თიბისი აკადემიაში რისკების მიმართულებით რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღება დაიწყო. აკადემიაში სწავლა თიბისის მიერ სრულადაა დაფინანსებული. პროგრამა ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას მოიცავს და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებენ. რეგისტრაცია 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. რისკების აკადემია თიბისიმ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა […]

პენსიის მიმღებ პირთა ოდენობა გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 838 ათასზე მეტია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამასთანავე, პენსიის მიმღებთა უმრავლესობა, 254 ათასი რეგისტრირებულია თბილისში, 132 ათასი იმერეთში, 88 ათასი სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო 83 ათასი ქვემო ქართლში ფიქსირდება. გთავაზობთ 2012-2023 წლების სტატისტიკას, პენსიის მიმღებ პირთა რაოდენობის მიხედვით: 2012 წელი- 682 886 ადამიანი 2013 წელი-686 675 ადამიანი 2014 წელი- […]

სატელეფონო ქსელის დაზიანების გამო შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობა შეჩერებულია

„ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის – 2 299 299 მუშაობის პროცესი“, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. სამსახურის ცნობით, ადგილი აქვს სატელეფონო ქსელის სისტემურ დაზიანებას „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის – 2 299 299 მუშაობის პროცესი. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა […]

„ოცნება“ პარლამენტში II მოსმენით მიიღებს პროექტს ერთპარტიული ცესკოს დაკანონებაზე – სიორიძე

პარტია „ლელოს“ წევრის და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სიორიძის განცხადებით, დღეს „ქართული ოცნება“ პარლამენტში მეორე მოსმენით მიიღებს პროექტს ერთპარტიული ცესკოს დაკანონების შესახებ. მისი თქმით, მიუხედავად ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის დასკვნისა, რომელიც მმართველმა პარტიამ მოითხოვა, ახლა თავად აიგნორებს დასკვნაში გამოთქმულ რეკომენდაციებს და საარჩევნო რეფორმის საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მორგებას ცდილობს. „ისინი ცდილობენ მოიპარონ არჩევნები, მაგრამ მათი მცდელობები […]

არჩილ ბადრიაშვილი და თემურ ქურდიანი რეგიონის უმაღლეს მწვერვალზე – ჩერრო ფიტც როიზე (Fitz Roy 3,405 მ) ავიდნენ

მთამსვლელთა ფედერაციის მხარდაჭერით, არჩილ ბადრიაშვილმა და თემურ ქურდიანმა რეგიონის უმაღლეს მწვერვალზე – ჩერრო ფიტც როიზე (Fitz Roy 3,405 მ) ასვლა განახორციელეს. მარშრუტი ერთ დღეში სრულად თავისუფალი ცოცვით გაიარეს. მთამსვლელები მწვერვალიდან დაეშვნენ საპირისპირო მხარეს, რებიუფა-ტერაის გზით. „პატაგონიის ამინდი მსოფლიოში განთქმულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური, მკაცრი ქარებით, შესაბამისად გასვლაც ძლიერ უამინდობაში დაიწყო, მთამსვლელებს ერთი დღის განმავლობაში მუხლს […]

როგორი ამინდი იქნება 15 თებერვლამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დაბლობსა და ბარში დღის საათებში ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსია ნავარაუდევი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ […]

“ტაბულა ევროპული საქართველოს განშტოებაა” – პაპუაშვილის მორიგი თავდასხმა მედიასა და NGO-ებზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას მორიგ ჯერზე ესხმის თავს. პაპუაშვილი ვრცელ წერილში ტაბულაზეც საუბრობს და მას თავისუფლების ინსტიტუტთან ერთად, ევროპული საქართველოს განშტოებას უწოდებს.

პარლამენტის თავმჯდომარე თავისუფლების ინსტიტუტსაც ევროპული საქართველოს განშტოებას უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტაბულასთან ერთად, თავისუფლების ინსტიტუტსაც ევროპული საქართველოს “განშტოებად” მოიხსენიებს. პარლამენტის თავმჯდომარე ვრცელ წერილს აქვეყნებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას მორიგ ჯერზე ესხმის თავს.

ცნობილია საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ “იბრძოლებენ”

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასახელა პრეზიდენტობის კანდიდატები, რომელთაც რეგისტრაცია წარმატებით გაიარეს. მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გარდა, არჩევნებში მონაწილეობას კიდევ სამი კანდიდატი მიიღებს. პუტინის წინააღმდეგ “იბრძოლებენ”: ნიკოლაი ხარიტონოვი რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან (КПРФ), ლეონიდ სლუცკი რუსეთის ლიბერალ დემოკრატიული პარტიიდან (ЛДПР) და ვლადისლავ დავანკოვი პარტიიდან Новые люди. ხარიტონოვი კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერია. პარტია თავს ოპოზიციურად წარმოაჩენს, თუმცა […]

ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაწყებულია და მას ღირსეული გაგრძელება ექნება! – დიმიტრი ხუნდაძე

ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაწყებულია და მას ღირსეული გაგრძელება ექნება! – დიმიტრი ხუნდაძე “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის დამტკიცებას. მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალი პოზიცია მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნის წინსვლა დაწყებულია. “ვულოცავ ბატონ ირაკლის ამ დიდი ნდობის მოპოვებას! ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ასეთი განათლებული, მოაზროვნე და უაღრესად პასუხისმგებლიანი პრემიერის […]