ვანო მაღალაშვილი – დეკანოზი მამალაძის საქმე ბურუსით მოცულია და ბევრი სადაო დეტალია – სამწუხაროა, რომ საქართველოს არ აქვს ისეთი სასამართლო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ასეთი საქმეების სამართლიანად განხილვა

დეკანოზი მამალაძის საქმე არის ბურუსით მოცული და ბევრი სადაო დეტალია ამ შემთხვევაში – სამწუხაროა, რომ საქართველოს არ აქვს ისეთი სასამართლო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ასეთი საქმეების სამართლიანად განხილვას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ვანო მაღალაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის განთავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობა ასეთ საქმეებთან ერთად კავშირშია ქვეყნის გაღარიბებასთან.
„დეკანოზი მამალაძის საქმე არის ბურუსით მოცული საქმე და ბევრი სადაო დეტალია ამ შემთხვევაში. სამწუხაროა, რომ საქართველოს არ აქვს ისეთი სასამართლო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანად განხილვას ასეთი საქმეების. დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობა ასეთ საქმეებთან ერთად კავშირშია პირადად ქვეყნის გაღარიბებასთან, რადგან როდესაც არ არის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი, არ შემოდის ინვესტიციები და ეს პირდაპირ ხელს უწყობს ქვეყნის გაღარიბებას“, – განაცხადა ვანო მაღალაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან ე.წ. უდოს საფუძველზე გათავისუფლდა. ინფორმაციისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება