ძირითადი სექტორები, რომელშიც საუდის არაბეთის ბიზნესმენები დებენ ფულს, ჩვენს პრიორიტეტებს ემთხვევა – მიხეილ ხიდურელი

ძირითადი სექტორები, რომელშიც საუდის არაბეთის ბიზნესმენები დებენ ფულს, ჩვენს პრიორიტეტებს ემთხვევა, ესაა: უძრავი ქონება, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია, ტრანსპორტი, ენერგეტიკა – ვხედავთ მზარდ ინტერესს საქართველოსადმი,- ამის შესახებ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა თბილისში მიმდინარე საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეისთვის საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიცია მხოლოდ 100 მლნ ამერიკული დოლარია, ამიტომ „ძალიან მსხვილი და დივერსიფიცირებული ბიზნესფორუმი“ […]
რუსეთიდან ფულადი გზავნილები 74.7%-ით შემცირდა

2024 წლის იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 263.4 მლნ აშშ დოლარი (704.6 მლნ ლარი) გადმორიცხეს, რაც 40.8%-ით (181.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გზავნილების შემცირება, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების შემცირებას უკავშირდება. რაც შეეხება დეტალურ სტატისტიკას ქვეყნების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან გადმორიცხული თანხა კვლავ […]
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქში ყველაზე დიდი გამწვანებით – „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა დაიწყო

◼️ „მეტროპოლ ქავთარაძის“ საცხოვრებელი კორპუსის საძირკველში სიმბოლური კაფსული ჩაიდო ◼️ ორ 25-სართულიან კორპუსს ერთი ჰექტარი ფართობის სარეკრეაციო ზონა ექნება ◼️საცხოვრებელი სახლები მაღალი თერმომარეგულირებელი ეფექტურობის მქონე, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენდება ქავთარაძის ქუჩაზე დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს. მშენებლობის ადგილას, შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსული კომპანიის ხელმძღვანელებმა მცხოვრებლებთან ერთად ჩადეს. კაფსულში განათავსეს დოკუმენტი, რომელსაც მომხმარებლების ხელმოწერები […]
სახალხო დამცველი: მივესალმები გიორგი მამალაძის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას

სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის გათავისუფლებას განცხადებით ეხმაურება და დადებითად აფასებს. იოსელიანის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატმა სასჯელაღსრულების ორგანოს მამალაძის თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განსახილველად იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს 3 თვის წინ მიმართა. “სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭომ 2024 წლის 14 თებერვალს […]
“ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება” – მერებაშვილი კანკავაზე

“ლელომ” ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან, გიორგი მერებაშვილთან, რომელიც ამჟამად პოლონეთის რანგით მეორე ლიგის კლუბ “პოდბესკიძიეში” ასპარეზობს. მერებაშვილმა არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე ისაუბრა. – გიორგი, თქვენს ამჟამინდელი საქმიანობაზე გვითხარით. თამაშობთ თუ მხოლოდ მწვრთნელობაზე გადაერთეთ? – “პოდბესკიჯიეს” მთავარ გუნდში ფეხბურთელად დავბრუნდი და ამის გამო, მწვრთნელად ფიზიკურად ვეღარ ვიმუშავებ. – ანუ გუნდს “პოდბესკიჯიე” ქვია? […]
„ბინების ფასების წლიური ზრდა პირველად ბაზარზე თითქმის ორჯერ მაღალი იყო, ვიდრე მეორადზე“ – ბათუმში გასაყიდი ბინის მინიმალური ფასი $850-მდეა

Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2023 წელს ბათუმში 15,758 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.5%-იანი კლებაა. ამასთან, პირველად ბაზარზე ტრანზაქციები წლიურად 10.0%-იან კლებას აჩვენებს, ხოლო მეორად ბაზარზე შედარებით ნაკლები შემცირება ფიქსირდება. ორგანიზაცია კლების ტენდენციას 2022 წლის რეკორდულად მაღალი ბაზით და მიგრაციული ნაკადების შესუსტებით ხსნის და წერს, რომ გაყიდვების მაჩვენებელი 2021 წლის მაჩვენებლებს 29.6%-ით აღემატება. „ტრანზაქციების უმეტესობა (მთლიანის 42.0%) […]
თავდაცვის ძალები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგული ინსტიტუციაა – ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია ,,იმედის“ პირდაპირ ეთერში საზოგადოების, მედიისა და კერძო სექტორის მხრიდან თავდაცვის ძალების მხარდაჭერისა და დაფასების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თავდაცვის ძალები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგული ინსტიტუციაა და საზოგადოებამ მათი განსაკუთრებული ღვაწლი სათანადოდ უნდა დააფასოს. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ბევრი კარგი ინიციატივა არსებობს და უწყება აქტიურად ითანამშრომლებს კერძო სექტორთან, […]
თავდაცვის კოდექსი შექმნილია ნორმებით, რომლებიც ნატოს სახელმწიფოების პრაქტიკას ეყრდნობა – ირაკლი ჩიქოვანი

„თავდაცვის ახალ კოდექსში არსებული შეთავაზება და კარიერული ზრდის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს ემსახუროს საქართველოს, არის ძალიან კარგი. მეორე მხრივ, ძალიან დიდია ის სოციალური პაკეტი, რომლითაც სახელმწიფო ამ ადამიანებს უზრუნველყოფს“ – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემა „იმედი Live”-ში. თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ თავდაცვის ახალი კოდექსი ეყრდნობა ნატოს სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკას […]
ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობით მიმდინარეობს ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემაში „იმედი Live“ თავდაცვის უწყებაში მისი საქმიანობის პრიორიტეტებზე საუბრისას, ყურადღება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში მათ ჩართულობაზე გაამახვილა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თავდაცვის სფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან კარგი, დინამიური თანამშრომლობა გვაქვს, რაც მომავალშიც გაგრძელდება: „ხაზი მინდა გავუსვა, რომ უკვე მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ელჩებთან, უკვე დაგეგმილია რამდენიმე […]
საზოგადოების ისეთი დიდი მხარდაჭერა როგორიც დღეს „ქართულ ოცნებას აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია – კახა კალაძე

„ქართულ ოცნებას“ აქვს რეალური შესაძლებლობა, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ კითხვას, თუ რისთვის ემზადება მმართველი პარტია 2024 წლის არჩევნებისთვის. კახა კალაძის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ დღეისათვის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. „როგორც ყოველთვის „ქართული ოცნება“ ემზადება გამარჯვებისთვის – იმისთვის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. ძალიან […]