„ნაციონალურ მოძრაობას“ თავისმა პატრონებმა უთხრეს, რომ უკვე 9-10 არჩევნები წააგეთ, ამიტომ უტოპიაა თქვენზე ფსონის დადება – არჩილ თალაკვაძე

„ნაციონალურ მოძრაობას” უკვე აქვს მიღებული ინსტრუქცია – თავისმა პატრონებმა უთხრეს, რომ თქვენ ვერ იმარჯვებთ, უკვე 9-10 არჩევნები წააგეთ, ამიტომ უტოპიაა თქვენზე ფსონის დადება, მოდით, აიღეთ ის, რაც შეგიძლიათ და იმუშავეთ თქვენს ელექტორატზე. “ლელოს” და რადიკალურ ბანაკს უთხრეს, რომ თქვენი მოვალეობა არის, იმუშაოთ დანარჩენ ოპოზიციურ ელექტორატზე, უნდა გახდეთ “ნაციონალურ მოძრაობაზე” უფრო აგრესიულები, მათზე უფრო მატყუარები, – […]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ე.წ. რამშტანის ჯგუფის მე-19 შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ. საერთაშორისო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2022 წლის აპრილში გაიმართა.

სებ-ში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის მე-8 სხდომა გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკის ინფორმაციით, სებ-ში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის მორიგი, მე-8 სხდომა გაიმართა. მათივე ცნობით, სხდომას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა უძღვებოდა. სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ წევრ ორგანიზაციებს წლების განმავლობაში ფინანსური განათლების პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ხაზი გაუსვა ფინანსური განათლების მნიშვნელობას როგორც ქვეყნის, ისე ცალკეული ორგანიზაციების ფინანსური სტაბილურობისათვის და […]

კიევის ცნობით, ჩაძირული რუსული გემის „ეკიპაჟის დიდი ნაწილი ვერ გადარჩა“

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, 14 თებერვლის დილით ჩაძირული გემის, „ცეზარ კუნიკოვის“ ეკიპაჟის უმრავლესობა ვერ გადარჩა. „ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. შედეგი არის. მტრის გემი განადგურებულია და შეკეთებას არ ექვემდებარება. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის დიდი ნაწილი ვერ გადარჩა“, – ციტირებს უწყების პრესსპიკერ ანდრიი იუსოვს „უკრაინსკა პრავდა“. მისივე თქმით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ზუსტდება. გემის ჩაძირვის შესახებ უკრაინამ 14 […]

რუსეთის არმიის დისკრედიტაციისთვის ქონების ჩამორთმევის კანონი ძალაში შევიდა

14 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც მსჯავრდებულთათთვის ქონების კონფისკაციის უფლებას იძლევა. ერთ-ერთი მუხლი აღნიშნულ სასჯელს რუსეთის არმიის დისკრედიტაციის გამო, “გამიზნულად ყალბი ინფორმაციის” გავრცელებისთვის ითვალისწინებს. შედეგად, კანონპროექტმა, რომელიც დუმას 22 იანვარს წარედგინა და 31 იანვარს პარლამენტარებმა ერთხმად მიიღეს, დღეიდან კანონის ძალა აქვს. მეზობელ სახლმწიფოში, სუვერენულ უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს მოსკოვი ჯერ […]

უკრაინა აცხადებს, რომ შავ ზღვაში რუსეთის დიდი სადესანტო ხომალდი ჩაძირა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტომ და შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ უკრაინამ ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან რუსული სადესანტო ხომალდი გაანადგურა. ოთხშაბათს, საზღვაო დრონებმა ხომალდის მარცხენა მხარე გაარღვიეს, რაც ჩაძირვის მიზეზი გახდა. კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია რუსეთს, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ შავ ზღვაში ექვსი დრონი გაანადგურა. კრემლმა კომენტარზე უარი განაცხადა. უკრაინის სამხედრო უწყებამ „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა: „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის […]

“ნაციონალურ მოძრაობას” თავისმა პატრონებმა უთხრეს, რომ უკვე 9-10 არჩევნები წააგეთ, ამიტომ..” – არჩილ თალაკვაძის განცხადება

“ნაციონალურ მოძრაობას” თავისმა პატრონებმა უთხრეს, რომ უკვე 9-10 არჩევნები წააგეთ, ამიტომ..” – არჩილ თალაკვაძის განცხადება “ნაციონალურ მოძრაობას” უკვე აქვს მიღებული ინსტრუქცია – თავისმა პატრონებმა უთხრეს, რომ თქვენ ვერ იმარჯვებთ, უკვე 9-10 არჩევნები წააგეთ, ამიტომ უტოპიაა თქვენზე ფსონის დადება, მოდით, აიღეთ ის, რაც შეგიძლიათ და იმუშავეთ თქვენს ელექტორატზე. “ლელოს” და რადიკალურ ბანაკს უთხრეს, რომ თქვენი მოვალეობა […]

პალესტინელთა პრეზიდენტი, აბასი ჰამასს მოუწოდებს “სწრაფად” დათანხმდეს ღაზის შეთანხმებას

პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ ჰამასს 14 თებერვალს მოუწოდა სწრაფად დათანხმდეს ღაზის შეთანხმებას, რათა “მძიმე შედეგები” თავიდან იქნეს აცილებული – იუწყება პალესტინელთა ოფიციალური სააგენტო Wafa. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული, ოკუპირებულ დასავლეთის სანაპიროზე განთავსებული პალესტინელთა ავტონომია არ მონაწილეობდა ამ კვირაში ეგვიპტეში გამართულ მოლაპარაკებაში, რომლის მიზანი იყო ისრაელსა და ჰამასს […]

ცისკარიშვილი საქართველოში პროცესორებისა და მიკროჩიპების წარმოების პირობას დებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, „ენმ“ საქართველოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად მაღალტექნოლოგიური პროდუქციის, მათ შორის პროცესორების, მიკროჩიპებისა და ყველანაირი ნახევარგამტარების წარმოების დანერგვაზე იმუშავებს. „გამარჯვების კოალიციის“ [„ენმ“-სა და რიგი სხვა ოპოზიციური პარტიების გაერთიანება] უმუშევრობისადმი მიძღვნილ კითხვა-პასუხზე, ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ „ნებისმიერმა ერთ წლიანი ტრენინგზე უნარის შეძენის შემდეგ ეს საწარმო გამართოს“. „მაღალტექნოლოგიური წარმოება, პროცესორები, მიკროჩიპები, ყველანაირი […]

საზღვაო სატრანსპორტო სფეროში ჯარიმები დაწესდება – რა წერია კანონპროექტში

სანავსადგურე წყლებში, მოძრაობის გამყოფი სისტემაში და სპეციალურ დერეფნებში გემების მოძრაობისა და დგომის წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა დადგინდება. როგორც პარლამენტისთვის წარდგენილ კანონპროექტში ვკითხულობთ, ჯარიმა განისაზღვრება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, ნავსადგურის შემოწმების დროს გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაშიც. გარდა ამისა, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ გემის ნავსადგურში შესვლისა და გამოსვლის, გემში მგზავრთა ჩასხდომის, მგზავრობისა და გემიდან გადმოსხდომის დრო უსაფრთხოების წესების […]