აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. მათივე ცნობით, თოვლის და ნამქერების გამო, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აკრძალულია.
რუსეთი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ტოვებს და ორგანიზაციისთვის ფინანსურ გადარიცხვებს წყვეტს

რუსეთი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ტოვებს და ორგანიზაციისთვის ფინანსურ გადარიცხვებს წყვეტს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. ვოლოდინის თქმით, 21 თებერვალს რუსეთის პარლამენტის (ფედერალური კრების) ორივე პალატა – სახელმწიფო დუმა და ფედერაციის საბჭო – სინქრონულად მიიღებენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წევრობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. სახელმწიფო დუმის პლენარული სხდომის დროს, ვოლდინმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას […]
ნათია თურნავამ Sturgeon Capital Georgia-ს საინვესტიციო სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ Sturgeon Capital Georgia-ს საინვესტიციო სამიტში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის ყოველწლიური სამიტი განსაკუთრებულ როლს თამაშობს პერსპექტიული ციფრული კომპანიების მხარდაჭერისა და ინოვაციური იდეების ინვესტირებაში. ამასთან, აღნიშნავენ, რომ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ისაუბრა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანაზე, რომელიც ფინანსურ სექტორში ინოვაციების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. […]
„ძალიან, ძალიან დიდ შარშია ხელისუფლება“

ანი დვალიშვილი ძალიან, ძალიან დიდ შარშია ხელისუფლება – „სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა“ ხომ გახსოვთ, ირაკლი ღარიბაშვილმა რომ დაიწყო და მის წარმატებაზე ხმამაღლა რომ საუბრობდნენ? ახლა კი, ირკვევა, რომ„ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის“ გამო, ბიუჯეტს ყოველთვიურად დამატებით 65 მილიონი ლარის მოძიება სჭირდება. ეს კი ძალიან, ძალიან ბევრია, წელიწადში ნახევარ მილიარდზე ბევრად მეტი და ახლა, ღარიბაშვილის გაფუჭებული […]
„ციფრული ბანკის სამი ლიცენზია უკვე გაცემული გვაქვს“ – ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ Sturgeon Capital Georgia-ს საინვესტიციო სამიტში მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო მნიშვნელობის ყოველწლიური სამიტი განსაკუთრებულ როლს თამაშობს პერსპექტიული ციფრული კომპანიების მხარდაჭერისა და ინოვაციური იდეების ინვესტირებაში. სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ისაუბრა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანაზე, რომელიც ფინანსურ სექტორში ინოვაციების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით ეროვნული […]
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ ზონებში, აქტიურად მიმდინარეობს, პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ფერდსამაგრი კედლისა და გაბიონის მოწყობის სამუშაობი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ ზონებში, აქტიურად მიმდინარეობს, პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ფერდსამაგრი კედლისა და გაბიონის მოწყობის სამუშაობი ასევე, მნიშვნელოვანია მოქალაქეებისათვის წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელებული სამუშაოები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ორი ჯიბინაურისა და განახლების ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები, ხოლო კაპრეშუმის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან, […]
სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გზავნილები წინააღმდეგობაშია მთავრობის ხედვასთან და ერთი-ერთში ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის ნარატივს

სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გზავნილები წინააღმდეგობაშია მთავრობის ხედვასთან და ერთი-ერთში ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის ნარატივს პრეზიდენტის პოლიტიკური გზავნილები სრულიად წინააღმდეგობაშია მთავრობის ხედვასთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში და სრულიად თანხვედრაშია რადიკალური კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების ხედვასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არაკონსტიტუციური ქმედებები აღარ აკვირვებს. „სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არაკონსტიტუციური ქმედებები უკვე […]
როგორი იქნება “ქართული ოცნების” ახალი ოფისი?

მმართველი პარტია ახალ ოფისს თბილისში დიდი ხეივნის 3 ნომერში იშენებს. პროექტის მიხედვით, K2 კოეფიციენტის 8 383 კვ.მ შენობა 34.95 მეტრის სიმაღლის იქნება. განმარტებითი ბარათის მიხედვით კი, 4953.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ვლადიმერ წითლანაძის ქუჩა, სამხრეთ-დასავლეთიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩა, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შენობა. ოფისის შესახებ საზოგადოებისთვის პირველად ცნობილი […]
სუს-ი – ერგნეთში შეხვედრაზე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 117-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მკაცრად მოითხოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, […]
დონალდ ტრამპი – აშშ უკრაინას 100 მილიარდი დოლარით მეტად ეხმარება, ვიდრე ნატო – ნატო უნდა გათანაბრდეს

ნატო უკრაინას აშშ-ზე ნაკლებად ეხმარება, ნატოს ქვეყნები აშშ-სთან უნდა გათანაბრდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს. “უკრაინას 100 მილიარდი დოლარით მეტად ვეხმარებით, ვიდრე ნატო. არავინ გვყავს [ხელისუფლებაში], ვისაც პატივს სცემენ და დაჟინებით იმას მოითხოვენ, რომ გაცილებით ნაკლები იხადონ, ვიდრე ჩვენ. არასწორია, ნატო უნდა გათანაბრდეს და ახლავე. და ამას […]