საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სტამბოლის გამოფენაზე – EMITT 2024 გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში EMITT 2024 მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სტამბოლის გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის ფარგლებში, თურქეთიდან საქართველოში […]

თავდაცვის მინისტრი რუმინელ დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი შეხვედრა რუმინეთის ელჩთან და თავდაცვის ატაშესთან გამართა. მათი ინფორმაციით, მინისტრმა რაზვან როტუნდუსა და ვიცე-პოლკოვნიკ ოვიდიუ პისკოჩუს რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და რუმინეთს შორის […]

საპენსიო სააგენტო – 31 იანვრის მდგომარეობით საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 4.5 მილიარდ ლარს მიაღწია

31 იანვრის მდგომარეობით საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 4.5 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 896.5 მლნ ლარს მიაღწია , – ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წლის იანვარში გლობალური აქციების ბაზრების დინამიკა რეგიონებს შორის განსხვავებული იყო. გასული თვე განსაკუთრებით კარგი აღმოჩნდა აშშ-ს აქციების ბაზრისთვის, რომელიც 1.6% გაიზარდა. თუმცა, სხვა რეგიონების ბაზრებზე […]

დევიდ კამერონი ბულგარეთსა და პოლონეთს ეწვევა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ბულგარეთსა და პოლონეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „ნატო-ს მთავარი მოკავშირეების მხარდაჭერის დემონსტრირებით, მისი მოგზაურობა თავდაცვის წარმოების გაზრდასა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას ისახავს მიზნად“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხი დევიდ კამერონის […]

უახლოეს დღეებში საქართველოში წვიმა და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): […]

დააკავეს რესტორნის მენეჯერი და თანამშრომლები, რომლებიც ტურისტებს თაღლითური სქემით დიდ თანხებს ახდევინებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ დააკავა თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერი და თანამშრომლები, რომლებიც ტურისტებს თაღლითური სქემით დიდ თანხებს ახდევინებდნენ. უწყების განცხადებით, დაკავებულია რესტორნის მენეჯერი და 3 თანამშრომელი. „ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1973 წელს დაბადებული შ.ხ., 1999 წელს დაბადებული ა.ო., 1997 წელს დაბადებული ლ.ბ. და 1993 წელს დაბადებული მ.გ. დანაშაული 7-იდან […]

რომელ ლოკაციაზე, რომელი ინსტალაცია განთავსდება, სპეციალისტები წყვეტენ – კახა კალაძე

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდს ჰყავს კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომელ ლოკაციაზე, რომელი არტისტის ინსტალაციის განთავსებაა მიზანშეწონილი – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საჯარო სივრცეებში არტისტების ნამუშევრები დროებით იფინება, რაც ხელოვანების საქმიანობას უწყობს ხელს. „მინდა, გამოვეხმაურო ზაარბრიუკენის მოედანზე დროებით განთავსებული ქანდაკების საკითხს. თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი, მერიის ახლად […]

GITA – მ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეთორმეტედ გამოაცხადა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეთორმეტედ გამოაცხადა. დაინტერესებულ პირებს 14 თებერვლიდან საშუალება ეძლევათ, გრანტების პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომელთა შეფასებას განახორციელებენ სააგენტოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შემფასებლები. პირველ ეტაპზე შეირჩევა 150 სტარტაპი, რომელიც გაივლის გადამზადებას ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის […]

ლაგუნა ვერესთან ბენზინგასამართი სადგურის აღების სანაცვლოდ „ვისოლი“ ლისის ტბის მიმდებარედ მცირე სახლებს ააშენებს – მერია

ლაგუნა ვერეზე გასამართი სადგურის აღების სანაცვლოდ „ვისოლი“ ლისის ტბის მიმდებარედ მცირე სახლებს ააშენებს – ამის შესახებ თბილისის მერიის მთავრობის სხდომის შემდეგ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი თავართქილაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ვისოლის” შემთხვევაში თვისობრივად იცვლება მიწის ნაკვეთის ფუნქცია, ანუ იყო ბენზინგასამართი სადგური და გახდება კერძო სახლების განაშენიანება. თუ არ ვცდები ერთი ჰექტარია მიწის ნაკვეთი და […]

„პრომო გოგონების“ მეშვეობით ფულის გამოძალვის სქემაზე 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 4 პირი დააკავა. დაკავებულბი არიან: 1973 წელს დაბადებული შ.ხ., 1999 წელს დაბადებული ა.ო., 1997 წელს დაბადებული ლ.ბ. და 1993 წელს დაბადებული მ.გ. გამოძიების თანახმად, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერს, თანამშრომელთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითური სქემა – კერძოდ, ისინი, „პრომო გოგონების“ მეშვეობით, ერთ-ერთი აპლიკაციით […]