“მოსამართლეები მითითებებს არ ექვემდებარებიან” – კოჭლამაზიშვილის პასუხი კობახიძეს

მოსამართლის პასუხი “ქართულ ოცნებას” – ბადრი კოჭლამაზიშვილი სასამართლო პროცესზე იმ პოლიტიკოსებს უპასუხა, ვინც მოსამართლე სააკაშვილისთვის პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად პლატფორმის მიცემაში დაადანაშაულა. კოჭლამაზაშვილმა ბრალდებას უსამართლო უწოდა და განაცხადა, რომ მოსამართლეები მითითებებს არ ექვემდებარებიან. მომხდარი საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამაც შეაფასა, რომელმაც ფაქტი სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმად მოიხსენია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ გააკეთებს განცხადებას, […]

“ნაცი” და ლელო არ გვეპიტნავება ცესკოში”– ოდიშარია

“ქართული ოცნების” წევრი ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი ცესკო მიტაცებას არ გეგმავს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ “ლელოც” და ნაცმოძრაობაც ერთია და საზოგადოებას არ სურს, რომ ცესკოში თანამდებობა ენმ-ის წევრს ეკავოს. მოტაცება ვიცი მთვარის, კონსტანტინე გამსახურდიასი, არაჩვეულებრივი ნაწარმოებია, წაიკითხეთ და არაფრის მიტაცებას არ ვაპირებთ. მე გირჩევდით, რომ გაეცნოთ ჯერ ქართველი ხალხის ნება-სურვილს. ქართველ ხალხს […]

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

„მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ რას იტყვის კონკრეტული საქმის განმხილველ სასამართლოზე და მოსამართლეზე, არამედ ის, თუ რამდენად ექვემდებარებიან მოსამართლეები მითითებებს“, — განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შეფასებაზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადების საპასუხოდ. სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის (ე.წ. პიჯაკების საქმე) საქმეზე მიმდინარე პროცესზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ […]

რუსეთში აღრიცხავენ ადამიანებს, რომლებიც ნავალნისთვის მემორიალებთან ყვავილებს მიიტანენ

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, 17 თებერვლიდან საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალებთან – “სევდის კედელთან” და “სოლოვეცკის ქვასთან” ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდის გამო პოლიციელებისთვის სადღეღამისო მორიგეობა დაწესდა. შესაბამის ბრძანებას, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა, გრიგორი სვერდლინი აქვეყნებს, რომელიც ანტისაომარი პროექტის – “‘Идите Лесом” (იარეთ ტყით) დამფუძნებელია. ეს ფრაზეოლოგიზმი ქართულად “დაახვიეთს” ნიშნავს. […]

გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე

თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოსტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით. თიბისის ტექსკოლაში 2024 წლის გაზაფხულის სემესტრზე მოსწავლეთა მიღება დაიწყო. კურსები, რომლებიც აქამდე, მხოლოდ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი, ახლა უკვე მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლითმსურველებს გთავაზობთ შეისწავლოთ მომავლის პროფესიები. კურსებზე რეგისტრაცია 20 თებერვალს იწყება და 3 […]

სოფელ დიღომში 3000 კვ/მ-ზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ სოფელ დიღომში სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რეკრეაციული სივრცის მოწყობა მაისში დასრულდება. „საბურთალოს გამგეობამ სოფელ დიღომში, გ. ათონელის ქუჩაზე, 3 000 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო. აღნიშნული ტერიტორია მძიმე მდგომარეობაში იყო. ადგილზე განთავსდება ყველა […]

თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობამ იანვარში 1,4 მლნ ლარი შეადგინა

თბილისში პარკირებაზე მიმდინარე წლის იანვარში 1,4 მლნ ლარის ჯარიმა დაიწერა. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 1,416 მლნ ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში – 1,004 მლნ ლარი. გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარში საგზაო […]

„გასტრონომიული კონგრესი საუკეთესო პლატფორმაა ქვეყნის ენოგასტრონომიის პოტენციალის წარმოჩენისთვის“ – მაია ომიაძე

2-3 მარტს, კახეთი 2024 წლის მთავარ კულინარიულ მოვლენას საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიულ კონგრესს – “Culinary Connection Euskadi-Georgia” უმასპინძლებს. კონგრესის მიზანია არა მხოლოდ კულინარიულ ოსტატობის, არამედ ენოგასტროტურიზმისა და ქართული სამზარეულოს განვითარება. კონკრესის მთავარი მხარდამჭრები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია. სს “საქართველოს ბანკი” , ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი […]

22-24 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22-24 თებერვალს საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 22-23 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 24 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 22-23 თებერვალს წვიმაა […]

ბჟანია: საქართველოსთან კარგი, კეთილმეზობლური ურთიერთობა გვსურს

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში საუბრის დროს კიდევ ერთხელ შეაქო საქართველოს მმართველი პარტია და დაამატა, რომ თბილისთან “კეთილმეზობლური” ურთიერთობა სურთ. ბჟანიამ ქართული ოცნების პოლიტიკას კვლავ პრაგმატული უწოდა და თქვა, რომ ისინი “პოლიტიკურად დამწიფდნენ”. “ბოლო რამდენიმე წელში, მას შემდეგ, რაც უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, საქართველოს ხელისუფლება, როგორც მე წარმომიდგენია, ყველაფრის […]