ჩეხეთმა უცხოეთში 800 ათასი საარტილერიო ჭურვს მიაკვლია უკრაინისთვის

ჩეხეთმა უცხოეთის ქვეყნებში მიაკვლია დაახლოებით 800 ათას საარტილერიო ჭურვს, რომელთა მიწოდება შესაძლებელია უკრაინისთვის მისი არსენალის შესავსებად, მაგრამ პრაღას პარტნიორების ფინანსური დახმარება სჭირდება მათი შესყიდვისა და ტრანსპორტირებისთვის. ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, იტყობინება ჩეხური მედია და უკრაინსკა პრავდა. უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდებაზე გამართულ შეხვედრაზე, პაველმა აღნიშნა, რომ ჭურვების დეფიციტის გათვალისწინებით, კიევის […]
პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე – გარკვეულწილად, უკან დაბრუნებით ის იღებს პასუხისმგებლობას წინა პოლიტიკაზე და იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება

გარკვეულწილად, უკან დაბრუნებით ბიძინა ივანიშვილი იღებს პასუხისმგებლობას წინა პოლიტიკაზე და იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,ევროაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ინტერვიუში ზურაბიშვილმა უპასუხა დეოლიგარქიზაციაზე დასმულ კითხვას შეიძლება შეაფერხოს თქვენი ევროკავშირში გაწევრიანების შანსები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ? – რაზეც ზურაბიშვილმა უპასუხა: „ის [ივანიშვილი] აღარ არის […]
ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზაში, დააკავა ხალხი საავადმყოფოში

17 თებერვალს ჯანდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და სამხედროებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ძალებმა დააკავეს ადამიანები ღაზის უდიდეს მოქმედ საავადმყოფოში. ამ დროს საჰაერო დარტყმები განხორციელდა ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე. პალესტინელები, რომელთაც რაფაჰს შეაფარეს თავი, წვიმამ დააზარალა. ისრაელის ძალებმა იერიში მიიტანეს ნასერის საავადმყოფოზე ხან-იუნისში 15 თებერვალს და აგრძელებენ ომს ჰამასის, აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეულ, დაჯგუფებასთან, რომელიც მართავს […]
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე, ირანმა ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები წარადგინა

ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული სიტუაციის ფონზე, ირანმა წარადგინა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი სისტემები, რომლებზეც ამბობენ, რომ ქვეყანაში დაამზადეს. წარდგენილი არმანის სისტემა ბალისტიკურრაკეტსაწინააღმდეგო დანადგარია, ხოლო აზარახში დაბალი სიმაღლის საჰაერო თავდაცვის სისტემა. წარდგენის ცერემონიას ესწრებოდა ირანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-ბრიგადირი მუჰამედ რეზა აშთიანი. ირანის სამთავრობო მედია ირწმუნება, რომ ახალი სისტემები ირანის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას ბევრად გაზრდის. ირანის სამთავრობო მედიის […]
CNN: რუსეთი მუშაობს კოსმოსურ ბირთვულ იარაღზე, რომლის დეტონაცია ენერგიის ტალღას შექმნის

CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ახალ ინფორმაციას აქვეყნებს იმ იარაღთან დაკავშირებით, რაზეც რუსეთი მუშაობს, რაც ცნობილი გასულ კვირაში გახდა. CNN-ს სამმა წყარომ, რომლებმაც იციან აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაციის შინაარსი, დაუდასტურა, რომ რუსეთი ცდილობს შეიმუშავოს კოსმოსური ბირთვული იარაღი, რომელსაც, დეტონაციის შემთხვევაში, ენერგიის მასიური ტალღით სატელიტების განადგურება შეეძლება. მსგავსი იარაღი პოტენციურად შეძლებს კომერციული და სახელმწიფო ხელოვნური თანამგზავრების მწყობრიდან გამოყვანას. […]
ამერიკელი ოფიციალური პირის ვარაუდით, რუსეთის ოპერაციები უკრაინაში, სავარაუდოდ, 211 მილიარდ დოლარამდე დაჯდა

რუსეთმა სავარაუდოდ, 211 მილიარდი დოლარი დახარჯა უკრაინაში ოპერაციებისთვის – თავისი ჯარების აღჭურვაში, განლაგებასა და შენახვაში, ხოლო 10 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა იარაღის გაყიდვების გაუქმების ან გადადების გამო, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც არ გაამხილა ვინაობა. რუსეთის თითქმის ორწლიანი ომის დეტალური ხარჯები გამომზეურდა მაშინ, როცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დაიყოლოს აშშ-ის წარმომადგენელთა […]
მამარდაშვილი “უმუშევარი” იყო – “ვალენსიამ” უსახურ “სევილიას” ვერ მოუგო

ლა ლიგის 25-ე ტურში „ვალენსიასა“ და „სევილიას“ მატჩი 0:0 დასრულდა. თამაში უსახური იყო, პირველ ტაიმში ერთადერთი მომენტი მასპინძელთა თავდამსხმელ იარემჩუკს ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. შესვენების შემდეგი უკრაინელი მახვილი კუთხიდან შეიჭრა საჯარიმოში და გატანა მეკარემ არ დაანება. ბოლოს პეტერ ფედერიკოს დარტყმული ბურთი ასცდა ანდალუსიელთა კარს და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. რაც შეეხება სტუმრებს, „ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი […]
ნეტავ ახლა, “ნაშამქორალი” ნათია მეზვრიშვილი როგორ “გააპრავებს” გახარიას მიერ გადამალულ 3000 განკარგულებას?! – თაკო ჩარკვიანი

ალო! ალო გახარია! ალო “ბალაკლავა”, აბა ჰე… ნეტავ ახლა, “ნაპროკურორალი და ნაშამქორალი” ნათია მეზვრიშვილი როგორ “გააპრავებს” გახარიას მიერ გადამალულ 3000 განკარგულებას?! თუმც, მოსთხოვე ახლა ამათ “შუბლის ძარღვი” “ჩოლკის” – ვარცხნილობის ქვეშ საგულდაგულოდ გადამალული რომ აქვთ, ანუ გაწყვეტილი რომ არის “შუბლის ძარღვი” რომ არ გამოჩნდეს “– წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. “ამათთან” ალიანსი ადგილობრივი არჩევნების დროს […]
სალომე ზურაბიშვილი – რუსეთი სადაც კი რბილ ადგილს იპოვის, იქით გადაადგილდება – სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, რადგან სანამ გარეთ ხარ, არ იმყოფები დაცულ ზონაში

რუსეთი სადაც კი რბილ ადგილს იპოვის, იქით გადაადგილდება – სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, რადგან სანამ გარეთ ხარ, არ იმყოფები დაცულ ზონაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ევროაქტივთან” ინტერვიუში განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე დასავლელი პარტნიორების საპასუხო ქმედებების შეფასებისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „უხერხული იქნება დასავლელი პარტნიორების […]
სალომე ზურაბიშვილი – თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა იქნება პოლარიზაციის დასასრული -პოლარიზაციით არ ვარ შეწუხებული, რადგან არავინ იცის როგორ შეამციროს ის

თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა (იქნებ დროა საქართველომ ეს გამოცადოს) ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, რადგან ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ ერთმანეთთან მუშაობა და [ქვეყნის] ერთად მართვა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,ევროაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ჟურნალისტის კითხვაზე: როგორ აპირებთ მთავრობაზე ზეწოლას ევროკავშირის რეფორმების რეკომენდაციების განსახორციელებლად, განსაკუთრებით, […]