რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, დაკავებული, 1988 წელს დაბადებული გ.ო. სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. სროლის შედეგად უშუალოდ ბაზრის ტერიტორიაზე 3 პირია მოკლული, ერთ-ერთი გარდაცვლილი კი ტაქსის მძღოლია, რომელმაც ბრალდებულს შემთხვევის ადგილიდან ტრანსპორტირებაზე უარი უთხრა. „არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, მივიდა ბიძასთან, რომელიც ხორცს ყიდდა. სამი ადამიანი ბაზრობაზე მოკლა და […]

გივი მიქანაძე – ვენეციის კომისიის დასკვნა დაცლილია სამართლებრივი არგუმენტაციისგან – მასში არაფერი წერია, გარდა იმისა, რომ დავუბრუნდეთ მოდელს, რომელიც ცესკოს თავმჯდომარეს 6-თვიან რეჟიმში აგვარჩევინებს

“საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა დაცლილია ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტაციისგან – მასში არაფერი წერია, გარდა იმისა, რომ დავუბრუნდეთ მოდელს, რომელიც ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს 6-თვიან რეჟიმში აგვარჩევინებს, – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებები მეორე მოსმენით წარადგინა. როგორც მიქანაძემ განმარტა, ცესკოს დაკომპლექტების […]

საგამოძიებო სამსახურმა იანვრის თვეში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 18 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2024 წლის იანვრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 18 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 20 პირი, მათგან დაკავებულია 12 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საგამოძიებო […]

ხატია დეკანოიძე – უნდა გვესმოდეს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრინციპზეა საუბარი – პასუხისმგებლობას ვინ აიღებს, როცა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ცალსახად არ შესრულდება?

უნდა გვესმოდეს, რომ აქ ვენეციის კომისიაზე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრინციპზეა საუბარი, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი 2024 წლის კონტექსტში, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას – პასუხისმგებლობას ვინ აიღებს, როდესაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ცალსახად არ შესრულდება? – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო ცვლილებათა პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა […]

უკრაინის ელჩი – უკრაინა რაკეტების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის

შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას განცხადებით, კიევი სამხედრო ტექნიკის კრიტიკულ დეფიციტს განიცდის და იმედი აქვს, ამერიკელი კანონმდებლები ჩიხის გარღვევას და უკრაინის დახმარების მხარდაჭერას შეძლებენ. „ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს საკმარისი ხალხი, ვისაც ბრძოლა სურს – ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, რადგან ჩვენ ხომ საკუთარ სახებს ვიცავთ, მაგრამ გვიმთავრდება სამხედრო ტექნიკა, განსაკუთრებით რაკეტები და ჩამჭრელები,“ – […]

პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას – რა პრობლემა შექმნა ოპოზიციის წარმომადგენელმა ცესკო-ში, რა დილემები დააყენა? – ამად გვიღირს, რომ შეიძლება რეკომენდაცია შესრულებულად არ ჩაითვალოს?

რა პრობლემა შექმნა ოპოზიციის წარმომადგენელმა ცესკო-ში ამ წლების განმავლობაში, რა დილემები დააყენა? – ამ ცვლილებით ევროპული რეკომენდაცია სარჩევნო ნაწილში შესრულებულად ჩაითვლება? ამად გვიღირს, რომ შეიძლება არ ჩაითვალოს ეს რეკომენდაცია შესრულებულად? ამ საკითხს ასე ვუყურებ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დეპუტატები „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავენ. მისივე […]

ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას – ბიჭო, „ხაბემ“ ჩამოგაგდო, შენს ადგილას საერთოდ დავიმალებოდი – სახელმწიფო როგორ უნდა განდოს მოსახლეობამ?! საკუთარ პარტიაში მოგიწყვეს რევოლუცია!

ბიჭო, „ხაბემ“ ჩამოგაგდო, შენს ადგილას საერთოდ დავიმალებოდი – „ხაბემ“ გაგიბედა, ისე მოგიწყო, რომ ჩამოგაგდო, ეს გამოგეპარა და შენ სახელმწიფო როგორ უნდა განდოს მოსახლეობამ?! საკუთარ პარტიაში მოგიწყვეს რევოლუცია! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ნიკა მელიას მიმართა. ზარქუა ოპოზიციურ ველზე შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გვარამია, მელია, დეკანოიძე და ზურა […]

იტალიელი ხელოვანი “ნაპოლის” ბაზას ესტუმრა და კვარაცხელიას საჩუქარი გადასცა [PHOTOS]

იტალიელი მხატვარი ლუკა ასკონე “ნაპოლის” საწვრთნელ ბაზას, “კასტელ ვოლტურნოს” ესტუმრა და რამდენიმე მოთამაშეს საჩუქარი გადასცა. საჩუქრების მიღების შემდეგ ასკონეს ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიკიტა კონტინიმ ხელმოწერიანი მაისურები გადასცეს. მომზადებულია Calcionapoli24-ის მიხედვით

“ოსიმენის დაბრუნებას რატომ ელოდებით? ის უმადურია” – იტალიელმა ჟურნალისტმა ნიგერიელი გააკრიტიკა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მიმო კარატელიმ Marte Sport-თან ინტერვიუში “ნაპოლის” ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ნიგერიელს “პარტენოპეი” საერთოდ არ ადარდებს და სეზონის დასრულებას მოუთმენლად ელოდება. “აფრიკის თასიდან ოსიმენის დაბრუნებას ელოდებით? ის მაღალი დონის ფეხბურთელად “ნაპოლიში” ჩამოყალიბდა, თუმცა გუნდი საერთოდ არ ანაღვლებს. უმადურია, მას ახლა პრემიერლიგაში გადასვლა სურს. დიდი ფეხბურთელები იტალიიდან არ მიდიან”, – განაცხადა […]

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის” საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. კერძოდ: სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ე.ი. აღნიშნული მოქალაქის, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური და […]