“პუტინი მკვლელია, არ ვაპატიებთ” – თბილისში რუსი აქტივისტების აქციაა

“ნავალნი – პუტინის მორიგი მსხვერპლი” – თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პუტინის რეჟიმს გამოქცეული რუსი აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი პუტინის მთავარი ოპონენტის სიკვდილში პასუხისმგებლობას სწორედ პუტინს აკისრებენ.

გვარამია: ნავალნის ტრაგედია უნდა გვკარნახობდეს, რომ პოლიტპატიმრის ციხეში ყოლა საშიშროებაა

მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის რუსეთის ციხეში დაღუპვას ეხმაურება და წერს, რომ ეს ტრაგედია “უნდა გვკარნახობდეს, რომ პოლიტპატიმრების ციხეში ყოლა არა მხოლოდ მისი სიცოცხლისთვის რისკის, არამედ სახელმწიფოსთვის კატასტროფის საშიშროების შექმნაა”. ამ კონტექსტში ნიკა გვარამია პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც საუბრობს და ამბობს, რომ “რაც სწრაფად შეხედავს ამ კუთხით […]

“პუტინი მკვლელია“, „რუსეთი იქნება თავისუფალი“, „არ დაივიწყო, არ აპატიო“ – ამ შინაარსის ლოზუნგებით რუსეთის მოქალაქეები თბილისში, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საპყრობილეში გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან, სადაც რუსეთის ინტერესების სექცია მდებარეობს, რუსეთის მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს ყვავილები, სანთელები, ალექსეი ნავალნის სურათები და საპროტესტო პლაკატები წარწერით – „პუტინი მკვლელია“, „რუსეთი იქნება თავისუფალი“, „მკვლელები“, „არ დაივიწყო, არ აპატიო“. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების […]

მოსკოვის პროკურატურა საპროტესტო აქციების გამართვასთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

მოსკოვის პროკურატურა საპროტესტო აქციების გამართვასთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს. ამის შესახებ განცხადება ქალაქ მოსკოვის პროკურატურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. განცხადებაში ალექსეი ნავალნის სახელი არ არის ნახსენები, თუმცა საპატიმროში მისი გარდაცვალების შემდეგ რუსეთის რამდენიმე ქალაქში – მოსკოვში, ნოვოსიბირსკში, ყაზანში, ულიანოვსკში – მოსახლეობამ ყვავილები მიიტანა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლებთან. „ინტერნეტში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, პირთა გაურკვეველი წრისადმი გავრცელებულ მოწოდებებთან დაკავშირებით […]

ევროკავშირს სურს, რომ იმ ჩინურ კომპანიებს დაუწესოს სანქციები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან – Bloomberg

ევროკავშირს სურს, რომ იმ ჩინურ კომპანიებს დაუწესოს სანქციები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. აღნიშნულია, რომ თუ ეს წინადადება დამტკიცდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ჩინურ კომპანიებს დაუწესებს შეზღუდვებს. ევროკავშირის სანქციების წინადადების პროექტში ასევე ნახსენებია კომპანიები ჰონგ კონგიდან, სერბეთიდან, ინდოეთიდან და თურქეთიდან, წერს Bloomberg-ი. კერძოდ, შემოთავაზებულია აიკრძალოს […]

ბათუმში, ანბანის კოშკთან რუსეთის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც მდუმარე აქციით სოლიდარობას უცხადებენ საპყრობილეში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის ოჯახს

ბათუმში, ანბანის კოშკთან რუსეთის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც მდუმარე აქციით სოლიდარობას უცხადებენ ალექსეი ნავალნის ოჯახს. მათი განცხადებით, ისინი პატივს მიაგებენ საპყრობილეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ხსოვნას. აქციის მონაწილეებმა ანბანის კოშკთან ყვავილები მიიტანეს, სანთლები დაანთეს და ტრანსპარანტები გამოფინეს წარწერით: „არ დაგვავიწყდება”, არ გაპატიებთ”. მათი თქმით, რუსეთში თავისუფალ სიტყვას დევნიან და კლავენ. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების […]

იტალიის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს. „იტალიის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად თქვენი დანიშვნა. იტალიასა და საქართველოს შორის პარტნიორობა ეფუძნება იმ საერთო ღირებულებების ერთობლიობას, რომელიც პირველ რიგში აისახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი სუვერენიტეტის ჩვენი მტკიცე მხარდაჭერით. ჩვენ კვლავ წინ აღვუდგებით ნებისმიერ ქმედებას, […]

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის – “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო: “საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 6.53%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 39.95 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.96 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში “საქართველოს […]

პაპუაშვილმა არ უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლი?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ. შეკითხვა, არის თუ არა ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლი? – პაპუაშვილმა უპასუხოდ დატოვა. „რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება… კომენტარს, რომ არ ვაკეთებ, ახლა, მიზეზებს ხომ არ ავხსნი?!” – უთხრა პარლამენტის სპიკერმა მედიას. ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში […]

მდინარაძე ნავალნის გარდაცვალებაზე: სამწუხაროა, მაგრამ გვახსენებს 2012 წლამდე რეჟიმს

საფუძვლიანი ეჭვები ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, რაც ვრცელდება მის გარდაცვალების მიზეზებზე, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ესეც ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ ამავდროულად, არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვახსენებს ასევე ძალიან სამწუხაროდ 2012 წლამდე ჩვენ დაღუპულ ასობით პატიმარს ციხეში. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა ისეთი ხელისუფლება, რომ დღეს რომ ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების პირობებში საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება […]