ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა

ილია თოფურია UFC-ის პირველი ჩემპიონი გახდა. ქართველმა მებრძოლმა ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. UNDEFEATED. UNDISPUTED.@TopuriaIlia is your NEW featherweight world champ 🇪🇸🏆🇬🇪 [ B2YB Lights Out presented by @QuiverDistrib | #UFC298 ] pic.twitter.com/baZwauY5ms— UFC (@ufc) February 18, 2024 ვოლკანოვსკი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში აქამდე დამარცხებული არავის ჰყავდა. პირველ რაონდში მებრძოლებმა რამდენიმე დარტყმა გაცვალეს. მეორე […]

ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია. ბრძოლის დასრულების შემდეგ თოფურიამ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.

დანიის პრემიერი – მივიღეთ გადაწყვეტილება, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ

დანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი თავისი არტილერია უკრაინას გადასცეს, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენში განაცხადა, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს. ფრედერიკსენმა ასევე მოუწოდა ევროპის სხვა ქვეყნებს, გადასცენ თავიანთი საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები უკრაინას, რადგან ახლა მათ უფრო სჭირდებათ. დანიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპელი ლიდერები ხშირად საუბრობენ იარაღის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და აცხადებენ, […]

ამბროლაურში, სოფელ თლუღში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ამბროლაურში, სოფელ თლუღში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მათივე ცნობით, სამართალდამრღვევს მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალებით 6 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი დასამუშავებლად რეგისტრირებულ სახერხ საამქროში გადაჰქონდა. „რეგისტრირებული სახერხი საამქრო და მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალება დაილუქა; უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია […]

6 500 აბონენტს გაზმომარაგება 12 საათით შეუწყდება

19 თებერვალს თბილისის 6 500 აბონენტს გაზმომარაგება 12 საათით შეუწყდება. თბილისი ენერჯი მიზეზად ქსელზე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. გაზის მიწოდება 19 თებერვალს 22:00 საათიდან შეწყდება, ხოლო აღდგება 20 თებერვალს, 10:00 საათზე. ინფორმაციას თბილისი ენერჯი ავრცელებს გაზმომარაგება შეეზღუდება: ხიზამბარელის ქუჩის მიმდებარედ შპს ,,მილენიუმ ჰაუსი”-ს, ხიზაბავრის ქ. 24-ში მდებარე შპს ,,გ ლ დეველოპმენტი”-ს, ხიზაბავრის ქ. 7 (ხიზამბარელის […]

თბილისში ცხოველთა პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდება – ნახეთ პროექტი

მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე პოპულაციების მართვის ახალი თანამედროვე სტანდარტების ცენტრი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს. პოპულაციების მართვის ცენტრს კომპანია „ბილდკინგსი“ ააშენებს. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაბამისი ხელშეკრულება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმდა. „პროექტის ფარგლებში 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტოპერაციული სივრცით მოეწყობა. შენობები უზრუნველყოფილი […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – გვჯერა აშშ-ს კონგრესის ბრძნული გადაწყვეტილების – უკრაინის მხარდაჭერა დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერაა

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გამართა, – ინფორმაციას ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს. ზელენსკის განცხადებით, ამერიკელ კოლეგასთან საუბრისას მათ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება განიხილეს. „მოხარული ვარ, რომ ამერიკის პრეზიდენტის სრული მხარდაჭერის იმედი მაქვს. ჩვენ ასევე გვჯერა აშშ-ს კონგრესის ბრძნული გადაწყვეტილების. უკრაინის მხარდაჭერა დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერაა. ჩვენ ერთად უნდა […]

ილია დარჩიაშვილი – ორმხრივ ფორმატებში მაქსიმალურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა აღნიშნული ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს

საქართველო ყოველთვის იყენებდა მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმს, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად წარმოგვეჩინა და გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა პარტნიორებთან იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც არის ჩვენს რეგიონსა და მის მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ძალიან […]

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს ო’ბრაიანს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯეიმს ო’ბრაიანთან გამართა შეხვედრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოსა საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. „მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონალური უსაფრთხოების, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ისაუბრეს კონფლიქტის […]