საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსის სტუდენტებს, მაგისტრებს და დოქტორანტებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის და სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების სამმართველოს უფროსმა ხათუნა […]

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა. აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, ახალი ტერმინალის სრული საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა. უწყების ცნობით, კონკურსში მონაწილება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც პროექტირების სფეროში ოთხწლიანი გამოცდილება აქვს, ასევე პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მომზადებული 2 000 მ² მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის მინიმუმ […]

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი ირაკლი კობახიძეს – დარწმუნებული ვარ, საქართველო გააგრძელებს თავის დინამიკურ და კონსტრუქციულ წევრობას ევროპის საბჭოში – მოუთმენლად ველი ნაყოფიერ თანამშრომლობას საერთო მიზნების მისაღწევად

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დამტკიცება მიულოცა. ბურიჩი წერილში აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, საქართველო გააგრძელებს თავის დინამიკურ და კონსტრუქციულ წევრობას ევროპის საბჭოში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანის განცხადებით, მოუთმენლად ელის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნაყოფიერ თანამშრომლობას საერთო მიზნების მისაღწევად. „ევროპის საბჭოს და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროებში, […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ომი იქამდე გაგრძელდება, სანამ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ სრულ გამარჯვებას არ მიაღწევს

ომი იქამდე გაგრძელდება, სანამ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ სრულ გამარჯვებას არ მიაღწევს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელმა სამხედრო ოპერაციების ინტენსივობა სწრაფად და მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს. ასევე, მარკ რუტეს თქმით, რაფაჰში განხორციელებულ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას კატასტროფული ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვება. მარკ რუტე დღეს […]

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოაცხადა

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი ტერმინალის სრული საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იწვევს ყველა დაინტერესებულ კონკურსანტს, რომელსაც პროექტირების სფეროში ბოლო 4 წლიანი გამოცდილება აქვს. ამასთანავე, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მომზადებული 2000 მ2 მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის მინიმუმ ერთი […]

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს განცხადება

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს განცხადებას ავრცელებს. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სანიტარული და საკვები უსაფრთხოების კუთხით გორის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში პრობლემა არ არსებობს. მერიის ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მშობლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გორის მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღების აღსაზრდელებს ჯანმრთელობისთვის […]

ნატოს მოკავშირეებისადმი მუქარის გამო, რესპუბლიკელები ტრამპს აკრიტიკებენ

რესპუბლიკელების ნაწილმა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 11 თებერვალს ნატოზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. ტრამპმა მისი პრეზიდენტობის დროინდელი საუბარი გაიხსენა და თქვა, მაშინ ნატოს ერთ-ერთი წევრი ქვეყნის პრეზიდენტს უთხრა, რომ თუ ალიანსის ქვეყნები თავდაცვაზე იმდენს არ დახარჯავენ, რამდენიც ეკუთვნით, მაშინ ამერიკა მათ რუსეთის პოტენციური საფრთხისგან არ დაიცავს. “სწორედ ამიტომ ვამბობ ამდენი ხანია, რომ ის ამერიკის […]

აშშ-ის სენატში უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტი წინ მიდის

ამ კვირაში, აშშ-ის სენატი შეეცდება უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების 95,34 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის რამდენიმე თვიანი შეფერხების შემდეგ მიღებას. ამ დროისთვის არ არის ნათელი, დაუჭერს თუ არა მხარს მას წარმომადგენელთა პალატა. პაკეტი ასევე მოიცავს დახმრებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ამერიკის მოკავშირეებისთვის. კვირას, 11 თებერვალს, სენატში 67-27 კენჭისყრით სენატორებმა კანონპროექტის პროცედურულად შემდეგ საფეხურზე გადასვლას მხარი დაუჭირეს. ორშაბათს, სენატში […]

კომპანიები, რომლებსაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას კონტრაქტები შეუწყვიტეს, „შავ სიაში“ შეიყვანეს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ „შავ სიაში“ შეიყვანა ორივე კომპანია, რომლებიც წერეთლის გამზირზე მუშაობდნენ და რომლებთანაც ხელშეკრულებები დროულად შეუსრულებელი სამუშაოების გამო შეწყდა. 16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორს, „მილენიუმ ბილდერს გრუპსა“ და „ერ-ტე-დე“-ს, ხელშეკრულებები გაუწყვიტა. მიზეზად სამუშაოების უხარისხოდ, ვადა გადაცილებით შესრულება სახელდებოდა. მიმდინარე თვის დასაწყისში კი, ორივე კომპანია სააგენტოს “შავ […]

2024 წელს იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება და 130 იუსტიციის სახლი იფუნქციონირებს

ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიმდინარეობს იუსტიციის სახლების მშენებლობა გლდანში, საგარეჯოში, ხაშურში, სამტრედიაში, ახმეტაში, თერჯოლაში, ხელვაჩაურში, ცაიშში, ზოტში, ტოლებსა და შროშაში. მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპზეა მცხეთისა და ჭალის ფილიალების მშენებლობა, ხოლო ბათუმში მეორე ფილიალის მოწყობის სამუშაოები სულ მალე დაიწყება. […]