18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა და ხევში გადააგდო

თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 წლით პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა, ცხედარი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით წაიღო და ხევში გადააგდო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე […]

ინდოეთმა და გაერთიანებულმა საამიროებმა ტრანსკონტინენტური ვაჭრობის პაქტი გააფორმეს

ინდოეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებმა ტრანსკონტინენტური ვაჭრობის შესახებ პაქტს ხელი მოაწერეს. პაქტის მიზანია სავაჭრო დერეფნის შექმნა, რაც ევროპას და აზიას დააკავშირებს. აღნიშნულ გეგმას მხარს უჭერს ევროკავშირი და აშშ. შეთანხმება ტრანსკონტინენტურ ვაჭრობაზე ინდოეთის პრემიერმინისტრის ნარენდრა მოდის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას შედგა. ოფიციალური განცხადება პაქტის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა. თავდაპირველად, ორ ქვეყანას შორის ტრანსკონტინენტური […]

“მაცარი არასწორ პოზიციაზე ათამაშებს” – ფერარამ კვარაცხელიაზე ისაუბრა

“იუვენტუსისა” და “ნაპოლის” ყოფილმა მცველმა ჩირო ფერარამ Dazn-თან ინტერვიუში “პარტენოპეის” გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ფერარას თქმით, კვარაცხელია შეტევის ფლანგზე ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე სხვა პოზიციაზე. “კვარაცხელია თავდამსხმელის უკან? ჩემთვის ის ყველაზე ეფექტური გარემარბის პოზიციაზეა. მნიშვნელოვანია, რომ ჰყავდეს ფორვარდი, რომელსაც საგოლე პასებით მოამარაგებს და სიღრმიდან შეტევა შეეძლება. მიუხედავად ამისა, ქართველის პოზიცია მეტოქეზეა დამოკიდებული. “კვარას” გააჩნია […]

UNESCO: უკრაინის კულტურული მემკვიდრეობების ძეგლების აღსადგენად $9 მილიარდამდე დაჯდება

გაეროს კულტურული სააგენტოს (UNESCO) მიხედვით, რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად დაზიანებული უკრაინის კულტურული მემკვიდრეობებისა და ტურიზმის ინდუსტრიის აღსადგენა 9 მილიარდამდე ამერიკული დოლარი დაჯდება. ამასთან ერთად, UNESCO-ს ანგარიშით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის ტურიზმის სექტორს დაახლოებით $19 მილიარდის ზარალი მიადგა. სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინაში ომის შედეგად დაზიანდა 341 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

მიხეილ სარჯველაძე – განკარგულების თემაზე აჟიოტაჟიდან ყველაზე ცუდად გახარიას გუნდი გამოვიდა – მომზადებული ბომბი ხელში აუფეთქდათ

განკარგულების თემაზე აჟიოტაჟიდან ყველაზე ცუდად გახარიას გუნდი გამოვიდა – მომზადებული ბომბი ხელში აუფეთქდათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ხოლმე როდესაც ვიღაცის კრიტიკას წამოიწყებენ, რადგან მერე ბუმერანგივით უკან არ დაუბრუნდეთ. „მე მგონი, განკარგულების თემასთან დაკავშირებით რაც იყო აჟიოტაჟი, ამ ისტორიიდან ყველაზე […]

აუდიტის ანგარიში – დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმები ნაკლოვანებებს შეიცავს – საგამოცდო ტესტების სრული რაოდენობის 75-80% გამოცდის თარიღამდეა ხელმისაწვდომი

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმები ნაკლოვანებებს შეიცავს – საკვალიფიკაციო ტესტების უმეტესობა 2001 წლიდან განახლებულია მხოლოდ 4-ჯერ, ხოლო გარკვეული სპეციალობების ფარგლებში არ შესულა ცვლილებები, საგამოცდო ტესტების სრული რაოდენობის 75-80% გამოცდის თარიღამდეა ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის […]

ცნობილია მიზეზი, რის გამოც Wizz Air-ის თვითმფრინავი ქუთაისში დააბრუნეს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანია Wizz Air-ზე დაყრდნობით ავრცელებს ოფიციალურ მიზეზს, რის გამოც ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი აეროპორტში დაბრუნდა. “მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ”, – ნათქვამია განცხადებაში. ქუთაისიდან ბარსელონაში Wizz Air-ის ბორტი […]

მოსკოვი შეეცადა ვაშინგტონთან მოლაპარაკებას უკრაინაში მიმდინარე ომის გაყინვის თაობაზე-Reuters

შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინადადებაზე, რომელიც კონფლიქტის გაყინვის მიზნით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. Reuters-ი ამ მოლაპარაკების შესახებ ინფორმირებულ სამ რუსულ წყაროზე დაყრდნობითი იუწყება. „ამერიკელებთან კონტაქტებს არაფერი მოჰყოლია”, – განუცხადა სააგენტოს რუსეთის მაღალჩინოსანმა, რომელიც იცნობს 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის დასაწყისში მიმდინარე მოლაპარაკებას. წყაროთა თანახმად, კრემლი ვაშინგტონს სთავაზობდა მხოლოდ სამხედრო ოპერაციების […]

ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს 18 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და […]

ასაფეთქებელზე შეტყობინების გამო ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისი უკან მოაბრუნეს

დღეს, 14 თებერვალს, აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონის რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ.