“ორი თოჯინა” – ნინო ნადირაძე ანუკი არეშიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს – Marao

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს. განსაკუთრებულ მოწონებას კი ნინოს სტილი და მისი გემოვნებიანი გარდერობი იმსახურებს. ნინო უკვე წლებია, სამედიცინო სფეროში საქმიანობს და მისი მეუღლე ცნობილი პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვია. წყვილს ორი შვილი ჰყავს. უფროსი, ბაია კუზანოვა, მამის გზას აგრძელებს და თავადაც პლასტიკური ქირურგია. ბაიას ერთი […]
მარტში თბილისში გაიმართება სპექტაკლი ჯონ მალკოვიჩის მონაწილეობით

22 და 23 მარტს „გრიბოედობის თეატრში” გაიმართება სპექტაკლი „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში”, რომელშიც მთავარი როლებს ასრულებენ: ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე. სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში 7 და 8 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა მოიხსნა ჯონ მალკოვიჩის ჯანმრთელობის პრობლემების გამო. „ბამბის ველების სიმარტოვეში” მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრანგი დრამატურგის, ბერნარ-მარი კოლტესის პიესაა, […]
ამ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს გვარამიას ირგვლივ არიან, ესირცხვილებათ „ნაცმოძრაობასთან“ აფილირება, ანუ მათთან გაიგივება

ამ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს გვარამიას ირგვლივ არიან, ესირცხვილებათ „ნაცმოძრაობასთან“ აფილირება, ანუ მათთან გაიგივება „ნიკა გვარამია, ლამის უკვე დამსახურებულ პენსიაზე გადის „ნაცმოძრაობიდან“. პარტიული ხანდაზმულობის ასაკში გაახსენდა, რომ, თურმე „ნაცმოძრაობა“ ისეთი ვეღარ არის, როგორიც მას მოსწონს და ქმნის ახალ ნაცმოძრაობას,“ – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, გვარამია სადაც იქნება ხელმძღვანელი, პოლიტიკური […]
მოუთმენლად ველი ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას – ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძეს

მოუთმენლად ველი ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას – ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დამტკიცება მიულოცა. „ევროპის საბჭოს და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროებში, მათ შორის ევროპის საბჭოს ახლად დაწყებული საქართველოსთვის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის გზით. ვიცი რომ თქვენ, […]
“შევარცხვენ და თავაზიანობას ვასწავლი” – ვოლკანოვსკიმ თოფურიასთან ბრძოლაზე ისაუბრა

18 თებერვალს UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურია მოქმედ ჩემპიონს, ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეხვდება. ბრძოლის წინ ვოლკანოვსკიმ ქართველთან დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ რინგზე ილიას შეარცხვენს. “მას (ილიას) კარგ გაკვეთილს ჩავუტარებ. მას შერცხვება და ზოგიერთ ნათქვამს ინანებს. ის ახალგაზრდა და ზედმეტად თავდაჯერებულია. დავეხმარები, რომ უფრო თავაზიანი გახდეს. მოუწევს, რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყოს, მას […]
ესტონეთის პრემიერი ტრამპის განცხადებაზე – შეიძლება ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს, რომლებსაც ბევრი რამ არ გაუკეთებიათ

ნატო-ს შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებამ შეიძლება ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ვფიქრობ, იმან, რაც აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატმა თქვა, ასევე, შეიძლება ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს, რომლებსაც ბევრი რამ არ გაუკეთებიათ“, – განაცხადა კაია კალასმა.
რობერტა მეცოლა – ევროკავშირმა მკაფიო სიგნალი უნდა გააგზავნოს, მიუხედავად იმისა, ვინ უხელმძღვანელებს აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ, რათა ერთმანეთის დაცვა შევძლოთ

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროკავშირმა თავდაცვაზე უფრო მეტი უნდა დახარჯოს. მეცოლა გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატო-სთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. „ევროკავშირმა მკაფიო სიგნალი უნდა გააგზავნოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ უხელმძღვანელებს აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას, რომ ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ, რათა ერთმანეთის დაცვა შევძლოთ და ნებისმიერი მსგავსი განცხადება უნდა იყოს მიღებული იმ გაგებით […]
წითელ ზღვაში დაძაბულობის გამო სუეცის არხმა ტვირთის 60%-ზე მეტი დაკარგა

წითელ ზღვაში დაძაბულობის გამო სუეცის არხმა ტვირთის 60%-ზე მეტი დაკარგა – ამის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ხელმძღვანელმა არსენიო დომინგესმა განაცხადა. მან ხაზი გაუსვა ასევე იმას, რომ შექმნილი ვითარების გამო მოხდა გემების დაზღვევის ღირებულებისა და საწვავის ხარჯების ზრდა და მოიმატა მეზღვაურების დატვირთვამ. მისი თქმით, მიზეზი არის რეგიონში ისრაელთან დაკავშირებულ ნებისმიერ გემზე ჰუსიტების მხრიდან თავდასხმის მუქარებია. […]
ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავს – 23 თებერვალს სტუმრად დანიას შეხვდება, 26 თებერვლს კი სერბეთს უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა მომავალი მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური – დავაკავეთ პირი, რომელიც ქალს ფარულად გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ნათესავებში გავრცელებით ემუქრებოდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 1978 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს 2023 წელს გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელსაც სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელეფონით ფარულად ვიდეო გადაუღო. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, […]