გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი – ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გახდება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, ამისთვის კი აუცილებელია ხელისუფლება შეიცვალოს

ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გახდება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, ამისთვის კი აუცილებელია საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს დეპუტატმა ანო ბალიაშვილმა, „ცხინვალის მარიონეტული რეჟიმისთვის მოსკოვის ახალ დირექტივაზე“ საუბრისას განაცხადა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ძალიან სწრაფად მოხდეს ცვლილებები, რომ ხალხს ჰქონდეს უკეთესი ანაზღაურება, ღირსეული შემოსავალი და დემოკრატიული გარემო. […]
სახალხო დამცველი: მივესალმები გიორგი მამალაძის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას

ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ საპატიმროს დატოვებას სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი გამოეხმაურა. იოსელიანი მიესალმება მამალაძისთვის სასჯელის შემსუბუქებას. იოსელიანის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატმა სასჯელაღსრულების ორგანოს მამალაძის თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განსახილველად იუსტიციის მინისტრს 3 თვის წინ მიმართა. მისი თქმით, ამის მთავარი მიზეზი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. “სახალხო […]
ხაბეიშვილი: ხმის მცველების სკოლას ვაკეთებთ, სადაც ადამიანებს გადავამზადებთ

მარტო ეუთო/ოდირისა და ჩვენი პარტნიორების იმედად არ უნდა ვიყოთ. ჩვენ ხმის მცველების სკოლას ვაკეთებთ, სადაც ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს, გადავამზადებთ, რომ არჩევნებში ყველა კანონი, პუნქტი იცოდნენ – როგორ და რანაირად შეიძლება არჩევნების გაკონტროლება. მაქსიმალურად ვემზადებით, რომ ჩვენი ხალხის ხმა დაცული იყოს.
Roamingo eSIM App – იაფი ინტერნეტი მოგზაურობისთვის

საქართველოში პირველმა მომხმარებლებმა ახალი მობილური აპლიკაციით უკვე ისარგებლეს ქართულ ბაზარზე ახალი მობილური აპლიკაცია, Roamingo გამოჩნდა, რომელიც უცხოეთში მიმავალ მოგზაურებს მობილურ ინტერნეტს eSIM ტექნოლოგიის საშუალებით სთავაზობს. ტრადიციული როუმინგისგან განსხვავებით, Roamingo-ს აპლიკაცია არ საჭიროებს ფიზიკურ SIM-ბარათს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ქვეყანა და შეიძინოს გიგაბაიტები ბევრად დაბალ ფასად, სასურველი ვადით. კომპანია Roamingo-ს გუნდმა წარმატებით მოახდინა წამყვანი საერთაშორისო […]
საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრი – საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას სხვადასხვა სფეროში ვხედავთ

საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას ბევრ სხვადასხვა სფეროში ვხედავთ, – ამის შესახებ საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ხალიდ ალ-ფალიჰმა თბილისში გამართულ საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ხალიდ ალ-ფალიჰმა საქართველოს მასპინძლობისთვის და ბიზნეს ფორუმის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა ორივე ჩვენს დიდებულ სახელმწიფოს 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები მივულოცო. ჩვენმა ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წელს, საქართველოს […]
გიორგი პერტაია – საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს ფორმატი გვაძლევს საშუალებას საქართველოში ინვესტირებისა და ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდის მხრივ საინტერესო შედეგები მივიღოთ

სავაჭრო პალატამ საქართველო – საუდის არაბეთის ერთობლივი ბიზნეს საბჭოს მეორე სამუშაო სხდომა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომა მისასალმებელი სიტყვით სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის მოადგილემ, ბადრ ალბადრიმ გახსნეს. „საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს ფორმატი გვაძლევს საშუალებას ორი […]
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქში ყველაზე დიდი გამწვანებით – „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა დაიწყო

„მეტროპოლ ქავთარაძის“ საცხოვრებელი კორპუსის საძირკველში სიმბოლური კაფსული ჩაიდო ორ 25-სართულიან კორპუსს ერთი ჰექტარი ფართობის სარეკრეაციო ზონა ექნება საცხოვრებელი სახლები მაღალი თერმომარეგულირებელი ეფექტურობის მქონე, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენდება ქავთარაძის ქუჩაზე დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს. მშენებლობის ადგილას, შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსული კომპანიის ხელმძღვანელებმა მცხოვრებლებთან ერთად ჩადეს. კაფსულში განათავსეს დოკუმენტი, რომელსაც მომხმარებლების ხელმოწერები ახლავს თან. […]
ლევან დავითაშვილი – საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, პოტენციური პარტნიორია

პირველი ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მთავრობის მიზანია, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ხარისხიანი, პირდაპირი ინვესტიციები მოვიზიდოთ როგორც ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების, ასევე ეკონომიკის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმზე მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო ბევრს მუშაობს სხვადასხვა […]
წვიმა, თოვლი და ტემპერატურის კლება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ […]
სამეგრელოში 7 უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში, მიმდინარე წლის თებერვალში, 7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. მარტვილის, წალენჯიხის, სენაკის, ხობის, ზუგდიდისა და ჩხობის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებს, დაურეგისტრირებელი ცირკული ტიპის სახერხი საამქროები, საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში, სამართალდამრღვევმა, დაუფირნიშებელი მორების გადამუშავებით, 2 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელი) […]