სასტიკად ნაცემი მოსწავლე გორში – “ცემას და ბულინგს მასწავლებლები და მანდატური უყურებდნენ”

ტვ პირველის ინფორმაციით, გორის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელები და მანდატური ერთ-ერთი მოზარდის წინააღმდეგ ბულინგსა და ფიზიკურ ძალადობას უყურებდნენ, მაგრამ რეაგირება არ მოახდინეს. ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად მძიმედ არის დაშავებული მერვე კლასელი ბიჭი, რომელსაც ექიმების დახმარება დასჭირდა. მოზარდს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. მედიის ცნობით, ამ სკოლაში მოსწავლეების ბულინგისა და ცემის ეს პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა […]
“პუტინმა მოკლა ნავალნი, პუტინის დავალებით მომწამლეს ციხეში და ღმერთმა გადამარჩინა” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსი ოპოზიციონერის სიკვდილს ეხმაურება და წერს: პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი. შარშან ნავალნიმ ციხიდან ჩემს მხარდასაჭერად წერილი გამოაგზავნა. პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით. შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ხელი არ აუღია პუტინის დავალების შესრულებაზე და […]
გაერო ნავალნის სიკვდილის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ შეძრწუნებულია ალექსეი ნავალნის სიკვდილით და საქმის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს. გაეროს ოფისმა განაცხადა, რომ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება ნავალნის პატიმრობაზე. ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა ვოლკერ ტურკმა საჯაროდაც მოითხოვა მისი გათავისუფლება 2023 წლის ზაფხულში და განაცხადა, რომ ხანგრძლივი სასჯელი მიუთითებდა რუსეთის მხრიდან სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. “თუ ვინმე სახელმწიფოს პატიმრობაში იღუპება, […]
ნავალნის დაღუპვის შემდეგ თბილისში რუსეთის მოქალაქეთა აქცია გაიმართა

თბილისში, შვეიცარიის საელჩოში რუსული ინტერესების სექციასთან, რუსეთის მოქალაქეთა აქცია გაიმართა – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვის გამო. „ნეტგაზეთის“ მიახლოებითი დათვლით, აქციაზე ასობით ადამიანი იყო მისული. ზოგიერთ მათგანს თან ჰქონდა ბანერები, ასევე ყვავილებიც. აქციაზე შეკრებილები სკანდირებდნენ სხვადასხვა ლოზუნგს: „ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის“, „ნავალნი“, „პუტინი მკვლელია“, „რუსეთი იქნება თავისუფალი“, „ეს არის მკვლელობა და არა გარდაცვალება“. […]
საქართველოს ხელოვანების ღია წერილი საერთაშორისო ასოციაციებს

ჩვენ, ქართველი ხელოვანები, წლების განმავლობაში, ვებრძოდით იმ უსამართლობას, რომელიც GCA-ში გიგა კობალაძის ხელმძღვანელობით ხდებოდა. მას შემდეგ რაც აუდიტის დასკვნამ, ნათელი მოჰფინა ამ ასოციაციის მიერ ავტორთა დიდი რაოდენობით ჰონორარების გაფლანგვას და თანხების მითვისებას, ჩვენ ღიად დავუპირისპირდით ამ უსამართლობას (ლინკი). უამრავ კითხვაზე პასუხების სანაცვლოდ, ვიღებდით გიგა კობალაძის მიერ უკმაყოფილო წევრების ასოციაციიდან გარიცხვას. დარჩენილი წევრები კი ვერ ვახერხებდით […]
მამუკა მდინარაძე – უფრო დიდი ამორალურობა და სპეკულაცია არ არსებობს, რომ ნავალნი და სააკაშვილი შეადარო ერთმანეთს

დიახ, რა თქმა უნდა, შეიძლება კი არა, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ის საფუძვლიანი ეჭვები, რაც მისი (ნავალნის) გარდაცვალების მიზეზებზე ვრცელდება, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვახსენებს ასევე ძალიან სამწუხაროდ, 2012 წლამდე ჩვენს დაღუპულ ასობით პატიმარს ციხეში,- ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კითხვას – მიუხედავად იმისა, თუ […]
გია ხუხაშვილი – იქნება კორუფციასთან ბრძოლის იმიტაციები, ასევე იქნება დაჭერებიც, არა კორუფციასთან ბრძოლის, არამედ კორუფციის კონტროლირებად სქემაში დაბრუნების ეგიდით

იქნება კორუფციასთან ბრძოლის იმიტაციები, ასევე იქნება დაჭერებიც, არა კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით, არამედ კორუფციის კონტროლირებად სქემაში დაბრუნების ეგიდით, – ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. როგორც მან ირაკლი კობახიძის პრემიერ – მინისტრად დანიშვნაზე და მის როლზე კორუფციასთან ბრძოლის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რეალურად, კორუფციასთან ბრძოლას არავინ აპირებს. „კორუფციასთან ბრძოლა ამ ხელისუფლების პირობებში აბსურდია. ირაკლი […]
შალვა პაპუაშვილი – „ლელო“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2022 წლის თებერვალში, საქართველოში დაიწყებოდა ომი და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი

„ლელო“ რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში 2022 წლის თებერვალში, საქართველოში დაიწყებოდა ომი და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს 1000 – ლარიან პენსიასთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივაზე დასმული შეკითხვის პასუხად განუცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ლელო“ ითხოვდა, საქართველოს მთავრობას უკრაინაში გაეგზავნა მეომრები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. „არათუ ეკონომიკურად შეუძლებელია [1000 ლარიანი პენსია], „ლელო“ […]
თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიან აჭარაში მეწყრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა

ხულოში, შუახევსა და ქედაში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს,-ამის შესახებ აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, უსაფრთხო ადგილზე გაყვანილია 400-მდე ოჯახი. „დღეს აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე დამეწყრილი საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებს რამდენიმე ლოკაციაზე გაეცნო, მათ შორის სხალთის ხეობაში და ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცივაძეებში. მაღალმთიან აჭარაში დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით […]
შალვა პაპუაშვილი-7 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა დღევანდელი ჩვენი შეხვედრა – მიხარია, რომ ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა, უმეტეს საკითხებთან დაკავშირებით გვაქვს თანხმობა

7 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა დღევანდელი ჩვენი შეხვედრა. მიხარია, რომ ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. 3 საკითხიდან ერთი, რომელიც სასამართლოებს ეხება, გადავდეთ შემდეგი შეხვედრისთვის და შევეცდებით, რომ ის მალე ჩავნიშნოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ […]