დონეცკის ოლქში ცეცხლის ქვეშ მოექცა სამშობიარო სახლი, დაიღუპა სამი ადამიანი

უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოში გასულ ღამით, რუსეთის იერიშის შედეგად დაზიანდა საავადმყოფოს შენობა, არიან დაღუპულები და დაჭრილები – იუწყებიან უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახური და დონეცკის ოლქის პოლიცია. გავრცელებული ცნობებით, სროლის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდა საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება, სადაც 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა, დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი, დაიჭრა კიდევ ექვსი პირი. უკრაინის წარმომადგენელთა ცნობით, ნანგრევებიდან […]

სომხეთში გადადგა ეკონომიკის მინისტრი, აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი არ არის პასუხი მისი ქვეშევრდომების დაპატიმრებაზე

14 თებერვალს სომხეთში თანამდებობიდან გადადგა ეკონომიკის მინისტრი, ვაჰან ქერობიანი – ორ კვირაში მას შემდეგ, რაც მისი მოადგილე და სხვა ქვეშევრდომები დააპატიმრეს კორუფციის ბრალდებებით, რომლებსაც იგი უარყოფს. ქერობიანმა თავისი ნაბიჯი ახსნა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან დაუკონკრეტებელი უთანხმოებით. მან ეკონომიკის მინისტრის პოსტზე სამ წელიწადზე მეტი იმუშავა. ქერობიანმა გამორიცხა მოსაზრება, რომ მისი გადადგომა არის პასუხი მისი ქვეშევრდომების დაპატიმრებაზე. ტელევიზიით […]

სირცხვილი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და ამდენი ადამიანი უმუშევარია?! – გიორგი ვაშაძე

სირცხვილი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და ამდენი ადამიანი უმუშევარია?! – გიორგი ვაშაძე “სირცხვილი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და ამდენი ადამიანი უმუშევარია?! რამდენ ინვესტორს ჩამოიყვანდა საქართველოში გარეთ რომ იყოს”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ 14 თებერვალს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “საჯარო პოლიტიკა”-ში სტუმრობისას. “სააკაშვილის იდეები სჭირდება ჩვენ ქვეყანას. საერთოდ ჩვენ, პროფესიონალების ძალები უნდა გავაერთიანოთ, რაღაც […]

აშშ თანდათანობით შთანთქავს გერმანულ ინდუსტრიას თუნდაც საკუთარი სახელმწიფო სუბსიდირების გამო, იაფი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი გერმანული სამრეწველო სიმძლავრეების ხარჯზე

აშშ თანდათანობით შთანთქავს გერმანულ ინდუსტრიას თუნდაც საკუთარი სახელმწიფო სუბსიდირების გამო, იაფი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი გერმანული სამრეწველო სიმძლავრეების ხარჯზე “გერმანიიდან შტატებში გადასვლას აპირებს Рorsche-ც – ელექტრობატარეების გამომშვები ქარხნისთვის გამოყოფილი ამერიკული სამთავრობო სუბსიდია შეადგენს 2 მილიარდ დოლარს, მაშინ როდესაც გერმანია კონცერნს 800 მილიონზე მეტს ვერ სთავაზობს”, – ამის შესახებ, “ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში […]

ექსპორტირებული სპილენძის ღირებულება წლიურად 53%-ით, ხოლო ფეროშენადნობების 60.7%-ით შემცირდა

გასულ წელს ექსპორტირებული სპილენძის ღირებულება 237 მლნ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 237 მლნ დოლარამდე შემცირდა. ინფორმაციას Galt&Taggart ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაში აქვეყნებს. „ექსპორტირებული სპილენძის ღირებულება წლიურად 53%-ით შემცირდა 2023 წელს $479 მლნ-მდე. სპილენძით საგარეო ვაჭრობის უდიდესი ნაწილი რეექსპორტია და გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. 2024 წლის იანვარში სპილენძის ფასი თვიურად 0.4%-ით გაიზარდა. მიუხედავად უმნიშვნელო ზრდისა, საინვესტიციო ფონდები სპილენძის აქციების […]

“პროფესიული განათლება და Erasmus+ პროგრამები” – საქართველოსა და ლატვიის საპარლამენტო კომიტეტებმა თანამშრომლობის კომუნიკეს მოაწერეს ხელი

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (საეიმას) განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიას შორის განათლების მიმართულებით ორმხირივი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლებისა მიმართულებით თანამშრომლობასა და Erasmus+ – ის პროგრამაზე. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე […]

საერთოდ რა უნდა პეტრეს იქ სადაც არის? – მგონია, რომ ბორკილებად ადევს ის ანაფორა – დათო ლიკლიკაძე პეტრე კვარაცხელიაზე

საერთოდ რა უნდა პეტრეს იქ სადაც არის? – მგონია, რომ ბორკილებად ადევს ის ანაფორა – დათო ლიკლიკაძე პეტრე კვარაცხელიაზე “აი, საერთოდ რა უნდა პეტრეს იქ სადაც არის? – მგონია,რომ ბორკილებად ადევს ის ანაფორა.”- წერს დათო ლიკლიკაძე ერთ-ერთი პოსტის კომენტარში, სადაც პეტრე კვარაცხელია მის მიმართ, სინდალური კომისიის დასკვნას ეხმიანება. “აწი უფრო “კაი ტიპი” იქნება. სასარგებლო საზოგადოებისთვის […]

,, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამჟამად უზურპატორი პირების ხელშია და ყველას ანადგურებენ, ვინც მათ არ ემორჩილება” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისიის განცხადებას ასე ეხმაურება: ,,დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, ერთ-ერთი უიშვიათესი სასულიერო პირია, ვინც ეტიკეტს კი იცავდა, მაგრამ რევერანსებით არ ელაპარაკება ე.წ. მიტრ შიოს და ე.წ. დეკ. ჯაღმაიძეს. მედიაში მისასვლელად მონურ მორჩილებას არ გამოხატავს საპატრიარქოს უზურპატორებთან და თავად იღებს გადაწყვეტილებებს. ე.წ. სინოდალური კომისია, რომლის მსგავს მახინჯ წარმონაქმნს საეკლესიო ცხოვრება არ იცნობს […]

იუსოვი: განადგურებული ხომალდის “ცეზარ კუნიკოვის” ეკიპაჟის უმეტესობამ გაქცევა ვერ შეძლო

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, შავ ზღვაში განადგურებული რუსული დიდი სადესანტო ხომალდის ცეზარ კუნიკოვის ეკიპაჟის უმეტესობამ გაქცევა ვერ მოახერხა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა ისაუბრა. “ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა – ეფექტურად. მტრის ხომალდი განადგურდა, მისი აღდგენა შეუძლებელია. ტვირთთან ერთად იყო საბრძოლო მასალა. არსებული ინფორმაციით, დიდი სადესანტო ხომალდის ცეზარ კუნიკოვის ეკიპაჟის უმრავლესობამ […]

საფრანგეთი ისრაელის რაფაჰში სახმელეთო შეჭრის იდეას ეწინააღმდეგება

საფრანგეთი ისრაელის რაფაჰში სახმელეთო შეჭრის იდეას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი ემანუელ მაკრონის ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს. განცხადების თანახმად, მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროს ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ის მტკიცედ ეწინააღმდეგება სამხრეთ ღაზაში მდებარე ქალაქ რაფაჰში ისრაელის სამხედროების შესაძლო ოპერაციას. „ამან შეიძლება მხოლოდ ახალი სიმძლავრის ჰუმანიტარული კატასტროფა და მოსახლეობის იძულებითი […]