რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა იტალიის პორტში მოინახულეს იახტა “შეჰერაზადა”, რომელიც პუტინთან ასოცირდება

რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს იახტ „შეჰერაზადის“ მონახულება, რომელიც იტალიის პორტ კარარაში დგას. უამრავი ჟურნალისტური გამოძიება მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკავშირებს. 140-მეტრიანი ხომალდი, რომლის ღირებულება დაახლოებით 700 მილიონი დოლარია, ევროკავშირის სანქციების გამო დაპატიმრებულია. იახტა „შეჰერაზადას“ ამჟამინდელი მფლობელი ედუარდ ხუდაინატოვია. ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა მდიდრული ხომალდის კონფისკაცია და მისი გაყიდვით მიღებული შემოსავლის გადაცემა უკრაინისათვის, როგორც […]
რას ვერ პატიობს სააკაშვილი სოზარ სუბარს – რას წერს დავით ქართველიშვილი

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სააკაშვილის ბოლო წერილს ასე ეხმაურება: ,,დღეს თავი შეგვახსენა პოლიტიკური კომიდან გამოსულმა უკრაინის მოქალაქემ და ნაცების პირველმა პრეზიდენტმა – სოზარ სუბარს მიმართავს, რათა მან “ხალხი ცოტა ჭკუაზე მოიყვანოს და გააგებინოს, რომ მასთან მიმართებით მაგრად მიქარავენ”. გასაგებია მისი მიმართვის ადრესატი და სარკაზმის მცდელობა – სოზარ სუბარისთვის ვერ უპატიებია მისი მტკიცე და ეროვნული […]
CBS: „სუპერ ბოული“ 123,4 მილიონმა მაყურებელმა ნახა

რეიტინგების წინასწარი მონაცემების მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია CBS-მა გამოაქვეყნა, ტელევიზორისა და სტრიმინგ პლატფორმების საშუალებით, “სუპერ ბოულს” დაახლოებით 123,4 მილიონმა ადამიანმა უყურა. “სუპერ ბოული” ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის სეზონის ფინალური მატჩია. ეს ყველაზე ყურებადი მოვლენა იყო ლიგის და ამერიკის სატელევიზიო ისტორიაში. 2023 წელს, CBS-ისვე ცნობით, „სუპერ ბოული“ 115,1 მაყურებელმა ნახა. ერთმანეთს ფინალურ მატჩში ორი კლუბი, “კანზას სითი […]
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სინოდალური კომისიის გადაწყვეტილებაზე – ყველა კითხვას გავცემ პასუხს, მეც მაქვს კითხვები – ყველა ჩემს განცხადებაზე პასუხს ვაგებ

ყველა ჩემს განცხადებაზე პასუხს ვაგებ, ამიტომ არ მიკვირს მათი პოზიციებიც, იმედია ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა,- ამის შესახებ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ “ამბები.ჯი“-სთან კომენტარში განაცხადა. დეკანოზს „ამბები.ჯი“ სინოდალური კომისიის გადაწყვეტილებსთან დაკავშირებთ დაუკავშირდა, რომლის თანახმად, კომისია პატრიარქს დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მომავალ სხდომამდე მღვდელმოქმედების შეჩერებაზე შუამდგომლობით მიმართავს. დეკანოზი კვარაცხელია განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო კომისიის სხდომებს და […]
თეონა აქუბარდია – მიუნხენში სალომე ზურაბიშვილი იმ გამოწვევებზე ისაუბრებს, რაც გვაქვს როგორც რუსეთიდან, ასევე ქვეყნის შიგნით – ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს საკითხისადმი ყურადღების მისაპყრობად

ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში იქნება, ვფიქრობ, რომ ეს დიდი გამოწვევაა, როგორც პრეზიდენტისთვის, ასევე საქართველოსთვის, რადგან ზურაბიშვილი იმ გამოწვევებზე ისაუბრებს, რაც საქართველოს აქვს როგორც რუსეთიდან, ასევე ქვეყნის შიგნით,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა. მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ მიუნხენის კონფერენციის მნიშნველობაზე […]
უეფამ უარი უთხრა – ლუქსემბურგის ლიდერი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს

21 მარტს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს. ლუქსემბურგის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველმა დანიელ სინანიმ ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩში ლიხტენშტაინთან წითელი ბარათი მიიღო და ავტომატურად შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს. ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას სინანის დისკვალიფიკაციის გაუქმება მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ასე რომ, “სანკტ პაულის” ფეხბურთელი თავის გუნდს “ჯვაროსნებთან” ვერ დაეხმარება. აგრეთვე გავრცელდა […]
სინოდალური კომისია პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების დროებით შეჩერებას ითხოვს

საპატრიარქოს სინოდალური კომისია დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის ყოველგვარი მღვდელმოქმედების დროებით შეჩერებას ითხოვს. ეს გადაწყვეტილება კომისიამ დღეს, 13 თებერვლის სხდომაზე მიიღო. სხდომის ოქმში ნათქვამია, რომ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის დაიბარეს კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, – უცხოეთში ყოფნის გამო. “კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა […]
სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტი მიიღო, თუმცა მისი საბოლოო ბედი, კვლავ გაურკვეველია

70-ით 29-ის წინააღმდეგ, ამერიკის სენატმა, რომელშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ, უკრაინის, ტაივანისა და ისრაელისთვის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. მიუხედავად სენატის გადაწყვეტილებისა, იმისთვის, რომ კანონპროექტს კანონად იქცეს, ის ჯერ წარმომადგენელთა პალატამ უნდაა დამტკიცოს, ხოლო საბოლოოდ, მას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. 95.34 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, 100-კაციან სენატში, მინიმუმ 60 ხმა სჭირდებოდა. დემოკრატ სენატორებს, 22-მა […]
მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს სალომე ზურაბიშვილი და ილია დარჩიაშვილი წარადგენენ

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოდან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიღებენ მონაწილეობას. „პრეზიდენტმა მიიღო ოფიციალური მოწვევა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან და აპირებს მონაწილეობას“, — აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუმცა არ პასუხობენ კითხვას, აქვს თუ არა სალომე ზურაბიშვილს ვიზიტზე მთავრობის ნებართვა. „ქართული ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას მორიგ ჯერზე არღვევს. „მორიგ ჯერზე […]
ჯანდაცვის სამინისტრო – მარტიდან კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ამოქმედდება, რაც ადრეული კვლევების დაფინანსებას გულისხმობს

2024 წლის მარტიდან, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ამოქმედდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ადრეული კვლევების დაფინანსებას გულისხმობს და მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას. “ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების დაკმაყოფილება და ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია, რისთვისაც უწყებამ, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი […]