ბიზნესისთვის საჭირო სერვისები ერთ ნაკრებში – ახალი პროდუქტი საქართველოს ბანკისგან

არ აქვს მნიშვნელობა, სტარტაპს ქმნით თუ მრავალწლიანი ისტორიის მქონე კომპანიას მართავთ – როცა საქმე ბიზნესის ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას ეხება, მოქნილობა და სიმარტივე ყველასთვის პრიორიტეტი ხდება. ბიზნესები ყოველდღიურად სხვადასხვა ოპერაციას ახორციელებენ – ასრულებენ გადარიცხვებს, ფარავენ კომუნალურ გადასახადებს, ამოწმებენ საკრედიტო შესაძლებლობებს და ა.შ. ეს ყველაფერი და კიდევ სხვა მრავალი შესაძლებლობა საქართველოს ბანკის ინტერნეტ და მობილბანკში ერთიანდება, ამიერიდან […]
რა თანხა გამოუთავისუფლდებათ ბანკებს რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის შემცირებით?

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 3.5 მილიარდი ლარის მოცულობის დეპოზიტებს ინახავენ – დღეს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ამ დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის 80%-დან 40%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნა 80%-ს შეადგენდა, ეს ნიშნავს, რომ ბანკები მოზიდული დეპოზიტებიდან 80%-ს ლიკვიდურ აქტივებში ათავსებდნენ, ხოლო 20%-ის კი სხვა აქტივობებში მიმართვა შეეძლოთ. ეს კი ნიშნავდა, […]
19 თებერვლიდან სკოლის დირექტორების პოზიციაზე კონკურსი ცხადდება

19 თებერვლიდან სკოლის დირექტორების პოზიციაზე კონკურსი ცხადდება საჯარო სკოლებში დირექტორების პოზიციაზე არსებული ვაკანსიის სიმრავლისა და სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრის მოზიდვის საჭიროების გათვალისწინებით, გაანალიზდა 2023 წელს ჩატარებული კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ასპექტები. კონკურსის გამართვის მოქმედი წესის რევიზიის შედეგად, გამოიკვეთა გარკვეული ცვლილებების განხორციელების საჭიროება და მიზანშეწონილად ჩაითვალა გადამუშავებულიყო 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის […]
IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობების შემოსავალი ₾6.6 მლნ-მდე შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების მოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში 256 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, 4-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში. სამაცივრე მეურნეობების უმრავლესობა, 63.7%, შიდა ქართლის რეგიონში იყო განთავსებული, დანარჩენ რეგიონებში კი მათი გადანაწილება ასე გამოიყურება: ქ. თბილისში – 10.9%, ქვემო ქართლის რეგიონში – 6.6%, კახეთის რეგიონში […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობასთან ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს წარმომადგენლობას შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, ისევე როგორც ეკონომიკურ რეფორმებს, ევროპულ ბაზარზე წვდომასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს. ასევე, განხილული იყო ბიზნეს საქმიანობის შესაძლებლობები საქართველოში და ზოგადი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი. ასოციაციის აღმასრულებელმა […]
თავდაცვისთვის მშპ-ს დასახულ წილს წევრების რეკორდული რაოდენობა გამოყოფს – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, 2024 წელს თავდაცვის ბიუჯეტისთვის ალიანსის მიერ დასახულ მიზანს წევრი ქვეყნების რეკორდული რაოდენობა დააკმაყოფილებს. სტოლტენბერგმა თქვა, რომ წელს თავდაცვაზე ბიუჯეტის 2%-ს ან მეტს 31 წევრი ქვეყნიდან 18 დახარჯავს, რაც შარშანდელ მონაცემთან, 11 წევრთან, შედარებით, მნიშვნელოვანი ცვლილებაა. NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, იმ წევრი ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც თავდაცვაზე მშპ-ს შეთანხმებულ წილს დახარჯავენ, […]
ინდოეთში საღებავების ქარხანაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის დედაქალაქში, ნიუ დელიში მდებარე საღებავების ქარხანაში აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით, მათ შესაბამისი შეტყობინება 17:25 საათზე მიიღეს და ცეცხლის ლიკვიდირება 4-საათიანი მუშაობის შემდეგ შეძლეს. “მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც შენობა დაინგრა, მუშები ამ დრომდე ნანგრევების ქვეშ არიან. ხანძარი სწრაფად გავრცელდა მიმდებარე შენობებსა და მაღაზიებზე”. – უთხრა სახანძრო […]
მალე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთ-ერთი ისტორიული და იშვიათი გამოცემა დაიდებს ბინას

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია და საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი ესპანეთში იმყოფებიან. 14 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები საქართველოს საელჩოში ესპანეთის სამეფოს საქმეთა დროებით რწმუნებულ ნატო ჩიქოვანთან ერთად ქალაქ მადრიდში მდებარე ქართულ საკვირაო სკოლას ესტუმრნენ. მათ საკვირაო სკოლის მოსწავლეებს ქართული წიგნები გადასცეს საჩუქრად. ქართველმა ბავშვებმა შეხვედრაზე ქართული სიმღერები შეასრულეს და სტუმრებისადმი […]
პარამძლეოსანმა დავით ჩანქსელიანმა დუბაის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს პარამძლეოსნობის ნაკრებმა დუბაის გრან-პრის გათამაშებაზე წარმატებულად იასპარეზა. პარამძლეოსანმა, დავით ჩანქსელიანმა ბირთვის კვრაში, F53 კლასში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრებაზე ნაჩვენები შედეგით დავით ჩანქსელიანმა იაპონიის მსოფლიო პარამძლეოსნობის ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვა, რომელიც 2024 წლის მაისში გაიმართება. დუბაის გრან-პრიზე 71 ქვეყნის 560 პარასპორტსმენი მონაწილეობდა.
თუ არ არის ამხანაგობა, 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლაზე მესაკუთრეს ვისი თანხმობა სჭირდება? – იურისტი კანონპროექტის ხარვეზებზე საუბრობს

„თუ არ არის ამხანაგობა, 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლაზე მესაკუთრეს ვისი თანხმობა სჭირდება? ისევ მეზობლების 2/3-ის, თუ ყველა მეზობლის?“ – აღნიშნულ კითხვას რადიო „კომერსანტის“ ეთერში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” კანონპროექტის განხილვისას სვამს და კანონპროექტის პოზიტიურ ასპექტებთან ერთად, მის ხარვეზებზეც საუბრობს. მისი თქმით, კანონი მაშინაა ზუსტი, როდესაც არ სვამს კითხვებს. ვიმედოვნებ, რომ როცა კანონპროექტის განხილვა მოხდება […]