გურამ მაჭარაშვილი – განწირული ადამიანების კივილია, როდესაც საუბრობენ, რომ არიქა, თურმე ახლა ხელისუფლება ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის – ზარმაცი სტუდენტის წინასწარი განცხადებაა

განწირული ადამიანების კივილია, როდესაც საუბრობენ, რომ არიქა, თურმე ახლა ხელისუფლება ემზადება [არჩევნების] გაყალბებისთვის – ზარმაცი სტუდენტის წინასწარი განცხადებაა, არ მეცადინეობს, იცის, რომ გამოცდაზე ჩაიჭრება და საგამოცდო კომისიას წინასწარ აბრალებს, ჩამჭრიანო, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ოპოზიციის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადება […]

ე.წ. პიჯაკების საქმეზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაშინდელი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი მოწმის სახით დაიკითხა. მან დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიასთან, რადგან ისინი კოლეგები იყვნენ. დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამ თეიმურაზ მღებრიშვილს ჰკითხა, ხომ არ ახსენდება 2010 წლის ჩათვლით პერიოდში ისეთი […]

მწერალ გიორგი ლობჟანიძის მეუღლის, ირინა ლობჟანიძის სიცოცხლის გადასარჩენად საქველმოქმედო აუქციონი და კონცერტი გაიმართება

მწერალ გიორგი ლობჟანიძის მეუღლის, ირინა ლობჟანიძის სიცოცხლის გადასარჩენად საქველმოქმედო აუქციონი და კონცერტი გაიმართება. ორგანიზატორების ცნობით, ირინა ლობჟანიძე ამჟამად მკურნალობას გადის თურქეთის კლინიკაში. ექიმებმა შეძლეს რემისიის მიღწევა და 100 პროცენტიანი შედეგისათვის საჭიროა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. „საქველმოქმედო აუქციონი და კონცერტი „მწერალთა ბარში“, 22 თებერვალს, 20:00 საათზე გაიმართება. იმღერებენ: „თამადა“, ალექსანდრე ხარანაული, ბაჩო ჯიქიძე, ლექსო რატიანი. აუქციონს წარუძღვება […]

თსუ-ში სტუდენტებისთვის კვების ობიექტი იხსნება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, მეათე (მაღლივი) კორპუსში კვების ობიექტი ამოქმედება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ობიექტის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები საბოლოო ეტაპზე გადავიდა. გაზაფხულის სასწავლო სემესტრის დაწყებასთან ერთად სტუდენტები ისარგებლებენ, ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვების ობიექტით, რომელიც მათ ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებს შეღავათიან ფასში შესთავაზებს. „ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, კანცლერმა ლაშა […]

ბჟანია: „ჩვენი სურვილი იქნებოდა საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონოდა“

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბაჟანია რუსულ სააგენტო ტასსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სოხუმში დაინტერესებული არიან „საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობით“. „მთლიანობაში ჩვენი სურვილი იქნებოდა გვქონოდა საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა. ამის თქმა შემიძლია, ჩვენ საქართველოს ხალხთან არავითარი ანტაგონიზმი არ გვაქვს, ჩვენ პრეტენზიები გვქონდა მათთან ვინც ეს ომი გააჩაღა და მათთან, ვინც ამ ომში მონაწილეობდა. ამან შეცვალა ყველაფერი საფუძვლიანად“, – […]

“დაინტერესებული ვართ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობით” – ბჟანია

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა Tass-თან ინტერვიუში კვლავ შეაქო საქართველოს ხელისუფლება “პრაგმატული ნაბიჯებისთვის” და განაცხადა, რომ “აფხაზეთი დაინტერესებულია საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობით”. “ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც უკრაინაში სპეციალური საომარი ოპერაცია დაიწყო, საქართველოს მთავრობა ყველაფრის მიმართ პრაგმატულ მიდგომას იჩენს. ისინი უკრაინის მიერ დაწესებულ პროვოკაციაში მონაწილეობას არ იღებენ. მათ არ დაუჭირეს მხარი უკრაინის ლიდერის […]

მკვდარი იპოვეს რუსი „ვოენკორი”, რომელიც ავდიივკაში რუსეთის დანაკარგებზე წერდა

რუსი სამხედრო და ტელეგრამ-არხ „იანინადან გვწერენ“-ის [«Нам пишут из Янины»] ავტორი ანდრეი მოროზოვი, იგივე „მურზა“, მკვდარი იპოვეს, იტყობინება „მედუზა“. რუსეთის მხარეს მებრძოლი მოროზოვი თავის არხზე, რომელსაც თითქმის 100 000 გამომწერი ჰყავს, რუსული ჯარის პრობლემებზეც წერდა, რის გამოც პროპაგანდისტების, მათ შორის ვლადიმერ სოლოვიოვის კრიტიკის ობიექტიც გამხდარა. მოროზოვის სიკვდილზე 21 თებერვლის დილით განაცხადეს სხვადასხვა ტელეგრამ-არხებმა, რომლებიც უკრაინის […]

არგენტინის პრეზიდენტი: იმედი მაქვს, გამიმართლებს და მესის შევხვდები

არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ Lanacion+-სთან ინტერვიუში მესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ლეოსთან შეხვედრის შესაძლებლობას მოუთმენლად ელოდება. “მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. გავეცანი სტატიას სახელად “მესი წარმოუდგენელია”, სადაც დეტალურადაა აღწერილი თუ როგორ არის ლეო საუკეთესო თამაშის ყველა ასპექტში. არასდროს მქონია შანსი, რომ გავსაუბრებოდი. ამას სიამოვნებით გავაკეთებდი. ეს იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან არგენტინელთან საუბარი. რამდენიმე დღის […]

შოიგუს მტკიცებით, კრინკი “გაასუფთავეს”, რუსი ბლოგერებისა და უკრაინის თქმით – იტყუება

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს ირწმუნებოდა, რომ მათმა შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში მდებარე დასახლება კრინკი დაიკავეს. ეს დასახლება უკრაინის ძალებისთვის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე არსებული პლაცდარმია. შეხვედრის დროს პუტინმა შოიგუს უთხრა, რომ მას სამხედროთა დაჯგუფება დნეპრის მეთაურმა, მიხაილ ტეპლინსკიმ მოახსენა კრინკიში მიმდინარე მოვლენები. სამხედრო მაღალჩინოსნის ანგარიშის მიხედვით, დასახლებაში მხოლოდ ხუთიოდე უკრაინელი […]

სააკაშვილი: ყოველმა მე-3 იაპონელმა, საქართველოსთან ერთად, იცის სააკაშვილი

ყველამ იცით, რომ ჩემამდე საქართველოს არავინ იცნობდა. დღესაც საქართველოს ძალიან ბევრი იცნობს, როგორც სააკაშვილის ქვეყანას. ჩემი შვილი იაპონიაში სწავლობდა – ყოველმა მე-3 იაპონელმა, საქართველოსთან ერთად, იცის სააკაშვილი. დღევანდელ მოღვაწეებს არ ეწყინოთ, მაგრამ არცერთის სახელი და გვარი არავინ იცის, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით. ივანიშვილს მარტო სააკაშვილთან მიმართებაში ახსენებენ, როგორც ჩემს მეციხოვნეს, მეტი არაფერი.