გიგი წერეთელი ნავალნიზე – უმძიმესი ფაქტია – მისი სიკვდილი რუსეთში არსებული დიქტატურის სახეა

ნავალნის მკვლელობა, უმძიმესი ფაქტია – „ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამძიმარი მსოფლიოში თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს ეკუთვნის. მისი თქმით, ნავალნი იყო პუტინის გამორჩეული კრიტიკოსი და “მისი სიკვდილი არის რუსეთში არსებული დიქტატურის სახე” და თუ როგორ უსწორდება კრემლი ოპონენტებს. “მას სასიკვდილო განაჩენი მაშინ გამოუტანეს, როცა […]

„ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და შეუსაბამო შრომის პირობები“ – ექს-თანამშრომელი “ლოპოტას” წინააღმდეგ

ყოფილ თანამშრომელი მარია კოზმანიშვილი ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაზე, შრომის დაბალ ანაზღაურებასა და სხვა პრობლემებზე საუბრობს, რომელსაც მისი თქმით სასტუმრო „ლოპოტა სპა & რეზორტში“ მუშაობისას წააწყდა. „სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში“ გამოქვეყნებულ პოსტში კოზმანაშვილი წერს, რომ სასტუმროს საჯინიბოში, ცხენებთან მუშაობისას, ზურგის დაზიანება მიიღო, თუმცა ადგილზე სასწრაფო არ გამოუძახეს, ვინაიდან მედიკოსებს სამართალდამცავებიც მოჰყვებოდნენ, რაც, მენეჯერის თქმით, „ლოპოტას“ […]

რა ეტაპზეა ხელოვნური კუნძულის – „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობა?

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ბათუმის ზღვისპირის სივრცეში, “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის პრეზენტაციის დღიდან კომპანიის მიერ განხორციელებული პირდაპირი დანახარჯი შეადგენს 22 მილიონ ლარს, რის შესახებაც აუდიტის ოფიციალური დასკვნა უკვე წარედგინა სახელმწიფო ქონების მართვის […]

“ჩვეულებრივი “პოსტ.ტვ”-ელი ჸლჱ ხარ” – ნუგზარ სულაშვილი

სერიოზული ამორალური საქციელია ინტერვიუს შემდეგ საკუთარი რესპოდენტის ლანძღვა-გინება. როდესაც ვთანხმდებით ამ ფორმატზე, ესე იგი მე, როგორც რესპოდენტი მზად ვარ ვუპასუხო ნებისმიერ კრიტიკულ კითხვას და თუ შენ ასეთი კითხვები არ დასვი იმის გამო, რომ წინასწარ იცი გაგაფარჩაკებ, რბილად რომ ვთქვათ ჩვეულებრივი “პოსტ.ტვ”-ელი ჸლჱ ხარ .

კასპაროვი: პუტინმა ნავალნის მოკვლა ჯერ შხამით სცადა, ახლა კი ციხეში ნელა და საჯაროდ მოკლა

პუტინმა ნავალნის მოკვლა ჯერ სწრაფად და ფარულად, შხამით სცადა და ვერ შეძლო, ახლა კი ციხეში ნელა და საჯაროდ მოკლა. ის მოკლეს პუტინისა და მისი მაფიის, თაღლითებისა და ქურდების გამოვლენის გამო. ჩემი ფიქრები ამ მამაცი კაცის ცოლ-შვილთან არის. ამ სიტყვებით გამოეხმაურა ალექსეი ნავალნის სიკვდილს მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გარი კასპაროვი.

ბრძოლა სიკეთესა და ნეიტრალიტეტს შორის არ დასრულებულა – Meduza ნავალნის სიკვდილზე

ნავალნი გარდაიცვალა. ეს სამწუხაროა. თუმცა ამას ჩვენი პარალიზება არ შეუძლია. ჩვენ განრისხებულები ვართ და ჩვენ ამ დღეს უწვრილმანეს დეტალებში დავიმახსოვრებთ, რათა ამ მრისხანებამ არ დაგვტოვოს. ნავალნის სიკვდილზე პირადადაა პასუხისმგებელი ადამიანი, რომელიც თავს რუსეთის პრეზიდენტად აცხადებს. პუტინმა მოკლა ნავალნი. ნავალნი დაგვეხმარა გვეპოვა რწმენა, რომელიც დაგვჭირდება, რათა მოვინელოთ ისინი, ვინც რუსეთში ძალაუფლება დაისაკუთრა და იმისთვის, რომ გავანადგუროთ […]

სეჟურნე: ნავალნის სიკვდილი ჩვენ ვლადიმირ პუტინის რეჟიმის რეალობას შეგვახსენებს

ალექსეი ნავალნიმ რეპრესიულ სისტემაში წინააღმდეგობისთვის საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა. მისი სიკვდილი სადამსჯელო კოლონიაში ჩვენ ვლადიმირ პუტინის რეჟიმის რეალობას შეგვახსენებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე კომენტარი სოციალურ ქსელ X-ში გააკეთა და მის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6432 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6432 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6432 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6453 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8467 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8395 ლარს შეადგენდა. […]

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ახალი მწვრთნელი წარადგინა – ნაკრების მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 თებერვალი, 2024 – საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალეკსანდარ ჯიკიჩი გახდა. ახალი მწვრთნელი საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ წარადგინა. ალეკსანდარ ჯიკიჩი სერბი სპეციალისტია, რომელიც 20 წლიანი კარიერის განმავლობაში, სხვადასხვა დროს სერბულ (პარტიზანი, ბეოვუკი), სლოვენიურ (ოლიმპია, კრკა), ლიტვურ (რიტასი), მონტენეგროულ (ბუდუჩნოსტი), ესპანურ (ესტუდიანტესი) და ისრაელურ (აპოელი) კლუბებს წვრთნიდა. 2014-2015 წლებში კი ის ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული […]

პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის რეჟიმს – შარლ მიშელი ნავალნის სიკვდილზე

„ალექსეი ნავალნი იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობებისთვის. ის თავის იდეალებს შეეწირა. ევროკავშირი ამ ტრაგიკული სიკვდილისთვის სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს. დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველას, ვინც უმძიმეს პირობებში იბრძვის დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში. მეომრები კვდებიან. მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს მთავრდება“, – დაწერა ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა X-ზე [ყოფილი ტვიტერი]. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, […]