სახელები ჰქვიათ სხვადასხვა, თუმცა, რეალობაში ყველანი მიშას შვილები არიან – კახა კალაძე ოპოზიციაზე

მამუკა ხაზარაძე არის ჩვეულებრივი “ლუზერი” რადიკალი, არაფრით განსხვავდება იმ რადიკალებისგან, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, ანუ სახელები ჰქვიათ სხვადასხვა, თუმცა, რეალობაში ყველანი მიშას შვილები არიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს, ყველა იმ რადიკალ პოლიტიკურ სუბიექტს, ვინც ახლა ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზეა, სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა. […]
აი, ეს იქნება 36 კვირის მერე, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა და თქვენ გინდათ მუდმივ შიშში, ტერორში აცხოვროთ ხალხი – პაატა მანჯგალაძე

“ნუ გეშინიათ, 36 კვირის შემდეგ იქნება ოპოზიცია კოალიციური მმართველობით, პირველსავე კვირაში შესაძლებელია, რომ 400 ათას პენსიონერს, რომელსაც აქვს მაღალი დავალიანება, ამის გასტუმრება მოხდება, 200 ლარით მყისიერად გაიზრდება პენსია, ყოველი მესამე ბავშვი, რომელიც შიმშილობს, მოვაგვარებთ მათი კვების პრობლემას. ასევე დავიწყებთ იმას, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, ემიგრანტებმა დაიწყონ დაბრუნება, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის იყოს სახელმწიფოს გვერდში დგომის შესაბამისი პროგრამები, […]
გარემოს ეროვნული სააგენტო – ადიგენში ადგილი აქვს დროებით სტაბილიზაციაში მყოფი, ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას – სააგენტოს სპეციალისტები გეოლოგიური პროცესების შესაფასებლად იმყოფებიან ბორჯომში, ხონსა და ჩოხატაურშიც

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი ადიგენის მუნიციპალიტში იმყოფება, სადაც ადგილი აქვს დროებით სტაბილიზაციაში მყოფი, ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას, – ამის შესახებ განცხადებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. „გარდა ამისა, სააგენტოს სპეციალისტები მუნიციპალიტეტების მოთხოვნის საფუძველზე აგრძელებენ ქვეყნის მასშტაბით […]
ნინო წილოსანი – სალომე ზურაბიშვილი უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველომ უნდა იმუშაოს, რათა დაეწიოს უკრაინას და მოლდოვას – რაში უნდა დავეწიოთ, უკრაინას ომში დავეწიოთ თუ მოლდოვას დსთ-ს წევრობაში?

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ჩერდებიან და სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, ანამუსებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა. მისივე თქმით, პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ მთელი ოპოზიციური ძალისხმევა სააკაშვილის პოლიტიკური რეაბილიტაციისკენ მიემართება. „დღეს გაკეთებულმა განცხადებებმაც დაადასტურეს, რომ მთელი ოპოზიციური ძალისხმევა სააკაშვილის პოლიტიკური […]
კახა კალაძე – ხაზარაძე არაფრით განსხვავდება იმ რადიკალებისგან, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს – სახელები ჰქვიათ სხვადასხვა, თუმცა, რეალობაში ყველანი მიშას შვილები არიან

მამუკა ხაზარაძე არის ჩვეულებრივი “ლუზერი” რადიკალი, არაფრით განსხვავდება იმ რადიკალებისგან, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, ანუ სახელები ჰქვიათ სხვადასხვა, თუმცა, რეალობაში ყველანი მიშას შვილები არიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს, ყველა იმ რადიკალ პოლიტიკურ სუბიექტს, ვინც ახლა ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზეა, სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა. […]
გიორგი ვაშაძე – 26 ოქტომბერს ვცვლით ხელისუფლებას, მოდის ხალხის მმართველობა, 15 დეკემბერს გადავალთ შემდეგ ეტაპზე, დავიწყებთ მოლაპარაკებებს, დავეწევით მოლდოვასა და უკრაინას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში „ხალხის დასანახად ჩაფრინდა“. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრიუსელში კობახიძის ვიზიტს უფრო მეტი ნეგატივი აქვს, ვიდრე პოზიტივი. „რით დაიწყო კობახიძემ თავისი მოღვაწეობა? ივანიშვილის პარტიასთან ერთად ბოიკოტი გამოუცხადა მიუნხენის კონფერენციას, სადაც მთელი მსოფლიოს ლიდერები იყვნენ და სადაც მთელი მსოფლიოს უმსხვილესი ბიზნესკომპანიები იყვნენ წარმოდგენილები. პირველი თქვა, რომ ევროკავშირის […]
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჯოზეფ ბორელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს − ჯოზეფ ბორელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯოზეფ ბორელმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრეს. „ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, […]
შალვა პაპუაშვილი – ევროპარლამენტარების მიერ სააკაშვილის შეწყალების მიზნით ხელმოწერების შეგროვების დაწყება სამარცხვინო მცდელობაა, კრიმინალი სამართლიანი სასჯელისაგან დაიხსნან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მიზნით ხელმოწერების შეგროვების დაწყებას აფასებს და აცხადებს, რომ ეს კიდევ ერთი სამარცხვინო მცდელობაა, „კრიმინალი [მიხეილ სააკაშვილი] სამართლიანი სასჯელისაგან დაიხსნან“. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულად თავს არ თვლის და ზუსტად იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან. „ეს კინო ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს დიდი ხანია […]
თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთ საკითხად დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები უნდა განიხილონ

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთ საკითხად დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები უნდა განიხილონ. საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ისინი ბიუჯეტს მხარს დაუჭერენ, ნაცვლად ოპოზიციის წევრებისა, რომლებიც, მისი თქმით, წლებია საზოგადოებას ბოიკოტს უცხადებენ. „ბიუჯეტი მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიცავს, რასაც ჩვენ მხარს აუცილებლად დავუჭერთ, ნაცვლად ჩვენი ოპოზიციონერებისა, რომლებიც წლების განმავლობაში ბოიკოტს უცხადებენ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. […]
შალვა პაპუაშვილი – 2%-იანი პარტიები რომ კოალიციაზე საუბრობენ, ეს დასტურია სასაცილო მდგომარეობაში ყოფნისა – ერთადერთი კოალიცია, რაც არსებობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“

2%-იანი პარტიები რომ კოალიციაზე და ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობენ, ეს კიდევ ერთხელ დასტურია სასაცილო მდგომარეობაში ყოფნისა – ერთადერთი კოალიცია, რაც არსებობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ოპოზიციაში კოალიციური მთავრობის შესაძლო ფორმირებაზე. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, მხოლოდ ერთი კოალიცია „ნაციონალური მოძრაობაა“ სადაც „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვა პარტიები შედიან. […]