თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი ქარხანა აშენდება

დედაქალაქში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი ქარხნის მშენებლობა იგეგმება, რაც საქართველოში ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის დრაკინოსმა. გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ხელი […]
USAID-ის მისიის დირექტორი – რადიკალური ჯგუფების მიმართ USAID-ის მხარდაჭერის შესახებ ნებისმიერი განცხადება უბრალოდ არასწორად დახასიათება და არასწორად გაგებაა

რადიკალური ჯგუფების მიმართ USAID-ის მხარდაჭერის შესახებ ნებისმიერი განცხადება უბრალოდ არასწორად დახასიათება და არასწორად გაგებაა. ამასთან დაკავშირებით გვქონდა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, – ამის შესახებ USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, ჯონ პენელმა განაცხადა. „USAID აქვს მტკიცე პარტნიორობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან. ჩვენ ამ სამივე ელემენტთან ვთანამშრომლობთ ბოლო 30 წელია. რადიკალური ჯგუფების მიმართ USAID-ის მხარდაჭერის […]
ხატია დეკანოიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. როგორც ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს NDI -ის სადამკვირვებლო მისიასთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. „მიუხედავად 9 დათქმისა და იმ პრინციპებისა, რომელიც უნდა შევასრულოთ, საქართველოს პარლამენტში სწორედ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, სადამკვირვებლო მისიები ამის თაობაზეც საქმის კურსში იყვნენ […]
დავით უსუფაშვილი – „ლელო“ აღიზიანებთ, გვაბრალებენ, რომ „ნაცები“ ვართ და ჩვენი ლიდერები საეჭვო წარმოშობის მილიონერები არიან – ვის ესხმიან ხოლმე თავს? – ვისგანაც საარჩევნოდ საფრთხეს ელიან ხოლმე

გვაბრალებენ, რომ „ნაცები“ ვართ და ჩვენი ლიდერები საეჭვო წარმოშობის მილიონერები არიან. ამაზე გველაპარაკებიან ბიძინა ივანიშვილის პარტიის და იმ მილიონერების პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენს გარშემო პარლამენტში უხვად სხედან, – ამის შესახებ ლელოს დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც „ლელოს“ შესახებ მმართველი გუნდის წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მათი „თვის წესრიგი“. „ეს არ […]
ხატია დეკანოიძე – წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვართ ჩავარდნილი, რომ როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩადის ბრიუსელში, ეს რაღაც განსაკუთრებული მოვლენა ხდება

წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვართ ჩავარდნილი, რომ როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩადის ბრიუსელში, ეს რაღაც განსაკუთრებული მოვლენა ხდება,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეკანოიძის თქმით, ის უფრო საინტერესოა, რა გეგმით ჩავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში, რას ეუბნება ის პარტნიორებს 9 დათქმის შესრულების, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. „ნამდვილად […]
კახა კალაძე ირაკლი ნადირაძის განცხადებაზე – საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს

თბილისის მერი კახა კალაძე ტყუილს და არასწორ ინფორმაციას უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მერიამ 2023 წელს 200 მლნ ლარზე მეტი ვერ აითვისა. როგორც მან ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ნადირაძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. „ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. ის ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ძალიან მარტივადაა ყველაფერი […]
„2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა“ – თიბისი კაპიტალმა ახალი პუბლიკაცია წარადგინა

თიბისი კაპიტალმა, თიბისის ბიზნესპარტნიორებისთვის, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა წარადგინა. 2024 წელს, თიბისი კაპიტალი, კვლევების მიმართულებით, ახალ ეტაპზე გადადის და სექტორების ზოგად მიმოხილვასთან ერთად, ბიზნესის მხრიდან დასახელებულ კონკრეტულ კითხვებს სცემს პასუხს, ვინაიდან, პარტნიორების მხრიდან, სულ უფრო მზარდია მოთხოვნა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დახმარებაში. რთული გეოპოლიტიკური გარემო, არჩევნების ციებ-ცხელება მსოფლიოში, საქართველოში მიგრაციული ნაკადების ცვლილება […]
,, გვახსოვს, ნავალნის გამარჯვების შემთხვევაში რა გველოდა – ისევ ოკუპაცია” – მაია ბითაძე
პარლამენტის წევრი, მაია ბითაძე აცხადებს: ,,ღმერთმა აცხონოს ალექსეი ნავალნის სული. ნამდვილად სამწუხაროა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი ტყვეობაში იღუპება, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ქართველებს გვახსოვს, მისი გამარჯვების შემთხვევაში რა გველოდა – ისევ გველოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოკუპაცია და ისევ რუსეთის ის იმპერიალისტური პოლიტიკა, რასაც საუკუნეებია, ეს ქვეყანა არ წყვეტს და არც შეწყვეტს. ეს ფეტიში რუსეთისადმი, პუტინისადმი, ყოველდღე რამდენჯერაც […]
სიკვდილის წინა დღეს ნავალნიც საიმედოდ გამოიყურებოდა – ხერხეულიძე სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილმა მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის რისკი გაზარდა. ამის შესახებ მან დღეს, 20 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ეკა ხერხეულიძემ პარალელი გაავლო ნავალნის სიცოცხლის ბოლო დღეებსა და მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობასთან და განაცხადა, რომ სიკვდილამდე ნავალნიც საიმედოდ გამოიყურებოდა. ამიტომ მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა, რომ გამბედაობა […]
შვედეთი უკრაინას $682 მილიონის ღირებულების თავდაცვითი პაკეტით დაეხმარება

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ შვედეთი უკრაინას 7.1 მილიარდი შვედური კრონის (682 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. ჯონსონმა განაცხადა, რომ უახლესი დახმარების პაკეტი მოიცავს 10 ერთეულ CB 90 საბრძოლო ნავს, 20 ჯგუფურ ნავს და წყალქვეშა იარაღს. შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით (SVT) , უკრაინა მიიღებს 2 მილიარდი (192 მილიონი აშშ […]