ონის მერია: მეწყრულმა პროცესებმა სოფლებში საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურა დააზიანა

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფელ უწერაში, ჯინჭვისსა და ბარში მეწყრულმა პროცესებმა სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია. “შექმნილია სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, ასევე მონიტორინგის ფარგლებში 19 თებერვალს, სტიქიის ზონები, შეფასების მიზნით, ადგილზე მოინახულა, მუნიციპალიტეტის მიერ მოწვეულმა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტმა (გეოლოგმა) რომლის მიერაც მოხდება შეფასება და მომზადდება დასკვნა, ხოლო შესაბამისი სამსახურების მიერ […]
სააკაშვილმა მოსამართლე კოჭლამაზიშვილი კვლავ “გააბითურა”

სააკაშვილმა მოსამართლე კოჭლამაზიშვილი კვლავ “გააბითურა”, დღევანდელ პროცესზე მან ტრადიციულად პოლიტიკური განცხადება გააკეთა და ამის შემდე, უარი განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე, რათა თავი აერიდებინა კითხვებზე პასუხის გაცემისგან.
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ

ჰიუნდაი ავტო საქართველო მომხმარებლებისთვის აქციების შეთავაზებას აგრძელებს. ამჯერად 2023 წლის ბესტესელერი მოდელების შეძენისას მომხმარებელი მწარმოებლის ბონუსს მიიღებს და სასურველი ავტომობილის შეძენას განსაკუთრებულ ფასად შეძლებს. შეთავაზება ბრენდის ოთხ მოდელზე ვრცელდება და თითოეულზე განსხვავებული ბონუსია: ფელისეიდი- 12000 ლარი სანტა ფე -10000 ლარი ელანტრა- 5000 ლარი ტუსანი -6000 ლარი. მწარმოებლის ბონუსი ვრცელდება აჭარა მოტორსის შოურუმშიც, რომელიც ჰიუნდაი ავტო […]
ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. წილოსანმა, რომელსაც პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანი შეცვალა. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან პარლამენტის სპიკერატში სულ ოთხი ვიცე-სპიკერია. ესენი არიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა. ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერები არიან უმრავლესობის დეპუტატები: […]
საია-ს თავმჯდომარე – 9 რეკომენდაციის თაობაზე საპარლამენტო ფორმატი კონცენტრირებულია ძალიან წვრილ და უმნიშვნელო საკითხებზე და მთავარ თემებს არ მოიცავს – ეს ვერ გამოიწვევს სისტემურ რეფორმას და ვერ იქნება რეკომენდაციების შესრულება

9 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე დახურული ფორმატი, რომელიც პარლამენტში მოქმედებს, კონცენტრირებულია მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებში ძალიან წვრილ და უმნიშვნელო საკითხებზე -მთავარ საკითხებს არ შეიცავს, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტში 9 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე გამართული სამუშაო შეხვედრები არ მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის იუსტიციის უმაღლესი […]
სირიის სახელმწიფო მედია – ისრაელის თავდასხმის შედეგად დამასკოში 2 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის თავდასხმის შედეგად დამასკოში 2 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო მედია ავრცელებს. „ისრაელის სარაკეტო დარტყმების სამიზნე დედაქალაქ დამასკოს კაფრ სუსას საცხოვრებელი უბანი იყო“, – აცხადებს სირიის სახელმწიფო ტელევიზია. ადგილობრივი მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმა ირანული სკოლის მახლობლად მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა.
ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო – პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, სკოლიდან ერთმა მასწავლებელმა დაარეგისტრიროს სკოლა ამ ბმულზე. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული მასწავლებელი ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის კოორდინატორი გახდება. ინფორმაციის თანახმად, სკოლების რეგისტრაცია 29 თებერვალს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. სკოლის […]
გია ვოლსკი – საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადება უსამართლოა – სტრატეგიული მავნებლური პოლიტიკაა, რასაც სალომე ზურაბიშვილი ატარებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადება უსამართლოა. მისივე თქმით, „ეს არის სტრატეგიული მავნებლური პოლიტიკა, რასაც ატარებს სალომე ზურაბიშვილი, ვისაც ძალიან ძნელად თუ დავუძახებთ პრეზიდენტს”. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ზურაბიშვილი საბოტაჟს ეწევა. „დღეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მაღალი დონის პროფესიონალური ცესკო, რომლის თავმჯდომარე არის წარმოდგენილი სალომე ზურაბიშვილის მიერ. გამოუცხადეს საბოტაჟი, მოახდინეს […]
ნიკოლ ფაშინიანი საფრანგეთში გაემგზავრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საფრანგეთში გაემგზავრა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ემანუელ მაკრონთან ერთად დღეს წინააღმდეგობის მოძრაობის სომეხი გმირის, მისაკ მანუჩანის პარიზის პანთეონში გადასვენების ცერემონიას დაესწრება. ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტ ჟერარ ლარშეს, პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალს და პარიზის მერს ანა იდალგოს შეხვდება.
გია ვოლსკი – არ არსებობს იმაზე დიდი ანტიევროპული რიტორიკა, რომელშიც ზოგიერთი ევროპარლამენტარია ჩართული, ვიდრე სადისტი ადამიანის ასეთი მხარდაჭერაა – ეს არის დისკრედიტაცია ევროპული ღირებულებების

მე მგონი, არ არსებობს იმაზე დიდი ანტიევროპული რიტორიკა, რომელშიც ზოგიერთი ევროპარლამენტარი არის ჩართული, ვიდრე სადისტი ადამიანის ასეთი მხარდაჭერაა – ეს არის დისკრედიტაცია საერთოდ ევროპული ღირებულებების, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის „დაცვასთან“ დაკავშირებით ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან გაკეთებული განცხადებები “აბსოლუტურად ანტიევროპული […]