“უბრალოდ ადგა და მოკვდა? ასე არ ხდება” – კარლ ბილდტი ნავალნის სიკვდილზე

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ECFR-ის თავმჯდომარე კარლ ბილდტი აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო „პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, პუტინსა და კრემლს ეკისრება“ და „შესაძლოა ვიხილოთ უფრო ქმედითი ნაბიჯებიც დასავლეთის მხრიდან, რუსეთის წინააღმდეგ“. „ეს ნამდვილი ტრაგედიაა, არა მხოლოდ მისი ოჯახისთვის, არამედ მთელი რუსეთისთვის. ნავალნი იყო მამაცი, ბრწყინვალე გონების კაცი, და ძალიან ბევრი რუსისთვის უკეთესი მომავლის იმედს განასახიერებდა, […]

იუნესკოს მსოფლიო პრემიაზე წარადგინეს ალსუ კურმაშევა, რუსეთში პატიმრობაში მყოფი რადიო თავისუფლების ჟურნალისტი

ჩეხეთმა და 22 სხვა ქვეყანამ პრესის თავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის იუნესკოს/გილერმო კანოს მსოფლიო პრემიაზე წარადგინეს რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, რომელიც გასული წლის გაზაფხულიდან რუსეთში პატიმრობაში იმყოფება. იუნესკოს/გილერმო კანოს მსოფლიო პრემია ყოველწლიურად გადაეცემა პირს ან ორგანიზაციას, რომელმაც “მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პრესის თავისუფლების დაცვაში ან მის პოპულარიზაციაში მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ასეთი […]

ჯო ბაიდენი – პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე – ნავალნის ბევრი რამ ჰქონდა, რაც პუტინს არ გააჩნდა – სიმამაცე, პრინციპულობა, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა

ნავალნის ბევრი რამ ჰქონდა, რაც პუტინს არ გააჩნდა – სიმამაცე, პრინციპულობა, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა. „პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე, პუტინი პასუხისმგებელია იმისთვის, თუ რა დაემართა ნავალნის, და ეს პუტინის სისასტიკის კიდევ უფრო დიდი დასტურია. არავინ უნდა […]

ალეკო ელისაშვილი – პრეზიდენტი თუ აღადგენს შეწყალების კომისიას, კარგი იქნება, მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ თავმჯდომარედ იმ ქალბატონს დანიშნავს – ეს იქნება კატასტროფა, პირდაპირ კორუფციის დახლს დადგამენ

გასაგებია, რომ სააკაშვილს ძალიან უნდა ციხიდან გამოსვლა, მაგრამ ვერ გამოვა, სალომე ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ალეკო ელისაშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს კიდევ ორი ბრალი აქვს წაყენებული, რომელზედაც განაჩენი არ დამდგარა და თუ ზურაბიშვილი შეიწყალებს, უკან შეატრიალებენ. „ვინ აიმედებს სააკაშვილს ასეთ აბსურდში? ამდენი თანამდებობაზე ნამყოფი ხალხია […]

ვინ აყოვნებს რეალურად უკრაინის დახმარებას? – ზურაბ გურული

2023 წლის ნოემბერში მექსიკა-აშშ-ს საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა 250 ათასმა ადამიანმა. აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა 2022 წლის მაისს, 224 ათასი მიგრანტით. ამ რიცხვების ზედაპირული ანალიზიც კი საკმარისია იმის გასააზრებლად, რა ხდება ამერიკის სამხრეთ საზღვრებზე. რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც უყოყმანოდ თანხმდებიან ერთ საკითხზე: – ამერიკის საზღვრებზე სრულიად უკონტროლო, კატასტროფული სიტუაციაა. კონგრესის რესპუბლიკურმა ფრაქციამ მეორე ცდით მოახერხა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის […]

“ეს ნარცისი ნავალნის სიკვდილის სფოთლაითშიც ფეხის ჩაყოფას შეეცადა” – ჩერგოლეიშვილი

ნავალნის სიცოცხლე დასრულდა. ამ საზიზღარი ქვეყნისგან თავი უნდა დავიხსნათ და ვინც ასე არ თვლის და ამისათვის ყველაფერს არ აკეთებს – საკუთარი შთამომავლობის მტერია! ჩემს გარემოცვაში, ჩემს ყველა ჩეთში, ყველამ, უკლებლივ ყველამ წინასწარ იცოდა რომ ეს ნარცისი ნავალნის სიკვდილის სფოთლაითშიც ფეხის ჩაყოფას შეეცდებოდა.

“არსებობს ისეთი შხამები, რომლებიც უკვალოდ იშლებიან.” რაზე მიანიშნებს ექიმი ანდრეი პროკოფიევი?

47 წლის რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც რუსეთში 4 წლის წინ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის მომწამვლელი ნივთიერებით მოწამვლას გადაურჩა, 16 თებერვალს იამალის ნახევარკუნძულის სოფელ ხარპში მდებარე კოლონიაში, პროსახელისუფლებო რუსული მედიის ცნობით, თრომბის მოწყვეტის გამო მოკვდა. სამედიცინო გაკვეთის გარეშე თრომბის მოწყვეტაზე საუბარი არადამაჯერებლად მიაჩნია ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ ანდრეი პროკოფიევს, რომელიც აცხადებს, რომ ნავალნის სიკვდილის გარემოება დასავლეთის სასამართლო-სამედიცინო ცენტრმა […]

ფრიდი: პუტინი აგრძელებს ძალაუფლების გამოყენებას ჩაგვრით, ნავალნის სისხლი მის ხელებზეა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორი დენიელ ფრიდი აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის “სისხლი პუტინის ხელებზეა”. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში, გადაცემა პოლიტმეტრში ჩართვისას ისაუბრა. ფრიდის თქმით, პუტინი აგრძელებს თავისი ძალაუფლების გამოყენებას ჩაგვრის მეშვეობით, რაც ქართველებისთვის არაა გასაკვირი. ის ამბობს, რომ პუტინი “ფაშისტია, რომელსაც სწამს ძალადობის და ამ ძალადობას იყენებს […]

„რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება“ — პაპუაშვილი ნავალნის სიკვდილზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უარს ამბობს, შეაფასოს რუსული ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილის ფაქტი. „რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება“ ,— ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ნავლნი პუტინის რეჟიმის მორიგი მსხვერპლი. დღეს, 16 თებერვალს, რუსეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი კოლონიაში მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. მსოფლიო ლიდერები ნავალნის სიკვდილზე […]

თავდაცვის მინისტრი მე-4 ქვეით ბრიგადას ესტუმრა

თავდაცვის მინისტრი მე-4 ქვეით ბრიგადას ესტუმრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა. პირველი ვიზიტი მან ვაზიანში მდებარე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით ბრიგადაში განახორციელა. სამხედრო ბაზაზე არსებული მდგომარეობა ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა გააცნეს. თავდაცვის მინისტრს აღმოსავლეთის სარდლობის სტრუქტურის, […]