დააკავეს თაღლითები, რომლებიც უცხოელებს რესტორნებში შეუსაბამოდ დიდ თანხებს ახდევინებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 4 პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერს, თანამშრომელთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითური სქემა. კერძოდ, ისინი, „პრომო გოგონების“ მეშვეობით, ერთ-ერთი აპლიკაციით უკავშირდებოდნენ საქართველოში ტურისტულად მყოფ უცხოელ მამაკაცებს, რომლებსაც წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით თავს რესტორანში აპატიჟებინებდნენ. ამის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამოდ დიდ თანხებს ახდევინებდნენ. იმ შემთხვევაში […]
თავდაცვის მინისტრი რუმინელ დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი შეხვედრა რუმინეთის ელჩთან და თავდაცვის ატაშესთან გამართა. მინისტრმა რაზვან როტუნდუსა და ვიცე-პოლკოვნიკ ოვიდიუ პისკოჩუს რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, თავდაცვის სფეროში წარმატებული ორმხრივი […]
ლაგუნა ვერეზე გასამართი სადგურის აღების სანაცვლოდ „ვისოლი“ ლისის ტბის მიმდებარედ მცირე სახლებს ააშენებს – მერია

ლაგუნა ვერეზე გასამართი სადგურის აღების სანაცვლოდ „ვისოლი“ ლისის ტბის მიმდებარედ მცირე სახლებს ააშენებს – ამის შესახებ თბილისის მერიის მთავრობის სხდომის შემდეგ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი თავართქილაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ და გზის სავალი ნაწილი გაფართოვდება. იქ არსებულ ბენზინგასამართი სადგურების მფლობელი კომპანიებს კი დედაქალაქის […]
ყოფილი ცოლის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ყოფილი ცოლის, 27 წლის მარიტა მაზიაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ ლაჩაშვილი. როგორც პროკურატურა აცხადებს, მოსამართლემ სრულად გაიზიარა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 32 წლის ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა […]
უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსული სადესანტო გემი უკრაინული დრონებით Magura ჩაძირეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის დიდი სადესანტო გემი „ცეზარ კუნიკოვი“ უკრაინული წარმოების ე.წ. დამრტყმელი საზღვაო დრონებით Magura V5 გაანადგურეს. ეს ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. სამხედრო დაზვერვის თანახმად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემი უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დღეს, 14 თებერვალს გაანადგურა თავდაცვის და უსაფრთხოების ძალების დანარჩენ შემადგენლობასთან ურთიერთქმედებით. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, […]
აუდიტის სამსახურის ანგარიში – აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა და დაზღვეული ფართობის მაჩვენებელი არსებითად არ გაზრდილა – დაზღვეული მიწის ფართობი მთლიანი მოსავლიანი მიწის ფართობის საშუალოდ 5%-ს შეადგენს

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა და დაზღვეული ფართობის მაჩვენებელი, პროგრამის ფუნქციონირების განმავლობაში, არსებითად არ გაზრდილა – დაზღვეული მიწის ფართობი მთლიანი მოსავლიანი მიწის ფართობის საშუალოდ 5%-ს შეადგენს, – ამის შესახებ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განვითარებასა და მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ მუდმივმოქმედ აუდიტის ჯგუფის სხდომაზე წარადგენს. […]
პირს, რომელმაც თბილისში ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო და ხევში გადააგდო, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მამაკაცს, რომელმაც ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო, სასამართლომ 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული […]
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილoს პოსტზე თამარ ბარკალაიას ირაკლი მხეიძე შეცვლის

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, თანამშრომლებს ახალი მოადგილე – ირაკლი მხეიძე წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თანამდებობაზე ირაკლი მხეიძე თამილა ბარკალაიას შეცვლის. უწყების განმარტებით, ზურაბ აზარაშვილმა, თამილა ბარკალაიას, რომელიც მინისტრის მოადგილის თანამდებობას 7 წლის განმავლობაში იკავებდა, […]
საქართველოში 15-17 თებერვალს დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ქალაქ თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში […]
დუბაიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა ესტონელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან ერთად, დუბაიში გამართულ 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტში მიიღო მონაწილეობა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში, მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა ესტონეთის განათლებისა და კვლევის მინისტრთან კრისტინა კალასთან. ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა საქართველოსა და ესტონეთს შორის, განათლების სხვადასხვა საფეხურზე არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „გიორგი […]