დავით ონოფრიშვილი დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს მომდევნო 5 წლის განმავლობაშიც უხელმძღვანელებს

დავით ონოფრიშვილი დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად კიდევ 5 წლით დაინიშნა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განკარგულებაში გამოქვეყნდა. დავით ონოფრიშვილი დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 8 თებერვლიდან ხელმძღვანელობს.

ოზურგეთში, 7,2 კმ სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები კაპროვანის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს. სოფელ ნატანებში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 7,2 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური და შემკრები არხები იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები კოლექტორებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო […]

ქუთაისი-ბარსელონას რეისი ქუთაისის აეროპორტში ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ შეტყობინების გამო დააბრუნეს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ქუთაისი- ბარსელონას რეისის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის გამო მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის […]

მედია – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთისგან ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა მიიღო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“, ჟურნალისტ იზიდა ჭანიაზე დაყრდნობით ავრცელებს. „არაოფიციალური ინფორმაციით, სამი დღის წინ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საპროტესტო ნოტა მიიღო. კანონში ცვლილებები (რატიფიკაციის შესახებ), რომელიც სახელმწიფო აგარაკების მესამე პირებზე […]

პროკურორის განცხადებით, გამოძიება ადგენს, გახდა თუ არა ავლაბარში, 47 წლის კაცის მკვლელობის მოტივი, ფელიქს კაპანოვის მიერ ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ წარსულში მიცემული ჩვენება

ავლაბარში, 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის მოტივი არის თუ არა მის მიერ ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება, აღნიშნულზე გამოძიება მუშაობს. როგორც საქმის პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, დაკავებული ძმებიდან, ერთ-ერთმა გამოძიებას განუცხადა, რომ მოკლულ ფელიქს კაპანოვს მის წინააღმდეგ წარსულში ჩვენება აქვს მიცემული, რის საფუძველზეც ის დააკავეს. პროკურორი არ გამორიცხავს, აღნიშნული ფაქტი იყოს მკვლელობის მოტივიც. ჟორჟოლაძის […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კურსდამთავრებულის, ავთანდილ რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსი“ თვითნასწავლი მხატვრის, სტუ-ის კურსდამთავრებულის, აფხაზეთის ომის ვეტერანის, ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის ფერწერული ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თვითნასწავლი მხატვრის 80-ზე მეტი ფერწერული ტილო – პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები და რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი მშობლიური კუთხის, რაჭის პეიზაჟებს ეთმობა. […]

ილჰამ ალიევის ინაუგურაცია დღეს გაიმართა

დღეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ილჰამ ალიევის ფიცის დადების ცერემონია, რომელმაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტი მეხუთედ დაიკავა, აზერბაიჯანის პარლამენტის, მილი მეჯლისის საგანგებო სესიაზე დღეს გაიმართა. აზერბაიჯანის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ქვეყნის მთავრობა უნდა გადადგეს, რის შემდეგაც ახალი მინისტრთა კაბინეტი შეიქმნება. შეგახსენებთ, 7 თებერვალს გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ალიევმა ხმების 92%-ზე მეტი მიიღო. […]

მიხეილ სარჯველაძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე – ცხოველების დაცულობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯია

კანონპროექტი არამც თუ არ არის ცხოველების წინააღმდეგ, არამედ პირიქით, მათი დაცულობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯია – ვფიქრობ, ეს ინიციატივა მხარდაჭერას იმსახურებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ერთადერთი, რასაც კანონპროექტი ებრძვის, არის უკონტროლობა და ქაოსი ამ სფეროში. “ეს კანონპროექტი არამც თუ არა არის ცხოველების წინააღმდეგ, […]

გიორგი ტყემალაძე – „ლაგუნა ვერესთან“ ბენზინგასამართი სადგურების აღება სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს

მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი ქალაქისთვის ის, რაც დღეს დააანონსა ქალაქის მერმა – დასრულდა მუშაობა იმ კომპანიებთან, რომელთაც ეკუთვნით ბენზინგასამართი სადგურები „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რითაც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ, დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დაანონსებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც გმირთა მოედანთან, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბენზინგასამართი სადგურების აღებას […]

აუდიტის ანგარიში – უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების უზრუნველყოფისათვის, თუმცა არსებული სისტემა შეიცავს ნაკლოვანებებს

სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის თანახმად, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა, რომელიც სამინისტრომ 2018 წლიდან დაიწყო, მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების უზრუნველყოფისათვის, თუმცა არსებული სისტემა შეიცავს ნაკლოვანებებს. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, უწყვეტი სამედიცინო განათლება არ არის სავალდებულო ყველა მიმართულების პერსონალისთვის და განსაზღვრულია მხოლოდ ზოგიერთი სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებისათვის. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის […]