საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: “კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორ ალექსანდრე ვახტანგოვის გარდაცვალების გამო ალექსანდრე (სანდრო) ვახტანგოვი იყო რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, ოპერატორი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი. პროფესიული განათლება მიიღო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტსა და მოსკოვის დოკუმენტური ფილმების ცენტრალურ სტუდიაში. ალექსანდრე ვახტანგოვი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიისა და კომპანია […]
“მეუფე დიმიტრის ციხის კარი უნდა შეემტვრია?!” – ბათუმის ეპარქიაში დეკანოზ მამალაძეს პასუხობენ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებას ეხმაურებიან, რომელიც მან მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილთან დაკავშირებით გააკეთა. პატიმრობიდან გათავისუფლებული დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს მისი მხარდაჭერის გამბედაობა არ აღმოაჩნდა. როგორც ნეტგაზეთს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ილია ხინიკაძემ განუცხადა, მიტროპოლიტმა დიმიტრიმა ყველა იურიდიული ფორმა გამოიყენა […]
კახა კალაძე „ლელოზე“ – ისეთ სისულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა

ჩვენ ვისმენთ ისეთ განცხადებებს, ქმედებას თუნდაც პარტია “ლელოდან”, მისი დამფუძნებლების მხრიდან… ნუ, საოცარია, ეს მუქარები – თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთ სისულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს შეიძლება მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური პარტიის წევრი არ იყო, მაგრამ “ისეთ სიბინძურეებს აკეთებდა და კადრულობდა, რაც […]
ცესკო-ს ოპოზიციონერი წევრი – პუნქტს, რომელიც საარჩევნო პროცესში ძირეულ რეფორმებს ეხება, შესრულებულად ვერ ჩავთვლით, რადგან ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს

პუნქტს, რომელიც საარჩევნო პროცესში ძირეულ რეფორმებს ეხება, შესრულებულად ვერ ჩავთვლით, იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც მეორე მოსმენით იქნა მიღებული, რადგან არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის ძირეულ რეკომენდაციებს, – ამის შესახებ ცესკო-ს წევრმა „სტრატეგია აღმაშენებლიდან“, ანა კობახიძემ განაცხადა, რითაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა. როგორც კობახიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ […]
„საქპატენტი“ ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ აკრედიტაციის კონკურსის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას სიცრუეს უწოდებს

„საქპატენტი“ ყალბს უწოდებს ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, „თითქოს კოლექტიური მართვის ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მინიჭების პროცესი კანონდარღვევით განხორციელდა“. აღნიშნულის შესახებ „საქპატენტი“ განცხადებას ავრცელებს. „გუშინ, 14 თებერვალს ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს კოლექტიური მართვის ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მინიჭების პროცესი კანონდარღვევით განხორციელდა. სიუჟეტში ნახსენები იყო საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედი ქოლგა ორგანიზაციების მიერ „საქპატენტისათვის“ […]
შალვა პაპუაშვილი – თუ ვინმესგან არის დასაცავი ჩვენი ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი „ენჯეოები“ – არ დავუშვებთ, 2020 წელი გაიმეორონ „ენჯეოებმა“ და ყალბი დასკვნებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ

არ დავუშვებთ, 2020 წელი გაიმეორონ „ენჯეოებმა“ და ყალბი დასკვნებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამომრჩევლის ხმები დასაცავია „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტი „ენჯეოებისგან“. „2020 წელს ჩვენ რაც ვნახეთ, ერთადერთი, ვისგანაც დასაცავია ქართველი ამომრჩევლის ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მისი სატელიტი „ენჯეოები“. სხვათა შორის, პირდაპირ ეუთო-ს […]
ბათუმში „გმირთა ხეივნის“ სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ბათუმში „გმირთა ხეივნის“ სრულ რეაბილიტაციასა და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელის მშენებლობას ინტენსიურად აგრძელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. „ერთ კილომეტრზე მეტი სიგრძის ,,გმირთა ხეივნის“ სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა, მოეწყო სავალი ნაწილის ბეჭდური ბეტონი, […]
ქეთევან თურაზაშვილი – ვაგრძელებთ შეხვედრებს პენსიონერებთან და მზად ვარ, ჩავერთო დაანონსებული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი ვარკეთილში საპენსიო სესხებით დაზარალებულებს შეხვდა. შეხვედრა გუნდის იურისტების მონაწილეობით გაიმართა. „მოქალაქეების“ ცნობით, შეხვედრას 100-ზე მეტი პენსიონერი ესწრებოდა, რომლებმაც იურისტების დახმარებით „ლიბერთი ბანკს“ განცხადებით მიმართეს. მათივე ცნობით, საუბარია იმ პენსიონერებზე, რომლებსაც ბანკმა ისე გაუფორმა ე.წ. ოვერდრაფტები, რომ მათ არ აუხსნეს, რა სახის სესხთან ჰქონდათ საქმე […]
„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერიას მოუწოდებს მდინარე ხევძმარას ხეობის ნაცვლად, დაზარალებულ 116 ოჯახს ადეკვატური, უსაფრთხო ტერიტორია შესთავაზოს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თბილისის საკრებულოს კერძო საჩივარი კახი კალაძის მორიგ მავნებლურ მშენებლობაზე, რომელიც ეხება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 116 ოჯახს. “ოცნება” თავისთვის საუკეთესო ტერიტორიებს იმეტებს, ამ ოჯახებისთვის კი გაიმეტა მიწის ნაკვეთი მდინარე ხევძმარას ხეობაში, კოლექტორზე, რომელიც საფრთხის შემქმნელია. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გამოეყოთ ამ ადამიანებს ხევის ნაცვლად ადეკვატური, უსაფრთხო ტერიტორია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია […]
ვანო მაღალაშვილი – დეკანოზი მამალაძის საქმე ბურუსით მოცულია და ბევრი სადაო დეტალია – სამწუხაროა, რომ საქართველოს არ აქვს ისეთი სასამართლო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ასეთი საქმეების სამართლიანად განხილვა

დეკანოზი მამალაძის საქმე არის ბურუსით მოცული და ბევრი სადაო დეტალია ამ შემთხვევაში – სამწუხაროა, რომ საქართველოს არ აქვს ისეთი სასამართლო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ასეთი საქმეების სამართლიანად განხილვას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ვანო მაღალაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის განთავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობა ასეთ საქმეებთან ერთად კავშირშია ქვეყნის გაღარიბებასთან. „დეკანოზი […]