პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათვე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც 8 მეწარმე სუბიექტის დირექტორი და ფაქტობრივი მმართველი იყო, საგადასახადო დეკლარაციებში არასრულად ასახავდა დამატებული ღირებულების გადასახადით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ რეალურ ბრუნვას, რის შედეგადაც განზრახ აარიდა […]
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

2024 წლის 13 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის უცხოურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. 2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამები 17 ქვეყნის 131-მა სტუდენტმა დაასრულა. კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. „ძვირფასო […]
მიხეილ სარჯველაძე მიუნხენის კონფერენციის ანგარიშზე – იმ ხალხს, ვის ციტატებზეც არის საუბარი, არც თუ პატარა შეხება ჰქონიათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“

არც ივანიშვილზეა ეს მართალი და არც საქართველოზე – იმ ხალხს, ვის ციტატებზეც არის საუბარი, არც თუ პატარა შეხება ჰქონიათ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში არსებული ჩანაწერი შეაფასა, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი “პრორუსი ოლიგარქია, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აშორებს”. მიხეილ სარჯველაძე კონკრეტულ სახელებს არ […]
Galt & Taggart-მა Pepsico კავკასიის წლიურ შეხვედრაზე ეკონომიკური და სექტორული პრეზენტაცია წარადგინა

“გალტ & თაგარტმა” Pepsico კავკასიის წლიურ კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკის და FMCG (სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო საქონელი) სექტორის მიმოხილვა წარადგინა. ღონისძიებაზე გალტ & თაგარტის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს და რეგიონის ეკონომიკებში მიმდინარე ტენდენციები და პროგნოზები, ასევე FMCG სექტორის კვლევის მიგნებები გაუზიარეს. გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში FMCG სექტორის ზომა თითქმის გაორმაგდა და 2023 […]
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს “ფეიკებისთვის” ქონების კონფისკაციის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი 14 თებერვალს მოაწერა კანონს, რომელიც მთელი რიგი მუხლებით, მათ შორის რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებისთვის, მსჯავრდადებულებისგან ქონების კონფისკაციას ითვალისწინებს. კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო სათათბიროს 22 იანვარს წარედგინა, პარლამენტარებმა 31 იანვარს ერთხმად მიიღეს. 7 თებერვალს დოკუმენტი ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა. სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, გადაწყვეტილება “შესაძლებელს გახდის დაისაჯოს ისინი, ვინც საქმიანობას […]
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები

ხელვაჩაურის მერია აქვეყნებს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ჩამონათვალს, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის მოქმედებს: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნობრივი პროგრამები: დიალიზით მოსარგებლე პირთა ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფა. სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება. პარკინსონით დაავადებულ პირთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა. მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (200 ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი). მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის. […]
მიუნჰენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა, აქაური გულწასული ოპიზიციისთვის ჟანგბადის მიწოდებას ემსახურება

“ზეწოლები არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება და ამას როგორც მმართველმა გუნდმა, ისე საზოგადოებამაც უნდა გაუძლოს“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საქართველოს და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციით ზიანს იღებენ ის ინსტიტუტები, რომლებიც ამას ავრცელებენ. „მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა, აქაური გულწასული ოპოზიციისთვის ჟანგბადის […]
გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩამსვლელ გზაზე დამატებითი სამოძრაო ზოლი მოეწყობა – კახა კალაძე

„თბილისში, სხვადასხვა არეალში გამოვყოფთ მიწის ნაკვეთებს, რომ მესაკუთრეებმა ბენზინგასამართი სადგურების გადატანა შეძლონ. უახლოეს პერიოდში გაიგზავნება ეს საკითხი დედაქალაქის საკრებულოში გადაწყვეტილების მისაღებად და მონაცვლეობის შემდეგ, ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟს დავიწყებთ. ამის შემდეგ კი კონკრეტული პროექტი განხორციელდება, რომელიც სატრანსპორტო ნაკადების გატარებას უზრუნველყოფს. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო უკვე აქტიურად მუშაობს სატრანსპორტო კვანძის პროექტზე, რომელსაც მოსახლეობას გავაცნობთ“, – განაცხადა […]
საქართველოში ამინდი უარესდება – 15-17 თებერვლის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. დედაქალაქში – თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, […]
ქუთაისი-ბარსელონას რეისის უკან დაბრუნების მიზეზი ცნობილია

ქუთაისი-ბარსელონა რეისი უკან დაბრუნების მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობა გახდა – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს: ,,აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული […]