საქართველოში ფისკალური საბჭოს ჩამოყალიბების შესაძლებლობები განიხილეს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ მონაწილეობა მიიღო სემინარში, სადაც საქართველოში ფისკალური საბჭოს ჩამოყალიბების შესაძლებლობები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა TWINNG-ის პროექტის ფარგლებში გაიმართა, სადაც მოწვეულ ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად მოსაზრებები გაცვალეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, […]
რუსეთმა დნიპროზე საჰაერო იერიში მიიტანა

13 თებერვალს, რუსეთი რაკეტებითა და დრონებით თავს დაესხა უკრაინის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ დნიპროს. კიევის ცნობით, მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ იერიშმა იქ მდებარე ელექტროსადგურის დაზიანება გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა დაეხურა სკოლები და საავადმყოფოს ევაკუაცია გამოეცხადებინა. დნიპროში მილიონამდე უკრაინელი ცხოვრობს. უკრაინის საჰაერო თავდაცვა სოციალურ ქსელ “ტელეგრამზე” იუწყებოდა, რომ ქალაქს დრონების ოთხი ჯგუფი სამი მიმართულებიდან უტევდა: […]
საპრეზიდენტო იმუნიტეტის საქმეზე ტრამპმა უზენაეს სასამართლოს მიმართა

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, საპრეზიდენტო იმუნიტეტის საქმეზე, ორშაბათს უზენაეს სასამართლოს მიმართა და ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერებას მოითხოვს. კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საქმეზე, დონალდ ტრამპს სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი არ აქვს. თავად ყოფილი პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ამგვარი ფარის, იმუნიტეტის გარეშე, „პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც ის ჩვენ ვიცით, არსებობას შეწყვეტს.“ სააპელაციო სასამართლოს […]
კვლევა: რუსეთი დაბალი ხარისხის, მოძველებულ ტანკებს ეყრდნობა

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის პირობებში რუსეთმა ფრონტის ხაზზე 3000-ტანკი დაკარგა. მკვლევარების თქმით ეს უდრის, მოსკოვის აქტიური ინვენტარის რაოდენობას, ანუ იმ გამართული ტანკების რაოდენობას, რაც რუსეთს ომამდე ჰქონდა. „ეს გასაოცარი მაჩვენებელია“,- ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი ალექსანდრ ნილი და აქვე განმარტავს, რომ 3000 განადგურებულ ტანკს შორის შესაძლოა შედარებით ძველი, საბჭოთა ტანკებიც იყოს და […]
ელმასი: რატომ დავტოვე “ნაპოლი”? – გერმანიაში მშვიდად ცხოვრების საშუალება მომეცა

24 წლის ჩრდილოეთ მაკედონიელმა შემტევმა ნახევარმცველმა ელიფ ელმასმა “ნაპოლიდან” “ლაიფციგში” გადასვლის მიზეზზე ისაუბრა: “რატომ დავტოვე “ნაპოლი”? ძლიერ, გამარჯვებულ გუნდში ვიყავი, რომელიც ახალგაზრდებთან ბევრს მუშაობს და მომავალში იყურება, მაგრამ გამარჯვებების მოპოვება სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა. ნეაპოლში ხუთი შთამბეჭდავი წელი გავატარე და ჩემპიონატის მოგების შემდეგ დავტოვე, რისი ახსნაც სინამდვილეში შეუძლებელია. ეს ფეხბურთზე და საკუთარ გუნდზე […]
ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ოთხი მწვავე საკითხი დააყენა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) სამუშაო შეხვედრა ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა. 117-ე შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებულთა და „ბორდერიზაციის” საკითხები განიხილებოდა. ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება. მიმდინარე წელს კი „ბორდერიზაციის” ორი შემთხვევა იყო. „დავაყენეთ ხუთივე უკანონო პატიმრის გათავისუფლების საკითხი. დღეს ალბათ მეცოდინება ე.წ. სასამართლოს შედეგი, ორი მათგანი [გიორგი მელაძის და დიმიტრი კორინთელის] […]
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა – ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. 13 თებერვალს, დილის 05:30 საათიდან, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. სომხური მხარის ცნობითვე, ამ დროისთვის სომხური პოზიციების მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აღარ ისვრიან. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ეს პირველი ინციდენტია, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მოხდა. საზღვარზე არსებულ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის […]
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 13 თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.07 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.13 თეთრით გაუფასურდა. 9 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6517 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8569 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.69 ლარია, ხოლო ევროსი – 2.90 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.85 ლარად.
პოლონელმა ფერმერებმა ერთი საათით გადაკეტეს უკრაინის საზღვართან მდებარე ერთ-ერთი გამშვები პუნქტი

13 თებერვალს პოლონელმა ფერმერებმა ერთი საათით გადაკეტეს უკრაინის საზღვარზე მდებარე მეექვსე კორჩევა-კრაკოვეცის გამშვები პუნქტი. უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ცნობით გამშვებ პუნქტთან ერთი საათის განმავლობაში დაახლოებით 970-მა სატვირთო მანქანისგან წარმოქმნილი რიგი გადაიჭიმა. „ ამჟამად, პოლონელი ფერმერების პროტესტის გამო, უკრაინულ-პოლონეთის საზღვარზე კიდევ 5 გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილება შეზღუდულია”, – ნათქვამია უკრაინელი მესაზღვრეების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 9 თებერვალს […]
2023 წელს არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან მგზავრების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

ავიაციის სექტორში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს ლევან დავითაშვილმა და დუბაის სამოქალაქო ავიაციის პრეზიდენტმა, „Emirates Group”-ის დამფუძნებელმა, შეიხმა აჰმედ ბინ საედ ალ მაქტუმმა დუბაიში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები – მარიამ ქვრივიშვილი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს დუბაიდან მეტი პირდაპირი საჰაერო რეისების დანიშვნის შესაძლებლობებზე, რაც სტიმულს მისცემს საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას. […]