სომხეთში ეკონომიკის მინისტრი გადადგა

დღეს სომხეთში თანამდებობიდან ეკონომიკის მინისტრი, ვაჰან ქერობიანი გადადგა. უცხოური მედიის ცნობით, ორი კვირის წინ მისი მოადგილე და სხვა ქვეშევრდომები კორუფციის ბრალდებებით დააპატიმრეს, რაც მან უარყო. კერობიანმა, რომელიც 2020 წლის ნოემბერში დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, გამოაქვეყნა განცხადება, სადაც გადადგომის მიზეზად “ბევრი უთანხმოება” დაასახელა, მაგრამ არ აკონკრეტებს რა იყო ისინი. ქერობიანმა გამორიცხა მოსაზრება, რომ მისი გადადგომა არის პასუხი […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ – მძევლების გასათავისუფლებლად ძლიერი სამხედრო ზეწოლა და მყარი მოლაპარაკებებია საჭირო

მძევლების გასათავისუფლებლად ძლიერი სამხედრო ზეწოლა და მყარი მოლაპარაკებებია საჭირო, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ნეთანიაჰუმ კვლავ გააჟღერა საკუთარი აზრი, რომ „ჰამასი“ დაზავების შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებების საბოტაჟს ახდენს თავისი „გიჟური მოთხოვნებით“. „ამ კვირას ორი მძევალი გავათავისუფლეთ ფრთხილ სამხედრო ოპერაციაში. ამ მომენტისთვის 112 მძევალი გავათავისუფლეთ ძლიერი სამხედრო ზეწოლისა და მყარი მოლაპარაკებების კომბინაციით. […]

თორნიკე მამალაძის განცხადებით, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, რის საფუძველზეა გათავისუფლებული დეკანოზი გიორგი მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის, ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, რის საფუძველზეა გათავისუფლებული დეკანოზი.„დარწმუნებული ვარ პრეზიდენტის შეწყალება არ არის. უცნობია, რის საფუძველზეა გათავისუფლებული. დეტალები არ ვიცი. შემიძლია ვთქვა, რომ უდოს კომისიაზე გვქონდა განცხადება გაგზავნილი წინა წლის ნოემბერში, პასუხი მოგვივიდა, რომ 3-თვიანი ვადა ითხოვა უდოს კომისიამ. 19 თებერვალს უნდა გასულიყო 3 თვე. დღეს მირეკავს ჩემი ძმა, რომ […]

“წინააღმდეგობებით აღსავსე ქალი ვარ, კმაყოფილი ჩემი ასაკით და ცხოვრებით… ვარ დედა, ბებია, მსახიობი” – მარინა კახიანის გულახდილი ინტერვიუ

· 0 უამრავი საინტერესო სახე შექმნა თეატრსა და კინოში… ცნობილი და ბევრისათვის საყვარელი ფილმები, სერიალები… პირადად მე, ის ყველაზე კარგად და ნათლად დამამახსოვრდა ფილმიდან „მტვრის გემო“. ლამაზად, გლამურულად ჩაცმულმა ქალბატონმა, რომელიც დინჯად და ამაყად დააბიჯებდა „TV 11“-ის დერეფნებში, ჩვენი თაობის გული მალევე დაიპყრო. სიყვარული და აღფრთოვანება კი სერიალით – „გოგონა გარეუბნიდან“ დაიმსახურა. მარინა კახიანი შეხვედრაზე […]

დავით ბერძენიშვილი – სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი რომც შეიწყალოს, ის ციხიდან ვერ გამოდის, ეს იქნება ფუჭი გასროლა – ელექტორალურად წააგებს

ზურაბიშვილმა სააკაშვილი რომ შეიწყალოს, ეს იქნება ფუჭი გასროლა – ელექტორალურად წააგებს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ბერძენიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ მოსთხოვს სალომე ზურაბიშვილს საჯაროდ შეწყალებას მხარდაჭერის სანაცვლოდ. „სალომე ზურაბიშვილმა, მიხეილ სააკაშვილი რომც შეიწყალოს, სააკაშვილი ციხიდან ვერ გამოდის. დატოვებული აქვს ხელისუფლებას საქმეები. რომც შეიწყალოს, ეს იქნება ფუჭი […]

“როიტერი”: პუტინი ომის თაობაზე ამერიკასთან მოლაპარაკებას ცდილობდა

საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” სამ რუსულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წარადინა, თუმცა ამერიკამ ის უარყო. წყარო, რომელსაც სააგენტომ კომენტარისთვის ამერიკაში მიმართა, ამბობს, რომ ოფიციალურ დონეზე მსგავსი განხილვა არ მომხადა. ის ასევე ამბობს, რომ ამერიკა არასდროს ჩაერთვება განხილვაში, სადაც უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას. სააგენტოსთვის ინფორმაციის მიმწოდებელი პირების თანახმად, […]

ისრაელი რაფაში სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება

ღაზაში, პალესტინელთათვის ამ დრომდე შედარებით უსაფრთხო ბოლო თავშესაფარ ქალაქში დარჩენილი მოქალაქეები შიშობენ, რომ ისრაელი დასახლებას მალე შეუტევს. ეს მოლოდინი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქაიროში მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ეგვიპტის დედაქალაქში მოლაპარაკება, რომელშიც შეერთებული შტატები, ისრაელი, ეგვიპტე და კატარი მონაწილეობდნენ, 13 თებერვალს მნიშვნელოვანი გარღვევის გარეშე დასრულდა. შემდეგი შეხვედრის თარიღი არ გამოცხადებულა. შეთანხმების მიუღწევლობა საფრთხეს უქმნის მილიონზე […]

გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ძმა, თორნიკე მამალაძე ავრცელებს სოციალურ ქსელში. ყოფილი დეკანოზი საპატიმროში 7 წელი იმყოფებოდა, მას პატრიარქის მდივან-რეფერენტ, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ბრალდებოდა.

ქუთაისის მერია – ქუთაისში, 2024 წელს, პირველ ეტაპზე, ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 33 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი

ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2024 წელს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ქალაქში 33 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა ობიექტზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო. „გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. პეტრიწის ქუჩის მეორე შესახვევში, გზის სავალ ნაწილზე განახლდება ბეტონის საფარი, მოეწყობა ტროტუარი და ეზოებში […]

როგორ მოვხვდე ევროკავშირის შესყიდვების ბაზარზე? – ღონისძიების დეტალები, რომელიც ხვალ გაიმართება

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და ექსპორტის განვითარების ასოციაცია, ხვალ სახელმძღვანელოს წარმოადგენენ, რომლის სახელწოდებაა, “საჯარო შესყიდვები ევროკავშირში”. ღონისძიება იმართება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნოს უნიკალური შესაძლებლობა და ასწავლოს, როგორ მოხვდნენ ევროკავშირის შესყიდვების ბაზარზე. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა მრავალია წელია მხარს უჭერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საჯარო შესყიდვების რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მიმართულია […]