პარის ლოდრონის ზალცბურგის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარ ფრანც კოკს ბსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორს, პარის ლოდრონის ზალცბურგის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარს, ფრანც კოკს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბსუ ავრცელებს. მათივე ცნობით, დოქტორ ფრანც კოკს დიდი წვლილი მიუძღვის ბსუ-ს ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში. მეცნიერ-მკვლევარი ფრანც კოკი არის ზალცბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი, ზალცბურგის, ტირანას, ლუბლიანას, სკოპიეს, სარაევოს […]

ლევან ბეჟაშვილი – ბრიუსელში, ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დატუქსვა მოვისმინეთ

ბრიუსელში, ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან ივანიშვილის პრემიერ – მინისტრის ირაკლი კობახიძის დატუქსვა მოვისმინეთ, – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა. ბეჟაშვილის თქმით, ბრიუსელში ვიზიტად მყოფ საქართველოს მთავრობის მეთაურს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განუსაზღვრეს გზა, რითაც საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. “ეს არის სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა – იმდაგვარი საარჩევნო […]

“ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ჩემი შვილი იხსნან ციხიდან” – ქართველი მებრძოლის დედა

22 წლის ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას დედა დალი ჩხაიძე ამბობს, რომ შვილის სამუდამო პატიმრობის შესახებ ინფორმაცია Telegram არხებიდან გაიგო და ანექსირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ საქართველოს ოფიციალური უწყებებიდან მას არავინ დაუკავშირდა. რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ 22 წლის ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას სამუდამოდ დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. მამუკა გაწერელია უკრაინაში იბრძოდა […]

სემეკსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარემ, სამირ ახუნდოვმა. თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორის რეგულირების განვითარების ხელშეწყობა. მემორანდუმის მიზანია ენერგეტიკის რეგულირების სფეროში მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლა როგორც საკანონმდებლო, ასევე მათ კომპეტენციებში არსებულ სხვადასხვა საკითხებზე, […]

სელექციურ კონტრაქტირება – ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებთან შესაძლოა კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით ითანამშრომლოს

„ჯანდაცვის სამინისტროსთან დავიწყეთ მუშაობა, საავადმყოფოების ხარისხის ინდიკატორების განსაზღვრის მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის, რადგან ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი, საავადმყოფოებზე ნაწილდება და სამინისტრო უნდა იყოს დარწმუნებული ამ დანახარჯების ეფექტურობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტები უსაფრთხოდ არიან და იღებენ შესაბამის, ხარისხიან დახმარებას“, – აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა. მისი თქმით, […]

Georgian Wings-მა კიშინიოვის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო

Georgian Wings-ის ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანია Geosky -ს სამგზავრო მიმართულება ჯეორჯიან ვინგსი თბილისი კიშინიოვი -ს მიმართულებით პირველი სამგზავრო რეგულარული ფრენა 20 თებერვალს შესრულდა. ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 2 სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 148 მგზავრზე გათვლილი Boeing 737– ით განახორციელებს. ,,მოლდოვის რესპუბლიკა ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა. გადაწყვეტილება თბილისი კიშინიოვი კიშინიოვი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე რეისების დაწყებაზე, დიდმა […]

თბილისში კულტურული მემკვიდრეობის 187 ძეგლზე საინფორმაციო QR კოდები განთავსდა

პროექტ CANTBILISI-ის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე QR კოდები განთავსდა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აწვდის საინტერესო ინფორმაციას აღნიშნული ძეგლების შესახებ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „თბილისელებისა და ჩვენი დედაქალაქის სტუმრებისთვის ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა კომპანია „სილქნეტისა“ და SOLARTIA GROUP-ის პარტნიორობით, რომელსაც თბილისის მერიამ დაუჭირა მხარი. პროექტის სახელწოდებაა SCANTBILISI – „დაასკანერე […]

“მისი სურათები ყველა სპორტული დარბაზიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, “კვახი” – თამარ ივერი ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე

ქართველმა სოპრანომ, თამარ ივერმა, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის, თამარ კოტრიკაძისა და მისი ქმრის, „დინამოს“ ყოფილი მეკარის, დავით გოგიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. “მაინტერესებს, ათწლეულებია გვესმის და რატომ ვერიდებით აღიარებას, რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე, მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო? საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს!! ეს დავით გოგია (სრულებით […]

“თქვენ წინაშეა ადამიანი, რომელიც იყო და არის მსოფლიოში ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო, ჩემი გასამართლება მთელი მსოფლიოს დაცინვაა” – სააკაშვილი

“თქვენ წინაშეა ადამიანი, რომელიც იყო და არის მსოფლიოში ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო, ჩემი გასამართლება მთელი მსოფლიოს დაცინვაა” – სააკაშვილი თქვენ წინაშე ზის ადამიანი, რომელიც იყო მსოფლიოში ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო და არის. ამას ასამართლებთ, ეს არ არის მარტო ჩემი დაცინვა, ეს არის დაცინვა ქართველი ხალხის და მთელი მსოფლიოსი, რომელმაც ამდენი წიგნი დაწერა, აღფრთოვანდა ჩვენი გამოცდილებით, შთაგონების წყარო […]

“ვითომ 19 მილიარდი მოვიპარე. მერე ეტყობა გზაში დამრჩა… ბოლოს ისე დავრჩით, რომ თბილისში არცერთი ბინა მე არ მაქვს, ყვარელში ძლივს მოვასწარით რაღაცის აშენება” – სააკაშვილი

“ვითომ 19 მილიარდი მოვიპარე. მერე ეტყობა გზაში დამრჩა… ბოლოს ისე დავრჩით, რომ თბილისში არცერთი ბინა მე არ მაქვს, ყვარელში ძლივს მოვასწარით რაღაცის აშენება” – სააკაშვილი “მე, დღეს სპე­ცი­ა­ლუ­რად, პი­ჯა­კე­ბის საქ­მე­ზე ჩა­ვიც­ვი პი­ჯა­კი, ესაა ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მე არ უნდა მქონ­დეს – თა­ვის­თა­ვად ის, რომ ეს პი­ჯა­კე­ბი მაქვს მე, მი­უ­თი­თებს იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად სა­სა­ცი­ლოა და იუ­რი­დი­უ­ლად გა­უ­მარ­თა­ვია […]