თქვენი სახელიც არ იცის საზოგადოებამ და გახარიას პარტიად მოგიხსენებთ, ოღონდ ამასაც ოქტომბრამდე, მერე კი ჩაბარდებით პოლიტიკურ წარსულს – დიმიტრი ხუნდაძე გახარიას მომხრეებს

თქვენი სახელიც არ იცის საზოგადოებამ და გახარიას პარტიად მოგიხსენებთ, ოღონდ ამასაც ოქტომბრამდე, მერე კი ჩაბარდებით პოლიტიკურ წარსულს – დიმიტრი ხუნდაძე გახარიას მომხრეებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვული ყოფილი პრემიერის გიორგი გახარია პარტიას პოლიტიკურ წარსულში ჩაბარებას უწინასწარმეტყველებს. როგორც მან პარლამენტის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურაზე აღნიშნა, გახარიას „აღარ უშველის თვალების პაჭუნი და სხეულის ენა“. […]

რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზრობაზე შეუარაღებულმა პირმა 4 ადამიანი მოკლა

რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზრობაზე შეუარაღებულმა პირმა 4 ადამიანი მოკლა რუსთავში, ე.წ სტამბოლის მაზრობაზე შეუარაღებულმა პირმა 4 ადამიანი მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ. სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილი ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილია. დაჭრილი საავადმყოფოშია […]

შალვა პაპუაშვილი – ის, რომ არასამთავრობოები არა ხალხის, არამედ დონორების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი, დონორების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს – ისინი ვეღარ აირიდებენ ამ პასუხისმგებლობას

ის ფაქტი, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებზე მდიდარია, სხვა მხრივაც პრობლემურიa. კარგად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები პატარა პარტიებთან მუშაობენ და მათ განვითარებაშიც ეხმარებიან. პატარა პარტიების მიერ ამ თანამშრომლობით მიღებული სარგებელი კი მათ პარტიებზე არასათანადო გავლენის ბერკეტს აძლევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, არასამთავრობო […]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციული შემთხვევები, რაც უკონტროლო სახეს იღებს – ჩნდება განცდა, რომ პრივილეგირებული ადამიანების ხალხის ხარჯზე გამდიდრებას მწვანე შუქი აქვს ანთებული

საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციული შემთხვევები, რაც უკონტროლო სახეს იღებს, ვინაიდან მათზე შესაბამისი სტრუქტურები ან საერთოდ არ რეაგირებენ, ან საზოგადოებას არ აწვდიან ინფორმაციას ამ საქმეებით დაინტერესების შესახებ,- ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „კორუფციული ფაქტების სიმრავლე და მასშტაბები აჩენს განცდას, რომ პრივილეგირებული ადამიანებისთვის ხალხის ხარჯზე გამდიდრებას ამ ქვეყანაში მწვანე შუქი […]

შალვა პაპუაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება, რადგან სამოქალაქო საზოგადოება ბევრად ფართო ცნებაა

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება, რადგან სამოქალაქო საზოგადოება ბევრად ფართო ცნებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, არასამთავრობოები, რომლებიც არ წარმოადგენენ ხალხის არჩეულ სუბიექტებს, მოვალენი არიან, ორ მთავარ საკითხს გასცენ პასუხი, რათა მოიპოვონ საზოგადოების წარმომადგენლობის უფლება და მონაწილეობა […]

ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების თეორიული კურსი მიმდინარეობს

ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების თეორიული კურსი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სტაჟირების კურსს სულ 51 სტაჟიორი გადის. „ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა სტაჟიორებთან სანოტარო სამართლის შესახებ ლექციაზე ისაუბრა. თეორიული კურსის განმავლობაში მომავალი ნოტარიუსები სანოტარო სამართლის და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას შეისწავლიან. სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობაში გამოავლინონ. თეორიული კურსი […]

სარფის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „კერძოდ, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ე.ი. […]

სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს თანხმობას საგარეო ვიზიტებზე – არ გვაინტერესებს სად გაემგზავრება და სად – არა – ირაკლი კობახიძე

„სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს თანხმობას საგარეო ვიზიტებზე – არ გვაინტერესებს სად გაემგზავრება და სად – არა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა და ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც, მისი აზრით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობისგან საგარეო ვიზიტებზე თანხმობას არ იმსახურებს. „ორი მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს თანხმობას საგარეო ვიზიტებზე. ერთი არის ის, რომ მან […]

2023 წელს ქართველებმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას ₾2 მლრდ დახარჯეს

2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11.5%-ით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წელთან შედარებით 15.9%-ით შემცირდა და 906.7 ლარი შეადგინა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, […]

რეკორდული მაჩვენებელი – სოციალურ დახმარებას 181 ათასზე მეტი ადამიანი იღებს

2023 წელს სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და დაახლოებით 182 ათასი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სოციალური დახმარების მიმღები მოქალაქეების უმრავლესობა – 50 ათასი თბილისში, 30 ათასი იმერეთში, ხოლო 21 ათასი აჭარაში, ხოლო 17 ათასი სამეგრელო-ზემო სვანეთშია რეგისტრირებული. სოციალური დახმარების მიმღებთა სტატისტიკა 2012-დან 2024 წლამდე გამოიყურება შემდეგნაირად: · 2012 წელი – 174 104 […]