ალეკო ელისაშვილი – არაჩვეულებრივი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი შეწყალების კომისიას აღადგენს – თუ მის თავმჯდომარედ ეკა ბესელიას დანიშნავს, ეს იქნება კატასტროფა და კორუფციის მძვინვარება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

არაჩვეულებრივი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი შეწყალების კომისიას აღადგენს – თუ მის თავმჯდომარედ დანიშნავს ეკა ბესელიას, ეს იქნება კატასტროფა, ეს იქნება კორუფციის მძვინვარება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, – ასე ეხმიანება „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა, შეწყალების კომისია აღადგინოს და მის თავმჯდომარედ ეკა ბესელია დანიშნოს. ელისაშვილი აცხადებს, რომ “ბესელია პატიმრების ბედით ვაჭრობდა”. […]

შალვა პაპუაშვილი – დონორის პასუხისმგებლობა არ მთავრდება იქ, როცა ისინი ფულს ჩაურიცხავენ „ენჯეოებს“, ამას მოჰყვება მათივე პასუხისმგებლობა

რადიკალიზებული „ენჯეოები“ თანამდებობების გამო გაემიჯნენ პლატფორმას და ცხრა პუნქტთან დაკავშირებით მსჯელობას. მხოლოდ დონორებს შეუძლიათ, დააბრუნონ დემოკრატიულ კალაპოტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მათ ჰქონდათ არასამთავრობოებთან შეთანხმებული თანამშრომლობის ფორმატი და მათ აირჩიეს რადიკალიზაციისა და გამიჯვნის გზა. მისი თქმით, ახლა, ამ „ენჯეოების“ დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნება არის სრულად მათი დონორების […]

გრიგოლ გეგელია შალვა პაპუაშვილზე – ევროკავშირის საელჩო დიდად არ დაინტერესდება მისი შეხედულებებით, თუ ვის უნდა გაუხსნან კარი და ვის არა – ის არის რუსი, თხემით ტერფამდე ლავროვის და პუტინის მსახური

ვფიქრობ, რომ არც ევროპული კავშირის საელჩო დაინტერესდება დიდად მისი [შალვა პაპუაშვილის] შეხედულებებით იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა გაუხსნან და არ უნდა გაუხსნან კარი – პაპუაშვილი არის „მარტის კანონის“ ავტორი და როდესაც დემოკრატიასა და ევროპაზე საუბრობს, ეს არის ცინიზმის მწვერვალი, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის […]

გიდების საერთაშორისო დღეს, ბათუმი გიდების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

ბათუმი 21-22 თებერვალს გიდების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიებაზე, ტურიზმის სფეროს ექსპერტები და გიდები პორტუგალიიდან, შოტლანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან ქართველ მომხსენებლებთან ერთად გიდის პროფესიის მნიშვნელობასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრებენ. „ორი დღის განმავლობაში, პანელურ სესიებზე ისეთი მნიშვნელოვანი თემები იქნება განხილული, როგორებიცაა, გიდის როლი […]

“მე შენ გაგხევ” – სეხუდომ დვალიშვილს რუსულად მიმართა [VIDEO]

UFC 298-ის ღონისძიებამდე სულ ცოტა დრო დარჩა. მოგეხსენებათ, ხსენებულ წვეულებაზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს, ხოლო ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. “მატადორი” ლეგენდარულ ავსტრალიელთან ოქტაგონს საჩემპიონო ქამრისთვის გაიყოფს. მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის წინ, პრესკონფერენციაზე, მექსიკელ ჰენრი სეხუდოს გასაღიზიანებლად მექსიკის დროშა შემოიხვია. საქმე ის გახლავთ, რომ სეხუდო ამას არასდროს აკეთებს და იმ ფაქტზე არასდროს საუბრობს, რომ მექსიკელია. მერაბმა […]

2023 წლის IV კვარტალში 124 სასაკლაო ფუნქციონირებდა, სადაც 17 000 ტონა ხორცი იქნა წარმოებული

2023 წლის IV კვარტალში საქართველოში 124 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 17.7 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 16.9 პროცენტი ქვემო ქართლის რეგიონში, 16.1 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 14.5 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 11.3 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8.9 პროცენტი მცხეთა- მთიანეთის რეგიონში, ხოლო 14.5 პროცენტი – სხვა რეგიონებშია განთავსებული. „საქსტატის“ ინფორმაციით, გამოკვლევის […]

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობასთან ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს წარმომადგენლობას შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, ისევე როგორც ეკონომიკურ რეფორმებს, ევროპულ ბაზარზე წვდომასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს. ასევე, განხილული იყო ბიზნეს საქმიანობის შესაძლებლობები საქართველოში და ზოგადი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი. ასოციაციის აღმასრულებელმა […]

ხანდაზმული თაღლითები ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთს დაუწესებენ სანქციებს და გაწყვეტენ ყველანაირ სავაჭრო/ეკონომიკურ ურთიერთობას. სწორედ ამ “დაპირების” ფონზე გამოიყურება 1000 – ლარიანი პენსიის დარიგება ყველაზე აბსურდულად

ხანდაზმული თაღლითები ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთს დაუწესებენ სანქციებს და გაწყვეტენ ყველანაირ სავაჭრო/ეკონომიკურ ურთიერთობას. სწორედ ამ “დაპირების” ფონზე გამოიყურება 1000 – ლარიანი პენსიის დარიგება ყველაზე აბსურდულად „როდესაც საზოგადოება არჩევს “ლელოს” ტყუილს 1000 – ლარიან პენსიაზე, ვფიქრობ აქ მთავარი აქცენტი გასაკეთებელია ყველაზე დიდ პარადოქსზე. ერთი მხრივ ხანდაზმული თაღლითები ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთს დაუწესებენ სანქციებს. ამ […]

“ნაცმოძრაობას“ აწყობს “მესამე ძალის” ანუ, შუაშისტების შექმნა საკუთარი თავის გადასარჩენად. სალომე ზურაბიშვილის “დაბარებებიც” მათი გეგმის ნაწილია

“ნაცმოძრაობას“ აწყობს “მესამე ძალის” ანუ, შუაშისტების შექმნა საკუთარი თავის გადასარჩენად. სალომე ზურაბიშვილის “დაბარებებიც” მათი გეგმის ნაწილია „ოპოზიციას ხმების გადასანაწილებლად ამომრჩეველი არ ჰყოფნის“, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შემოკრებილი “ლელო”, გვარამია და გახარია აიღებენ იმდენ ხმას, რამდენსაც სააკაშვილი დათმობს მათთვის. „ოპოზიციას ხმების გადასანაწილებლად ამომრჩეველი არ ჰყოფნის. […]

ენმ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. როგორც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, 3 მარტს შეგროვებულ ხელმოწერებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს გადასცემენ. “ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება და დაასრულოს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა. ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. მივმართავ ქართველ ხალხს – ჩვენ დღეს გვაქვს შანსი, დავასრულოთ ქვეყნისთვის […]