შვედეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიაწვდის, რომელიც კატერებსაც მოიცავს

შვედეთის მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა, რომლის ღირებულება 7.1 მილიარდი შვედური კრონია (630 მილიონი ევრო), – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დახმარების აღნიშნული პაკეტი შვედეთის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი მეთხუტმეტე და ყველაზე მასშტაბური პაკეტი იქნება. მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს: Stridsbåt 90 კლასის სადესანტო თავდასხმის 10 კატერს, 20 სადესანტო კატერს, წყალქვეშა იარაღს, საზენიტო სისტემებს, TOW-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ყუმბარმტყორცნებს, […]
დავით უსუფაშვილი NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრაზე – ამ ადამიანების ჩამოსვლით დასტურდება ჩვენი ბრალდებები – მათ დაინახეს, რომ საქართველოში სიტუაცია მძიმეა და 2 თვით ადრე ჩამოსვლას აზრი არ აქვს

აქ არიან ყოფილი მინისტრები, ყოფილი ელჩები და უმაღლესი თანამდებობის პირები, რომ მოიცალეს და არჩევნებამდე 9 თვით ადრე ჩამოვიდნენ. ამით დასტურდება ჩვენი ბრალდებები – დაინახეს, რომ საქართველოში სიტუაცია მძიმეა და 2 თვით ადრე ჩამოსვლას აზრი არ აქვს,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, სტუმრები არიან ძალიან […]
დევიდ კამერონი – დიდი ბრიტანეთი ფოლკლენდის კუნძულების დაცვას გააგრძელებს

დიდი ბრიტანეთი ფოლკლენდის კუნძულების დაცვას გააგრძელებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა ფოლკლენდის კუნძულებზე ვიზიტისას განაცხადა. „სანამ ფოლკლენდის კუნძულების მოსახლეობას დიდი ბრიტანეთის ოჯახის ნაწილად დარჩენა სურს, მაშინ მათი სურვილი, რომ ამ ოჯახის ნაწილს წარმოადგენდნენ, აბსოლუტურად მისასალმებელია“, – განაცხადა დევიდ კამერონმა. დევიდ კამერონმა პორტ სტენლიში ფოლკლენდის ომში დაღუპულთა მემორიალს მიაგო პატივი. „ჩვენ […]
კახა კალაძე – არჩევნებში ჩარევის შესაძლებლობა არავის აქვს, არც რუსეთს, არც ევროკავშირს, არც აშშ-ს – ამას ვერავინ შეძლებს!

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და მასში ჩარევას ვერცერთი ქვეყანა შეძლებს. ამის შესახებ მან მედიასთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. კახა კალაძის თქმით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ტარდება და ეს სტანდარტი შენარჩუნდება. „არჩევნებში ჩარევის შესაძლებლობა არავის აქვს, არც რუსეთს, არც ევროკავშირს, არც აშშ-ს. ამას ვერავინ შეძლებს! […]
გიდების ასოციაციის დამფუძნებელი – საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებმა ხშირ შემთხვევაში საქართველოს ისტორია არ იციან და ტურისტებს ფაქტებს დამახინჯებულად აწვდიან

საქართველოს გიდების ასოციაციის დამფუძნებლის, ქეთევან მელაძის განცხადებით, საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებმა ხშირ შემთხვევაში, საქართველოს ისტორია არ იციან და ტურისტებს ფაქტებს დამახინჯებულად აწვდიან. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პარლამენტში მიმდინარეობს „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებს დაარეგულირებს. როგორც მან აღნიშნა, იმის გასარკვევად, თუ რამდენად სწორად აწვდიან ინფორმაციას ტურისტებს გიდები, „ალბათ, შეიქმნება ტურისტული […]
კახა კალაძე – მამუკა ხაზარაძე ჩვეულებრივი „ლუზერი“ და რადიკალია

მამუკა ხაზარაძე ჩვეულებრივი „ლუზერი“ და რადიკალია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული ბანერის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ხაზარაძეც ისეთივე რადიკალია, როგორც დანარჩენი ოპოზიციონერები დეპუტატები. „მამუკა ხაზარაძე ჩვეულებრივი „ლუზერი“, რადიკალია და არაფრით განსხვავდება იმ რადიკალებისგან, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ. სახელები […]
ლუკაშენკოს თქმით, „საქართველოს ნატოში ჩაითრევენ“

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ ნატო ფინეთით და შვედეთით არ შეაჩერებს გაფართოებას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სხვა ქვეყნებსაც “ჩაითრევენ”. მისი განცხადებით, „კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტიურობა მხოლოდ იმატებს. ვაშინგტონი და მოკავშირეები განაგრძობენ ნატოს გაფართოებას. ვითარება მათთვის საკმაოდ კარგია“, – დასძენს ლუკაშენკო. გაფართოება, ბელარუსის დიქტატორის თქმითვე, შეეხება არა მარტო შვედეთს, – რომელსაც, წესით, მალე მიიღებენ ალიანსში, […]
ისრაელი ღაზას ბომბავს გაეროში ზავის შესახებ კენჭისყრის წინ

ისრაელმა 20 თებერვალს საჰაერო თავდასხმები განახორციელა ღაზაზე, იმ ფონზე, როცა ქვეყნები ცდილობენ საზავო შეთანხმების შემუშავებას გაეროს უშიშროების საბჭოში დანიშნულ კენჭისყრამდე – რომელსაც, გავრცელებული მოლოდინით, აშშ ვეტოს დადებით დაბლოკავს. გაერო განგაშით გამოდის ღაზაში შექმნილი უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარების გამო და აცხადებს, რომ საკვების დეფიციტს შესაძლოა მოჰყვეს ბავშვთა სიკვდილიანობის “აფეთქება”. ოთხ თვეზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე ომის შედეგად […]
სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი ჭირს. მე გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება და გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი – ანა წითლიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილს

ნავალნის სიკვდილის ფონზე ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ციხეში გვყავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პუტინის პირადი მტერია მხოლოდ იმიტომ, რომ 2008 წელს გაბედა და წინააღმდეგობა გაუწია”– განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ 20 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. “მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ციხეში და თუნდაც “ვივამედი”-ს კლინიკაში ჯდომა არაფერია, თუ არა, […]
ეს სახიფათო ტყუილია – დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციის დაპირებაზე

ეს სახიფათო ტყუილია – დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციის დაპირებაზე „რუსეთს სანქციები გამოვუცხადოთ და პენსიები 1000 ლარამდე გავზარდოთო, – ეს სახიფათო ტყუილია“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძემ რადიკალური ოპოზიციის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემულ ცრუ დაპირებებზე ისაუბრა. „როგორც ხედავთ, დაიწყო წინასაარჩევნო მარათონი და, პარალელურად, დაიწყო რადიკალური […]