რუსეთი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ტოვებს და ორგანიზაციისთვის ფინანსურ გადარიცხვებს წყვეტს

რუსეთი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ტოვებს და ორგანიზაციისთვის ფინანსურ გადარიცხვებს წყვეტს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.
ვოლოდინის თქმით, 21 თებერვალს რუსეთის პარლამენტის (ფედერალური კრების) ორივე პალატა – სახელმწიფო დუმა და ფედერაციის საბჭო – სინქრონულად მიიღებენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წევრობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას.
სახელმწიფო დუმის პლენარული სხდომის დროს, ვოლდინმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას უწოდა “სრულიად არადამოუკიდებელი პოლიტიზებული ორგანიზაცია, რომელიც ვაშინგტონის დაკრულზე ცეკვავს.”
“ყველაზე ცუდი ამ სიტუაციაში ის არის, რომ ფულსაც ვიხდით, თანაც ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელები ვართ, ამიტომ უნდა გამოვიდეთ, სახსრების გადარიცხვა შევწყვიტოთ”, – განაცხადა ვოლოდინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება