აკა მორჩილაძე შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად არის წარდგენილი

ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად არის წარდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ავრცელებს. „შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ხმათა უმრავლესობით, შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენილია ქართველი […]

„ჩვენ მეტ მოქნილობას ვაძლევთ ბანკებს“ – სებ-მა რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა შეამცირა

ჩვენ დავაკვირდით დინამიკას და დავინახეთ, რომ რუსეთიდან მიგრაციას ნეგატიური ტენდენცია აქვს, გზავნილები მნიშვნელოვნად 75%-ით არის შემცირებული. ასევე, რუსეთის ანაბრების წილის ზრდა საბანკო სექტორის მთლიან ანაბრებში არ ხდება. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიჩნია, რომ მსგავსი ტიპის ანაბრებზე შეიძლება იგივე მიდგომა გვქონდეს რაც სხვა არარეზიდენტებზე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით […]

EBRD-ი ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის €28 მლნ-ს გამოყოფს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისათვის 28 მილიონი ევროს ოდენობის სუვერენულ სესხს გამოყოფს – ამის შესახებ ინფრომაცია EBRD- ის გვერდზე გამოქვეყნდა. მათი ცნობით აღნიშნული ფინანსური პაკეტი 7 მილიონი ევროს გრანტსაც მოიცავს, შესაბამისად ფინანსური პაკეტის მოცულობა მთლიანად 35 მილიონი ევროს შეადგენს. აღნიშნული ფინანსური პაკეტით მოხდება ენგურის კაშხლის სტრუქტურული მდგრადობისთვის საჭირო, გრძელვადიანი სამუშაოების, […]

თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია

თიბისიმ ბიზნესდაჯოლდოების პროექტის 2023 წლის ფინალისტები გამოავლინა! გთავაზობთ ნომინაცია გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში ფინალში გასულ 3 კომპანიას. მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია „ჰერბია“ 2006 წელს, მას შემდეგ დაფუძნდა, რაც რუსეთმა ქართულ პროდუქციას ემბარგო გამოუცხადა და შედეგად, ალტერნატიული ბაზრის მოძიება გახდა საჭირო. კომპანიამ მიზნად დაისახა 5000 ფერმერის კონსოლიდაცია და მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ევროპისთვის შეთავაზება. ევროპული […]

„დომუსი ნეა“ ჩვენი სხვა პროექტების მსგავსად, არქიტექტურით გამორჩეული და სიახლეებით სავსე იქნება“ – ტატიანა ქათამაძე

კომპანია „დომუსის“ მარკეტინგის დირექტორმა ტატიანა ქათამაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში პროექტ „დომუსი ნეას“ შესახებ ისაუბრა, რომელიც თბილისში პეტრე ქავთარაძის ქუჩაზე ხორციელდება. მისი თქმით, „დომუსის“ მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ერთდროულად ჯანსაღი და მრავალფუნქციური საცხოვრებელი გარემოს შექმნაა. სწორედ ასეთია ახალი პროექტიც, სადაც 12 000 კვ.მ. ფართობზე 3 ბლოკი განთავსდება. მათგან 2 საცხოვრებელი ტიპის, ხოლო 1 ბიზნესცენტრი იქნება. „დღეს თანამედროვე […]

გვარამია იყო, არის და იქნება იმ რეჟიმის არქიტექტორი, რომელიც კანონმდებლობას არგებდა სადამსჯელო სისტემას და პირადად გასცემდა დირექტივებს რა მეთოდით ემოქმედათ ზონდერ პროკურორებს, მოსამართლეებსა და საჯარო მოხელეებს!

გვარამია იყო, არის და იქნება იმ რეჟიმის არქიტექტორი, რომელიც კანონმდებლობას არგებდა სადამსჯელო სისტემას და პირადად გასცემდა დირექტივებს რა მეთოდით ემოქმედათ ზონდერ პროკურორებს, მოსამართლეებსა და საჯარო მოხელეებს! გვარამია იყო, არის და იქნება იმ რეჟიმის არქიტექტორი, რომელიც ცალკე კანონმდებლობას არგებდა სადამსჯელო სისტემას და ცალკე, პირადად გასცემდა დირექტივებს რა მეთოდით ემოქმედათ ზონდერ პროკურორებს, მოსამართლეებსა და საჯარო მოხელეებს! – […]

„ჩვენ ამ ტერიტორიის განვითარების იქით ფიზიკურად ვერ წავალთ“ – როგორია „ორბის“ გეგმები ბახმაროში?

კომპანია „ორბიში“ აცხადებენ, რომ ბახმაროში წარმოდგენილი 350-ნომრიანი სასტუმროს გარდა, სხვა ტიპის კომპლექსის მშენებლობას არ განიხილავენ. მიზეზი ტერიტორიაზე თავისუფალი მიწების არარსებობაა. რაც შეეხება მათ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიას, კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ამბობს, რომ წარდგენილი პროექტით კოეფიციენტი უკვე სრულად ათვისებულია, რაც სამომავლოდ რაიმე ტიპის მშენებლობას გამორიცხავს. „უკვე ყველა კოეფიციენტი, რომელიც ამ ტერიტორიებზე იყო მიკუთვნებული, როგორც ინტენსივობის, […]

“რამდენიმე ვიდეო რომ ვნახე, ვთქვი, გამოიყვანეთ ეს ქალი, მაჩვენეთ-მეთქი…” – გია ბაღაშვილი დოდონა ნამორაძის შესახებ – Marao

ბოლო დროს გია ბაღაშვილისა და დოდონა ნამორაძის ეკრანულმა წყვილმა დიდი სიყვარული დაიმსახურა. ისინი „ნიკოს შოუს“ ესტუმრნენ და საკუთარ თანამშრომლობაზე ისაუბრეს: „მან მითხრა, რომ არის გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი, რომელსაც შენთან ერთად სულ სხვა ასპარეზი ექნება და სულ სხვანაირად შეძლებ მის გამომზეურებასო. რამდენიმე ვიდეოს ნახვა საკმარისი იყო, რომ განცდა გამჩენოდა, „ქალი გამაიყვანეთ, მაჩვენეთ-მეთქი“.. მე მქონდა ათენში […]

ჩეჩნეთში ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობისთვის მსჯავრდადებული

გროზნოს შეიხ-მანსურის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობიდან პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლა ჯაბრაილ მახმუდოვი, რომელიც 2014 წელს იგი დამნაშავედ ცნეს „ნოვაია გაზეტას ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეზე. ჯაბრაილ მახმუდოვს საპატიმროდან 2025 წლის ბოლოს უნდა გათავისუფლებულიყო, მაგრამ მსჯავრდადებულმა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შემოდგომობით მიმართა სასამართლოს, რომელმაც შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლოს ბრძანების თანახმად, რომელიც პოლიტკოვსკაიას შვილებს, ვერასა და ილიას გადაეცა, სასამართლომ […]

ზურაბიშვილი: ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიის ყველა დამცველისთვის

“ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ყველა დამცველისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც რუსეთში დემოკრატიისათვის მის ბრძოლას განაგრძობს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი “ტვიტერი”). რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა, ამის შესახებ რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური იტყობინება. უწყების თანახმად, ნავალნიმ თავი გასეირნების შემდეგ შეუძლოდ იგრძნო […]