10 თვით დაგვიანდა და ამაზე პასუხისმგებლობას თეა წულუკიანი ვერ აირიდებს. „სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ კიდევ რა შეიძლება ადამიანს გაგიკვირდეს და აი, დღეს მოვისმინე ასეთი […]
გიორგი ამილახვარი – ვცდილობთ სექტემბრამდე ყველა სკოლა აღვწეროთ და დავდოთ სურათი, რომელ სკოლაში, რა ფორმით და რა დროს არის შესაძლებელი სასკოლო კვების პროექტის დაწყება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, 2024 წლის სექტემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის აღწერა ჩატარდება, რითაც გაირკვევა, რომელ სკოლაში, რა ფორმით, რა დროს არის შესაძლებელი სასკოლო კვების პროექტის დაწყება. აღნიშნულის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. „სასკოლო კვების საკითხს ჩვენ გვერდს არ და ვერ ავუვლით. 2023 წელს სამინისტროში ჩვენ სპეციალური პროგრამა შევქმენით, […]
უკრაინის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით, რადგან ,,ქართული ოცნება” არ ემორჩილება ,,გლობალური ომის პარტიის” დირექტივებს

უკრაინის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით, რადგან ,,ქართული ოცნება” არ ემორჩილება ,,გლობალური ომის პარტიის” დირექტივებს სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორი რთული გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო, ძნელი წარმოსადგენი არ არის თუ რა შედეგები მოჰყვებოდა რუსეთში დაგეგმილი თავდასხმებისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას ან ასაფეთქებელი ნივთიერებების ნაწილის ადგილზე დატოვებას – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი, […]
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა, საკრებულოს თავმჯმდომარესთან იოსებ ქარუმაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრები შახვეტილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გამართა. პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტული ხასიათის საფრთხე ამ ეტაპზე თავიდან იქნა აცილებული, ეს რისკები კიდევ დიდ ხანს არ დაკარგავს თავის აქტუალურობას

„ჩემს მიერ საორგანიზაციო ბუდედ დასახელებული და გეოგრაფიულად ვარაუდის დონეზე ნახსენები უკრაინა, სამწუხაროდ, დღეს უკვე დადასტურებული ფაქტის კონტურებს იძენს. და ამ ურთულესი პოლიტიკური მოცემულობის ფონზე, კიდევ ერთხელ მეამაყება საქართველოს სპეცსამსახურების პროფესიონალიზმი,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფი. როგორც […]
არა წულუკიანს! – აქცია პარლამენტთან – დეტალები

ფოტო – მთავარი არხი “წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!” – ამ წუთებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ხელოვანების აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი თეა წულუკიანს უნდობლობას უცხადებენ და დეპუტატებს მოუწოდებენ, რომ მინისტრ წულუკიანს ნდობა არ გამოუცხადონ. ამ წუთებში, პარლამენტში, კობახიძის მთავრობის წევრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.
“ვიცით რომ არ იცით ქალბატონო თეა, არ იცით არაფერი ჩივილის გარდა” – თაკო ჩარკვიანი წულუკიანს

თქვენ კულტურის უკულტურო მინისტრი ხართ, გელათთან მიმართებაში პასუხისმგებლობას გაურბიხართ. აპელირებთ, რომ გელათის ძეგლის რეაბილიტაციის დაწყებისას კულტურის მინისტრი არ იყავით, თუმცა გავიწყდებათ, რომ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებოდით. არა და არ ვიციო, ბრძანეთ, ვიცით რომ არ იცით ქ-ნო თეა. დიდი ხანია ვიცი, რომ არ იცით არაფერი ჩივილის გარდა. გელათის ისტორიული მნიშვნელობა და თარიღიც არ იცით. სამწუხაროა, რომ […]
პალესტინელი მუშების ჩასანაცვლებლად, ისრაელი მუშების ჩაყვანას უცხოეთიდან აპირებს

ისრაელის მთავრობამ კვირას განაცხადა, რომ მშენებლობებისთვის 65,000 მუშას ქვეყანაში ინდოეთიდან, შრი-ლანკადან და უზბეკეთიდან ჩაიყვანს. ეს მოხდება იმისთვის, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ შეჩერებული მშენებლობები განახლდეს. მშენებლობები მას შემდეგ შეჩერდა, რაც “ჰამასის” თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა პალესტინელი მუშები ღაზის სექტორში დააბრუნა. თავდასხმამდე, ისრაელის სამშენებლო ობიექტებზე, დაახლოებით 72,000 პალესტინელი მუშა იყო დასაქმებული. თუმცა “ჰამასის” თავდასხმის გამო, მთავრობამ აიძულა […]