ლაიენი ნავალნის დაღუპვაზე: საშინელი შეხსენებაა იმისა, თუ რა არის პუტინი და მისი რეჟიმი

ღრმად შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო. პუტინს საკუთარი ხალხის განსხვავებულ აზრზე მეტი არაფრის ეშინია. საშინელი შეხსენებაა იმისა, თუ რა არის პუტინი და მისი რეჟიმი. მოდი, გავერთიანდეთ ჩვენს ბრძოლაში, რათა დავიცვათ მათი თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც გაბედავს ავტოკრატიის წინააღმდეგ წასვლას.

ხვიჩია ნავალნიზე: ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის მკვლელობა

გირჩის ლიდერის იაგო ხვიჩია ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს ნებისმიერ შემთხვევაში, მკვლელობას ნიშნავს. “მიუხედავად იმისა, ადამიანი საკუთარი სიკვდილით გარდაიცვალა, თუ ხელოვნურად ახლა მოკლეს, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის მკვლელობა მისი ისტორიის გათვალისწინებით – მისი მოწამვლის, მისი უკან დაბრუნების და ყველაფრის გათვალისწინებით. თუ რამით შეუძლიათ იამაყონ ნორმალურმა ადამიანებმა რუსეთში, ეს არის ის, რომ ნავალნის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი ალექსეი ნავალნიზე – როგორც ჩანს, ის პუტინმა მოკლა

ახლახან ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ის მოკლა პუტინმა, ისევე როგორც ათასობით სხვა, ვინც ამ ერთი არსების გამო აწამეს, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას. „პუტინისთვის სულ ერთია, ვინ მოკვდება, მთავარია თავისი პოზიცია შეინარჩუნოს. ამიტომაც არ უნდა დავზოგოთ არაფერი. პუტინმა უნდა წააგოს, უნდა […]

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ახალი მწვრთნელი წარადგინა – ნაკრების მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალეკსანდარ ჯიკიჩი გახდა. ახალი მწვრთნელი საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ალეკსანდარ ჯიკიჩი სერბი სპეციალისტია, რომელიც 20 წლიანი კარიერის განმავლობაში, სხვადასხვა დროს სერბულ (პარტიზანი, ბეოვუკი), სლოვენიურ (ოლიმპია, კრკა), ლიტვურ (რიტასი), მონტენეგროულ (ბუდუჩნოსტი), ესპანურ (ესტუდიანტესი) და ისრაელურ (აპოელი) კლუბებს წვრთნიდა. 2014-2015 წლებში კი ის ჩრდილოეთ […]

ირაკლი ფავლენიშვილი – ეს იყო არა გარდაცვალება, არამედ კიდევ ერთი მკვლელობა, რომელიც პუტინის რეჟიმმა ჩაიდინა კიდევ ერთი პოლიტიკური ოპონენტის – ნავალნის მიმართ

ეს იყო არა გარდაცვალება, არამედ კიდევ ერთი მკვლელობა, რომელიც პუტინის რეჟიმმა ჩაიდინა კიდევ ერთი პოლიტიკური ოპონენტის – ნავალნის მიმართ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ნავალნის მკვლელობა უნდა იყოს მოტივაცია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ გაძლიერდეს უკრაინის მხარდაჭერა, რათა „საბოლოოდ განადგურდეს ეს ბოროტების იმპერია“. „ეს იყო არა […]

ქიწნისის მეურნეობაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქიწნისის მეურნეობაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საპროექტო მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 1 343 მეტრია, ასფალტის საფარი იგება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტი მიხედვით მოეწყობა: ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, ლითონის წყალგამტარი მილები, სანიაღვრე სისტემა და საგზაო ნიშნები და მონიშვნები. „სოფელში 100 – მდე ოჯახი ცხოვრობს. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა საბავშვო ბაღამდე […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6432 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6432 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6432 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6453 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8467 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8395 ლარს შეადგენდა. […]

ოთარ შამუგია – ვგეგმავთ მყინვარული ხეობებისა და მეწყრული უბნების შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით

2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში და მიმდინარე წელს, 6 თებერვალს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში განვითარებული მოვლენების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნა და ანგარიში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წარმოდგენილი დოკუმენტები მოიცავს ინფორმაციას სტიქიის ძირითად გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებსა და რეკომენდაციებზე. გარემოს დაცვისა […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 თებერვალს 10:30-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ოძისი, ბაქაქურები, ჭაშა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, წილკანი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საატამდე აბონენტებს […]

პაატა მანჯგალაძე – პაპუაშვილისა და ივანიშვილის პარტიის განცხადებები მიუთითებს, რომ მათ უნდათ მუდმივ სტრესსა და სიღარიბეში აცხოვრონ საქართველოს მოქალაქეები

2024 წელი ნამდვილად იქნება ხელისუფლების ცვლილების წელი და საქართველოს მოქალაქის და ქართული ოჯახების ეკონომიკურად გაძლიერების დასაწყისი, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე. მანჯგალაძის თქმით „ქართული ოცნების“ განცხადებები საქართველოს მოქალაქეების სიღარიბეში და სტრესში ცხოვრებას ემსახურება. „პაპუაშვილისა და ივანიშვილის პარტიის განცხადებები მიუთითებს, რომ მათ უნდათ მუდმივ სტრესსა და სიღარიბეში აცხოვრონ საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, აშკარაა ძალიან […]