„იშვიათი პოლიტიკური კრიზისი“ ორბანის ხელისუფლებაში — გადადგნენ პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრი

უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი და იუსტიციის მინისტრი, იუდიტ ვარგა თანამდებობებიდან გადადგნენ. „ბი-ბი-სის“ შეფასებით, მათი გადადგომა და მომხდარით გამოწვეული პროტესტები გახდა „ყველაზე დიდი საფრთხე ვიქტორ ორბანის მმართველობისთვის“ მას შემდეგ, რაც 2010 წელს მან მეორედ დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი. Associated Press აღნიშნავს, რომ ორბანი „იშვიათი პოლიტიკური კრიზისის“ წინაშე დგას. რა მოხდა? პრეზიდენტმა და იუსტიციის მინისტრმა გადადგომა სკანდალური შეწყალების […]
ირანში ბუნებრივი აირის მილსადენზე აფეთქებები მოხდა

ირანში ბუნებრივი აირის მილსადენზე აფეთქებები მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ირანის ბუნებრივი აირის ქსელის კონტროლის ცენტრის მენეჯერმა, საიდ აღლიმ, ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ მილსადენის რამდენიმე უბანზე აფეთქებები დივერსიული და ტერორისტული ქმედებების შედეგია. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაახლოებით 1,270 კმ. სიგრძის მილსადენი ასალუიედან იღებს სათავეს და ჩაჰარმაჰალისა და ბახტიარის პროვინციის გავლით კასპიის ზღვის ქალაქებამდე […]
მიხეილ დაუშვილი – „ოცნება“ ყველანაირად ცდილობს, რომ კორუფცია ჩამოირეცხოს, მაგრამ ვერ ჩამოირეცხავენ – რაც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ კობახიძე კრისტალურად სუფთაა, ტყუილია

„ოცნება“ ყველანაირად ცდილობს, რომ კორუფცია ჩამოირეცხოს, მაგრამ ვერ ჩამოირეცხავენ – რაც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ კობახიძე კრისტალურად სუფთაა, ტყუილია, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “ქართული ოცნება ცდილობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან შეგვიქმნას სახე, თითქოს ის არის სუფთა, თუმცა ის პარტიის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი იყო და ყველა […]
ავლაბარში, 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ძმებს პატიმრობა შეეფარდათ

ავლაბარში, 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ძმებს ედვინ ბაგაშვილსა და კარლო გალოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა მათ მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ადვოკატი კი, მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. პროკურორების, ლევან […]
მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის საჯარო კონსულტაციების ფორმატში განხილვა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის, დოკუმენტის განხილვა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ – კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის […]
GITA-მ 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეთორმეტედ გამოაცხადა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეთორმეტედ გამოაცხადა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, დაინტერესებულ პირებს 14 თებერვლიდან საშუალება ეძლევათ, გრანტების პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომელთა შეფასებას განახორციელებენ სააგენტოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შემფასებლები. „პირველ ეტაპზე შეირჩევა 150 სტარტაპი, რომელიც გაივლის გადამზადებას ბიზნეს გეგმის, […]
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. „დაბა წაღვერში, სოფელ მზეთამზეში, ტიმოთესუბანში და დაბაში გამართულ შეხვედრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წაღვერის თემში მცხოვრებლებმა შეხვედრებზე დასახლებებში […]
3 წლის შემდეგ პირველად გამოქვეყნდა მთავრობის განკარგულება

თითქმის სამწლიანი წყვეტის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ვებსაიტზე პირველად გამოქვეყნდა მთავრობის სახელით გამოცემული განკარგულება. დოკუმენტს ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის ხელმოწერა აქვს. დოკუმენტის ნომრით ირკვევა, რომ წელს მთავრობას გამოცემული აქვს კიდევ 180 განკარგულება, თუმცა ისინი ვებსაიტზე არ იძებნება. 12 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტი კი შეეხება საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაში ცვილებების შეტანას. საქართველოს […]
უმკაცრესი სასჯელი ზელინსკის – დე ლაურენტისი პოლონელზე გაბრაზებულია

რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, “ნაპოლის” ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი თავისუფალი აგენტის სტატუსით “ნაპოლის” დატოვებს და “ინტერს” შეუერთდება. პოლონელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, რამაც “პარტენოპეის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ძალიან გააბრაზა. Calcionapoli24-ის ჟურნალისტის ლუკა კერჩონეს ცნობით, დიდი შანსია, რომ მიმდინარე სეზონში ზელინსკი მოედანზე ვეღარ ვიხილოთ და ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილი […]
ლაგუნა ვერეს ნაცვლად „ვისოლს“ ტერიტორია ლისზე , „გალფს“ და „ლუკოილს“ გლდანში გადაეცემათ – მერია

თბილისის მერიამ ლაგუნა ვერეს ტერიტორიის სანაცვლოდ „ვისოლს“ ლისის ტბის მიმდებარედ მისცა მიწის ნაკვეთი, ხოლო „ლუკოილს“ და „გალფს“ ე.წ. გლდანის ხიდის მიმდებარედ. ამის შესახებ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა. „პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდა შეთანხმება სამივე კომპანიასთან, ესენია „ვისოლი“, „ლუკოილი“ და „გალფი“. „ვისოლის“ შემთხვევაში ადგილმონაცვლეა ლისის ტბის მიმდებარედ მიწის ნაკვეთი, ხოლო „გალფისა“ და […]