ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა. პირველი რაუნდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მებრძოლებმა რამდენიმე კარგი დარტყმა გაცვალეს. მეორე რაუნდში კი ქართველმა თავის სტილში, ბრწყინვალე კომბინაციით ავსტრალიელი მებრძოლი დაანოკაუტა. ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონია. “მატადორის” ანგარიშზე 15 ჩატარებული ბრძოლა და ამდენივე გამარჯვებაა. შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ამავე ღონისძიებაზე […]
„ბუდეს“ თოჯინების წარმოების გასაზრდელად კადრების პოვნა უჭირს

მხატვარმა ნუცა ბლუაშვილმა ხელნაკეთი თოჯინები ბრენდი „ბუდე“ პანდემიის შემდეგ შექმნა. „ბუდეს“ თოჯინები ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ, სოციალური ქსელების საშუალებითაა იყიდება. ნუცა ბლუაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პერსონიფიცირებული თოჯინების ფასი საშუალოდ 60-დან 80 ლარამდეა და მათი ზომა 25 სმ-მდეა. „2015 წელს ხელნაკეთი ნივთების პატარა მაღაზია გავხსენით. თავიდან ეს ფიგურები არ იყო პერსონიფიცირებული. გამოხმაურება დიდი ჰქონდა, ხან ვის, […]
საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმზ ო’ბრაიანს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯეიმზ ო’ბრაიანთან გამართა შეხვედრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და მოსაზრებები გაცვალეს რეგიონალური უსაფრთხოების, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. „ასევე ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკაზე და […]
ჩეჩნეთში მინისტრად დაინიშნა რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟი

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, 18 წლის ახმატი, რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად დაინიშნა. მან ასევე მიიღო რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო -კადიროვის ორდენი, რომელიც დაარსდა მისი ბაბუის პატივსაცემად, ამის შესახებ ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა განაცხადა. მანვე გადასცა კადიროვს ორდენი. ამ საკადრო ცვლილებაზე ცალკე ინფორმაცია არ გავრცელებულა – მაგომედ დაუდოვმა თავის საჯარო პოსტში ჯილდოს გადაცემის შესახებ […]
ზელენსკი ბაიდენს ესაუბრა: „მოხარული ვარ, რომ სრული მხარდაჭერის იმედი მაქვს“

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ყოფნისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან. “განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობა. მოხარული ვარ, რომ ამერიკის პრეზიდენტის სრული მხარდაჭერის იმედი მაქვს. ჩვენ ასევე გვჯერა აშშ-ს კონგრესის ბრძნული გადაწყვეტილების.უკრაინის მხარდაჭერა დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერაა. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ეს ღირებულებები”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინის […]
მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა!

UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს შეხვდა და მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა. ბრძოლა ორივე მებრძოლმა ფრთხილად დაიწყეს, ჯერ აკვირდებოდნენ ეთმანეთის ტაქტიკას. პირველი რაუნდის შუა წელს მერაბმა პირველი თეიქდაუნიც მიითვალა, ორიოდე წუთით ადრე კი ძლიერი დარტყმის შემდეგ ქართველს არ გაუმართლა და მექსიკელი მის უნიდან აღმოჩნდა. მეორე რაუნდში მერაბი გაცილებით უკეთესი იყო, სეხუდომ რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო, 2:18 […]
ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა – “უოტფორდმა” როგორც იქნა მოიგო

ჩემპიონშიფის 33-ე ტურში „უოტფორდმა“ გასვლაზე აუტსაიდერ „როტერჰემს“ 1:0 სძლია. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 55-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მისი თამაში sofascore-მა 6.7 ქულით შეაფასა, whoscored-მა 6.5-ით, flashscore-მა კი 6.4-ით. „უოტფორდმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ გაიმარჯვა, 44 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა, პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონას 7 ქულა აშორებს და 24 თებერვალს „ჰადერსფილდს“ უმასპინძლებს. როტერჰემი – […]
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, უკრაინა საბოლოოდ შეუერთდება ევროკავშირს და ასევე ნატოს, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ

უკრაინა გახდება ევროკავშირის და ასევე ნატოს წევრი, მაგრამ მას არ შეუძლია შევიდეს სამხედრო ალიანსში, სანამ ჯერ კიდევ რუსეთთან ომი აქვს, განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ 17 თებერვალს. „გზავნილი რუსეთისთვის ძალიან ნათელია: უკრაინა იქნება ევროკავშირის წევრი, შემდეგ კი ჩვენ ვიმოქმედებთ, რათა უკრაინა გახდეს ნატოს წევრი“, – განაცხადა ტაიანიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. თუმცა, ნატოში გაწევრიანება […]
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მინისტრებმა რუსეთს მოუწოდეს, გამოიძიოს ნავალნის სიკვდილის გარემოებები

მსოფლიოს შვიდი უმსხვილესი სამრეწველო დემოკრატიული ქვეყნის ჯგუფის – „დიდი შვიდეულის (G7) საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს რუსეთის ხელისუფლებას, სრულად ახსნას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის კოლონიაში სიკვდილის გარემოებები. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, იაპონიის და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ მიღებულ განცხადებაში. შეხვედრა გაიმართა მიუნხენში, სადაც ამ დღეებში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია იმართება. […]