გარემოს ეროვნული სააგენტო – საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება, რაც ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება – პანიკის საფუძველი არ არის

საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება ფიქსირდება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება, მეტეოროლოგიური მოვლენაა და პანიკის მიზეზს არ იძლევა. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ […]

იაგო ხვიჩია – საკითხების განხილვა უკუღმა დაიწყეს – მართლა ვერაფერი გავიგე ამ შეხვედრაზე, თუ გამრავლების ტაბულა არ იცით, ლოგარითმებზე ხომ არ მიხვალთ პირდაპირ?!

საკითხების განხილვა უკუღმა დაიწყეს – მართლა ვერაფერი გავიგე ამ შეხვედრაზე, თუ გამრავლების ტაბულა არ იცით, ლოგარითმებზე ხომ არ მიხვალთ პირდაპირ?! – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა უცნაური და არაფრის მომცემია. „ჩემი აზრით, ეს შეხვედრა „ქოცების“ მიერ მოწყობილი შეხვედრისთვისაც კი უცნაურია და […]

საქართველოს ბიზნესასოციაციამ ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობასთან ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს ბიზნესასოციაცია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს წარმომადგენლობას შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, ისევე როგორც ეკონომიკურ რეფორმებს, ევროპულ ბაზარზე წვდომასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს. ასევე, განხილული იყო ბიზნეს საქმიანობის შესაძლებლობები საქართველოში და ზოგადი საინვესტიციო და […]

აჭარის მთავრობის სახლთან სოფელ ახალშენის მოსახლეობის საპროტესტო აქცია დასრულდა

აჭარის მთავრობის სახლთან სოფელ ახალშენში მცხოვრებლების საპროტესტო აქცია დასრულდა. მოქალაქეებს მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახა შაშიკაძე შეხვდა. როგორც მან მოქალაქეებს განუცხადა, სოფელში კარიერულ სამუშაოებთან დაკავშირებით ლიცენზია გადაიხედება და სამუშაოები არ განახლდება. „თქვენთან [მოსახლეობასთან] შეთანხმების გარეშე სამუშაოები არ განახლდება. არ განახლდება სამუშაოები, გადაიხედება ლიცენზია და უფრო დეტალურ საკითხებთან დაკავშირებით, საინიციატივო ჯგუფის წევრებს მზად ვართ, […]

დავით უტიაშვილი – ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით ხელს შევუწყობთ ბანკებს უფრო ეფექტიანად მართონ თავიანთი აქტივები

ჩვენ დავაკვირდით დინამიკას და დავინახეთ, რომ რუსეთიდან მიგრაციას ნეგატიური ტენდენცია აქვს, გზავნილები მნიშვნელოვნად 75%-ით არის შემცირებული. ასევე, რუსეთის ანაბრების წილის ზრდა საბანკო სექტორის მთლიან ანაბრებში არ ხდება. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიჩნია, რომ მსგავსი ტიპის ანაბრებზე შეიძლება იგივე მიდგომა გვქონდეს რაც სხვა არარეზიდენტებზე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით […]

ისრაელი აცხადებს, რომ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყეს და დაჯგუფების რამდენიმე წევრი დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღამით ავიაციით სამხრეთ ლიბანის ქალაქ კანტარაში „ჰეზბოლას“ სამხედრო შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც რამდენიმე ტერორისტი დაიღუპა. თავდაცვის ძალების ცნობით, მათ ასევე დაარტყეს სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურას ქალაქთან ახლოს. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ საპასუხო დარტყმებს აყენებენ, რომელიც, მათი მტკიცებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელში, საზღვრის გასწვრივ მდებარე დასახლებების წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებს თითქმის ყოველდღე […]

„ინვესტიციები განათლებაში და „დიარჯის“ ტარიფების ცვლილება“ – კარდიოლოგი დარგის მთავარ გამოწვევებს ასახელებს

განათლებაში მეტი რესურსის ჩადება და „დიარჯის“ სისტემაში ცვლილებების შეტანა – ამ ორ საკითხს ასახელებს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის არითმოლოგიის სამსახურის უფროსი გიორგი პაპიაშვილი საქართველოში დარგის და, ზოგადად, მედიცინის განვითარებისთვის აუცილებელ ფაქტორებად. როგორც მან ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, მომავალი ექიმების განათლებაში დიდი რესურსი უნდა ჩაიდოს და მათ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ისეთ ცენტრებთან დაკავშირებაში, სადაც ისინი […]

ბიზნესისთვის საჭირო სერვისები ერთ ნაკრებში – ახალი პროდუქტი საქართველოს ბანკისგან

არ აქვს მნიშვნელობა, სტარტაპს ქმნით თუ მრავალწლიანი ისტორიის მქონე კომპანიას მართავთ – როცა საქმე ბიზნესის ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას ეხება, მოქნილობა და სიმარტივე ყველასთვის პრიორიტეტი ხდება. ბიზნესები ყოველდღიურად სხვადასხვა ოპერაციას ახორციელებენ – ასრულებენ გადარიცხვებს, ფარავენ კომუნალურ გადასახადებს, ამოწმებენ საკრედიტო შესაძლებლობებს და ა.შ. ეს ყველაფერი და კიდევ სხვა მრავალი შესაძლებლობა საქართველოს ბანკის ინტერნეტ და მობილბანკში ერთიანდება, ამიერიდან […]

გაიცა 7 ოჯახის გაყვანის რეკომენდაცია – სააგენტოს ანგარიში ნერგეეთზე

გამოქვეყნდა გარემოს ეროვნული სააგენტო გეოლოგიის დეპარტამენტის ვიზუალური საინჟინრო-გეოდინამიკური ანგარიში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, 7 თებერვალს განვითარებული კლდეზვავური ტიპის მეწყრული მოვლენის შესახებ. უწყების მტკიცებით, პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ, სავარაუდოდ, მიაღწია 30-40 წამში და “განგაშის სისტემის მოწყობა, აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტური”. […]

IV კვარტალში ელევატორებში შენახული პროდუქციის რაოდენობა გაიზარდა – როგორი იყო დატვირთულობა?

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში 34 ელევატორი ფუნქციონირებდა, 5-ით ნაკლები, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში. დროის მოცემულ მონაკვეთში მოქმედ ელევატორთა უმრავლესობა, შესაბამისად, 29.4% და 26.5%, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში იყო განთავსებული. ელევატორების 11.8% სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8.8% – ქ. თბილისში, 8.8% – იმერეთის რეგიონში, 5.9% – შიდა ქართლის რეგიონში, 5.9% – გურიის […]