უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 45-დან 40 შაჰედის დრონი გაანადგურა

რუსეთ-უკრაინის ომის ორი წლის თავზე კრემლი უკრაინაზე იერიშების მიტანას აგრძელებს. კვირას, რუსეთმა თავდასხმებისთვის 45 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა. კიევის მტკიცებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა, ცხრა სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, კიევის გარეუბანში ირანული წარმოების შაჰედის 40 დრონის განადგურება შეძლეს. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სანაპირო ინფრასტრუქტურა იყო. მიუხედავად იმისა, რომ კიევმა დრონების დიდი ნაწილის […]
ტუსკი საფრანგეთსა და გერმანიაში შეხვედრებს მართავს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, პარიზსა და ბერლინში ვიზიტისას პირობა დადო, რომ მთავარ ევროპელ პარტნიორებთან, ვარშავის ურთიერთობებს „გააცოცხლებს“. მისი თქმით, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მოლოდინი, დონალდ ტრამპი აშშ-ის ხელისუფლებაში დაბრუნდეს და რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ აგრესია გაფართოების საშუალება მისცეს. პარიზსა და ბერლინში ტუსკის შეხვედრებს წინ უსწრებდა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის განცხადება. დონალდ ტრამპის თქმით, […]
ე.წ. თევზმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობისა და თევზჭერის ელექტრო იარაღის უკანონო ბრუნვაზე კანონი მკაცრდება

ე.წ. თევზმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობისა და თევზჭერის ელექტრო იარაღის უკანონო ბრუნვაზე კანონი მკაცრდება – ამ მიმართულებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება. მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა პროექტი, რომლის მიხედვით, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის კი გათვალისწინებულია ჯარიმა […]
ბექა დავითულიანი – ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ, სადაც არის, სადაც სურს, რომ იყოს, ხოლო მამუკა ხაზარაძეს თვითონ მოუწევს მოსკოვში წასვლა და „ჩერქეზსკი ბაზართან“ თავისი ქუჩის მუსიკოსობის უნიჭო რეპერტუარის შეთავაზება

ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ, სადაც არის, სადაც სურს, რომ იყოს, ხოლო მამუკა ხაზარაძეს მოუწევს წასვლა მოსკოვში თვითონ და „ჩერქეზსკი ბაზართან“ თავისი ქუჩის მუსიკოსობის უნიჭო რეპერტუარის შეთავაზება , – ამის შესახებ საქართველოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა განაცხადა. მისი თქმით, კიდევ ერთხელ ვნახავთ აღნიშნული განცხადებების შემდეგ მამუკა ხაზარაძის „ფორდ-მუსტანგს“ დამწვარს, ოღონდ ამჯერად უკვე სირცხვილისგან, […]
სპეციალური საგამოძიებო სამსახური – დავაკავეთ პირი, რომელიც ქალს სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების ნათესავებში გავრცელებით ემუქრებოდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 1978 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს 2023 წელს გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელსაც სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელეფონით ფარულად ვიდეო გადაუღო. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, […]
ქალს მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდა – 1 პირი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 1978 წელს დაბადებული პირი დააკავა. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს 2023 წელს გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელსაც სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელეფონით ფარულად ვიდეო გადაუღო. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2024 წლის იანვარში, ბრალდებული დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი […]
ლოიდ ოსტინი სამკურნალოდ რეანიმაციაში დაბრუნდა

ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კვირას, 11 თებერვალს, ვაშინგტონში, საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, მას გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა შარდის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემის გამო. პენტაგონის პრესმდივნის ცნობით, 70 წლის ოსტინმა უფლებამოსილება მოადგილე კეტლინ ჰიკსს გადააბარა. ოსტინს გასულ თვეში პროსტატის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლები მას იმის გამო აკრიტიკებდნენ, […]
ტრამპს დასავლეთში ნატოსთან დაკავშირებული მუქარის გამო აკრიტიკებენ

11 თებერვალს, დასავლეთის ოფიციალურმა პირების ნაწილმა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნატოსთან დაკავშირებული კომენტარების გამო გააკრიტიკა. ტრამპმა, რომელიც ახლა რესპუბლიკური პარტიის ფავორიტია და საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლას ლიდერობს, თქვა, რომ ამერიკამ შესაძლოა არ დაიცვას ალიანსის მოკავშირეები, რომლებიც საკმარისად არ ხარჯავენ რუსეთის პოტენციური თავდასხმისგან თავდაცვაზე. „ნებისმიერი მოსაზრება, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, […]
იქნებ წერტილი დაესვას ფასებით მანიპულირებას და მომხმარებლის დაბნევას – საგადასახადო ექსპერტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი და საგადასახადო სამართლის ექსპერტი ზურაბ ძნელაშვილი იწონებს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას, რესტორნებმა მენიუში ფასი დღგ-ის და მომსახურების ხარჯის ჩათვლით რომ უნდა მიუთითონ.
გაიკეთა თუ არა ბრედ პიტმა პლასტიკური ოპერაცია: მსახიობის ბოლო გამოჩენამ ყველა აალაპარაკა – Marao

60 წლის ბრედ პიტი სამშაბათს, ბობ მარლის შესახებ გადაღებული ფილმის, Bob Marley: One Love-ის პრემიერას დაესწრო. ამერიკელი მეგავარსკვლავი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა – პრესა წერს, რომ პიტი რეალობაშიც ბენჯამინ ბატონია და ასაკი მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ვარაუდობენ, რომ მსახიობს სახის ლიფტინგის ოპერაცია აქვს გაკეთებული. სპეკულაციები ამის შესახებ მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა პლასტიკურმა ქირურგმა სოციალურ ქსელში […]