ლადო კახაძე – მივესალმები მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ უნდა გადაიხედოს წიგნები, რომელშიც ბევრი მავნებლური რამ წერია – კარგია, რომ ბავშვებს ზოგიერთი რამის შინაარსი არ გამოაქვთ, ისეთი რაღაცები წერია

ბევრჯერ გაიჟღერა, რომ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანას ვედავებით პატარა ბავშვებს. ბავშვებს რას ვედავებით, მოზრდილ ადამიანებს წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვთ, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ლადო კახაძის განმარტებით, მიესალმება განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ უნდა გადაიხედოს ის წიგნები და სახელმძღვანელოები, რომელშიც „ბევრი მავნებლური რამ წერია“. „ერთი და იმავე დოკუმენტზე საერთაშორისო […]

პარლამენტთან აქცია – „წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი“ მიმდინარეობს

პარლამენტთან აქცია – „წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები კულტურის მინისტრობის კანდიდატად თეა წულუკიანის წარდგენას აპროტესტებენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, კინორეჟისორის ქეთი მაჭავარიანის თქმით, პრობლემა არის ის, რომ კულტურის სფეროს მართავენ არაკომპეტენტური კადრები და კინოს სფეროში არაფერი ხდება. „პარლამენტთან იკრიბებიან კინოს და ხელოვნების წარმომადგენლები. დიდი ხანია ვდგავართ პრობლემის წინაშე. კინოს […]

მიხეილ დაუშვილი – მინისტრობის კანდიდატებს არ გააჩნიათ დამოუკიდებლობის განცდა

პარტია “საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუატ მიხეილ დაუშვილის შეფასებით, არ ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს სწორი ხედვები აქვთ და ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლები იქნებიან. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განმარტა, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატების დამოუკიდებლობის ხარისხთან მიმართებით კითხვები აქვს. „სამწუხაროდ, ამ ადამიანებს რომ ვუსმენდით, ისეთი განცდა მაქვს, რომ ხვალ და ზეგ, როდესაც სხვა კანდიდატებს […]

EU-ს სანქციების მე-13 პაკეტი- რუსი დიპლომატებისთვის მოგზაურობის შეზღუდვები წესდება

Politico-ს ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტში შესაძლოა რუს დიპლომატებს მოგზაურობები შეეზღუდოთ. ინფორმაციას გამოცემა ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული შეზღუდვის დაწესება ჩეხეთის მოთხოვნაა. Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცება 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზეა დაგეგმილი.

“მაცარი გადაარჩინა” – როგორ შეაფასა ფედელემ “კვარას” თამაში?

საფეხბურთო აგენტმა და “პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში “ნაპოლისა” და “ვერონას” (2:1) მატჩი შეაფასა. “რით გამაკვირვა ყველაზე მეტად “ნაპოლიმ”? ახალმა ტაქტიკამ, რომელსაც კვარაცხელია იდეალურად მოერგო. ვიცით, რომ გუნდებს შორის განსხვავებას სწორედ ამ დონის ფეხბურთელები ქმნიან. ქართველმა ბრწყინვალე პერფორმანსი შემოგვთავაზა და მაცარი გადაარჩინა”, – განაცხადა ფედელემ. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში “კვარამ” “ნაპოლის” მაისურით, […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 6 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 6 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას. გლდანის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის I, II, III მიკრორაიონების, გობრონიძის, დუმბაძის, წმინდა ნინოს და კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი […]

ახლო აღმოსავლეთის ტურნეში ბლინკენი ცდილობს მძევალთა შესახებ შეთანხმების მიღწევას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი არაბული ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებებს კრიზისით გამოწვეულ ახალ ტურნეში, რომელსაც 5 თებერვალს იწყებს. მოლაპარაკებების თემები იქნება ღაზის რეკონსტრუქცია და პალესტინელთა სახელმწიფოს დაარსების პერსპექტივები, თუ ისრაელი და აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასი დათანხმდებიან მძევალთა შესახებ შეთანხმებას – აცხადებს ერთ-ერთი ოფიციალური პირი. ბლინკენის ტურნე საუდის არაბეთში იწყება, ეს სახელმწიფო […]

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი – ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ44-კმ46 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კახა კალაძე – სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ფოტომასალა, თითქოს წერეთლის გამზირზე დაზიანებებია, პოლიტიკური სპეკულაციებია

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ფოტომასალა, თითქოს წერეთლის გამზირზე დაზიანებებია, პოლიტიკური სპეკულაციებია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძე „ფეისბუქის“ პირდაპირ ჩართვაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას გამოეხმაურა, თითქოს წერეთლის გამზირზე ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და რეაბილიტაციის პროცესში პრობლემები აღინიშნება. მისივე განმარტებით, წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა დაპირებისამებრ, 1-ელ თებერვალს აღდგა, დანარჩენი სარეაბილიტაციო სამუშაოები კი შეუფერხებლად მიმდინარეობს. […]

“ჰუთები” იტალიას ემუქრებიან თუ ის იემენის წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდება

იტალია გახდება სამიზნე, თუ ის მონაწილეობას მიიღებს იემენის წინააღმდეგ თავდასხმებში, განაცხადა იემენის ირანთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფის, “ჰუთების” მაღალჩინოსანმა ორშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. მოჰამედ ალი ალ-ჰუთიმ, “ჰუთების” უმაღლესი რევოლუციური კომიტეტის ხელმძღვანელმა იტალიურ გაზეთს “ლა რეპუბლიკა” განუცხადა, რომ იტალია უნდა იყოს ნეიტრალური ისრაელ-პალესტინელების კონფლიქტში და მოახდინოს ზეწოლა ისრაელზე, რომ შეწყვიტოს თავდასხმები ღაზაზე. მან დასძინა, რომ ეს იქნება მშვიდობის […]